[Solar Energy] - Solar park Development - SkyscraperCity
 

forums map | news magazine | posting guidelines

Go Back   SkyscraperCity > European Forums > Euroscrapers > Local discussions > Caucasus Forum > Georgia / საქართველო > Economy and Infrastructure

Economy and Infrastructure ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა


Global Announcement

As a general reminder, please respect others and respect copyrights. Go here to familiarize yourself with our posting policy.


Reply

 
Thread Tools Rate Thread
Old October 13th, 2016, 11:26 AM   #1
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

[Solar Energy] - Solar park Development

SOLAR RESOURCE ASSESSMENT AND INITIAL LAYOUT

Quote:
Georgia has considerable resources of almost all types of renewable energy sources (RES) solar, wind, geothermal and hydro. The achievable annual potential of all RES can be estimated at 10-15 terawatt hours (TWh).

The Georgian Government diversifies energy market and introduces new sources of renewable energy generation to the local market. One of the kind of the renewable energies is PV plant and as a result solar photovoltaic industry growth in recent years has surpassed any other renewable energy sources worldwide. In more countries solar PV is a proven and feasible technology. Georgia has a lot of sunny days during a year and for this reason, we decided to develop the first solar power plant in Georgia. In addition it will be the first one in the region.

JSC “Georgian Energy Development Fund” (GEDF) is a state-owned joint stock company engaged with development of renewable energy projects. Presently GEDF is developing Udabno Solar power plant Project based on fixed photovoltaic panels. The project is located near the village, named Udabno. The installed capacity of the project is 5 MW.

GEDF is looking for a consultant company (hereinafter referred to as the “Consultant”) in order to get a bankable solar resource assessment with the item to assess the feasibility of developing the 5MW solar PV plant.
2. OBJECTIVE OF THE FISIBILITY STUDY

Quote:
An in-depth feasibility study is required for the identified project site at UDABNO, determined by the Client. The overall objective of the study is to determine feasibility on grid-connected solar power plant of approximately 5 MW of installed capacity with fixed panels. The purpose of these study is to assess the most suitable technology of solar PV and invertors for the chosen area, the technical feasibility of solar PV installations, what means the proper fixed tilt angle for solar panels and face direction in order to capture the most sun energy during a year, estimate annual energy yield and site impacts of different PV options. The Consultant has to prepare a report, based on the obtained information from reliable solar resource data bases (from NREL, NASA etc.) or in necessary cases use measurements, taken from satellites and the previously generated solar maps as a basis of feasibility studies, but also should work closely with other consultants conducting renewable energy resource assessment. As more accurate information on resource potential becomes available, the Consultant will produce and update the feasibility studies for the project.
more on GEDF

__________________
.: SSC Georgia :.

Castiel667 liked this post
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Sponsored Links
Advertisement
 
Old November 2nd, 2016, 07:25 PM   #2
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

ენერგეტიკის სამინისტრო მზის ახალი ელექტროსადგურის ასაშენებლად ბრიტანული ინვესტიციის მოსაზიდად მუშაობს

Quote:
ენერგეტიკის სამინისტრო მზის ახალი ელექტროსადგურის ასაშენებლად ბრიტანული ინვესტიციის მოსაზიდად მუშაობს. როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, დიდი ბრიტანეთის საელჩოს დახმარებით ინვესტორებმა გარკვეული წინადადებები უკვე მოისმინეს.

"ინვესტორებისთვის გარკვეული შეთავაზებები მზის სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით გვაქვს. უბრალოდ ვერ ჩამოვყალიბდით, ამ წინადადების კომერციული მოწყობა როგორი უნდა იყოს. ბრიტანეთის მხარდაჭერა აქამდე ევროკავშირის ქუდით შემოდიოდა. ეს ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანაა და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა ღირს. პირველი შეხვედრა გვქონდა. სიტუაცია მოვსინჯეთ. გვინდა პილოტურ პროექტებში დახმარება, რომ გამოცდილების გადმოტანა მოხდეს, შესაბამისი ფინანსური რესურსით", - განაცხადა ვალიშვილმა.

რაც შეეხება მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების კომერციულ მხარეს, მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ მზისა და ქარის ენერგიების კონკურენტული არ არის, თუმცა იმპორტის ზრდას, საქართველოს ეკონომიკაში, თუნდაც ძვირიან ელექტროენერგიაში თანხის გადახდა უმჯობესია.

"განახლებადების ათვისება ევროპაში მისი ეკონომიკური მომგებიანობის თვალსაზრისით არ დაწყებულა. ეს ვალდებულება, პოლიტიკის ნაწილი, ენერგოდამოუკიდებლობის მოტივაცია და სხვა ძალიან ბევრი ინსტრუმენტის ერთობლიობა იყო იმისთვის, რომ ამ მიმართულებას სახელმწიფოების მხრიდან დიდი მხარდაჭერა ჰქონოდა. ჩვენ დიდი მხარდაჭერის გამოხატვის საშუალება არ გვაქვს, რადგან შედარებით ღარიბი ქვეყანა ვართ, ამიტომ მიზანშეწონილობის ფარგლებსი, სხვა ქვეყნის ენერგორესურსში 5-6 ცენტის გადახდას, ჯობია, ჩვენს ეკონომიკაში თუნდაც 15%-ით მეტი გადავიხადოთ. ეს არის მულტიპლიკატორი, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ და მიზანშეწონილობაც ამ ფორმატიდან გამომდინარეობს", - განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მზის ენერგიის პოტენციალს საქართველოში, გარდაბნის რაიონში ამერიკული კომპანია „Headwall Power International“ უკვე სწავლობს. კომპანიასა და ენერგეტიკის სამინისტროს შორის მემორანდუმი მიმდინარე წლის აპრილში გაფორმდა, რომლის თანახმად, მომავალი წლის აპრილამდე „Headwall Power International“ პარტნიორ „მზის ენერგიის კომპანიასთან“ ერთად ქალაქ გარდაბნისა და სოფელ კალინინოს ტერიტორიაზე მზის პოტნეციალს შეისწავლის. ამ პერიოდში ჩატარდება ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და საჯარო განხილვები, ასევე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში მომზადდება.
__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old November 2nd, 2016, 07:35 PM   #3
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

Quote:
მიკრო სიმძლავრის მზის ელექტროსადგური, რომელიც ქსელში "ნეტო აღრიცხვის" სქემით არის ჩართული.

კომპანია "მზის სახლმა" დაასრულა 5,2 კვტ სიმძლავრის, ქსელში ჩართული, მზის ფოტოელექტრული სისტემის მონტაჟი და გაშვება, დაბა წყნეთში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტის ჯამური ღირებულება 10 000 ევრომდეა.

5,2 კვტ ჯამური სიმძლავრის მზის პანელებმა 32 კვადრატული მეტრი ფართობი დაიკავა.

პროექტი შეიცავს: მზის პანელებს; ქსელის ჰიბრიდულ ინვერტორს, რომლის დანიშნულებაა მუდმივი დენის გარდაქმნა ცვლად დენად; სარეზერვო აკუმულატორს, სადაც შესაძლებელია ენერგიის დარეზერვება და მისი გამოყენება მაშინ, როდესაც მზის პანელებით ელექტროგენერაცია მცირეა და ვერ უზრუნველყოფს მოხმარების/მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ასევე, ე.წ. "ნეტო აღრიცხვის" სქემის განხორციელებისას საჭიროა სპეციალური მრიცხველი, რომელსაც შეუძლია როგორც ქსელში გაცემული, ასევე ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის აღრიცხვა.

ცნობისთვის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საცალო მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დაამონტაჟოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, აწარმოოს ელექტროენერგია საკუთარი მოხმარებისთვის, ამავდროულად პარალელურ რეჟიმში ჩაერთოს ელექტროსისტემაში და გამანაწილებელ კომპანიას მიაწოდოს ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია. იმ შემთხვევაში, თუ გამომუშავებული ელექტროენერგია ვერ დააკმაყოფილებს მის მოხმარებას - გამანაწილებელი კომპანიის ქსელიდან მიიღოს შესაბამისი რაოდენობის ელექტროენერგია.


__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Sponsored Links
Advertisement
 
Old November 2nd, 2016, 07:39 PM   #4
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

Quote:
ალტერნატიული ენერგიების ენერგოცენტრალი კახეთის ქალაქ თელავში.

პროექტი განხორციელებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ვინროკ ინტერნეიშენალ ჯორჯიას მიერ, „დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება (EC-LEDS) სუფთა ენერგიის პროგრამის“ ფარგლებში. პროექტის ავტორი და შემსრულებელია შპს „ახალი ტექნოლოგიების ცენტრი“

პროექტის ბენეფიციარი და მხარდამჭერია თვითმმართველი ქალაქი თელავი.

ენერგოცენტრალის კომპონენტებია: ქარის გენერატორი, ცხელი წყლის კოლექტორები, ფოტოვოლტაური სისტემა, თბილი წყლის ბუფერული რეზერვუარი.

ენერგოცენტრალის მიერ წარმოებული ენერგია შეადგენს 48 180 კვტ.სთ/წ თბურ და 12 400 კვტ.სთ/წ ელ. ენერგიას.
ნახშირბადის ემისიის შემცირება ყოველწლიურად შეადგენს 11.02 ტონას.


__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old November 2nd, 2016, 07:39 PM   #5
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალის შესწავლა იწყება.

Quote:
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალის შესწავლა იწყება.
2016 წლის 30 ივნისს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში მზის ენერგიის პოტნეციალის შესწავლას.
უდაბნოს მზის ელექტროსადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ იქნება, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 8,22 მლნ კვტ.სთ.
პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 5,76 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
მემორანდუმის თანახმად, "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" 12 თვის განმავლობაში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩაატრებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. აღნიშნულ პერიოდში კომპანია დააზუსტებს მზის ელექტროსადგურის სიმძლავრეს, გამომუშავებას. ასევე ჩაატარებს გეოლოგიურ, გეოფიზიკურ კვლევებს, დააზუსტებს პროექტის ღირებულებას, მოამზადებს პროექტის დიზაინს და აღნიშნულ მონაცემებს წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
შეგახსენებთ, რომ მზის პოტენციალის შესწავლა გარდაბნის მუნიციპალიტეტში უკვე მიმდინარეობს, რომელსაც "მზის ენერგიის კომპანია" ახორციელებს.
ცნობისთვის, "მზის ენერგიის კომპანია" Headwall Power International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Headwall Power International კი ამერიკული კომპანიაა, რომელსაც აქვს მსოფლიოში დიდი გამოცდილება ალეტერნატიული ენერგიების მიმართულებით.
"ენერგოპლატფორმა"
__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old November 16th, 2016, 05:31 PM   #6
Noda[Med]
AKA Nodara95
 
Noda[Med]'s Avatar
 
Join Date: Nov 2016
Posts: 2,809
Likes (Received): 2364

ამერიკული კომპანია გარდაბანში მზის ენერგიის პოტენციალს შეისწავლის

Quote:
ერიკული კომპანია Headwall Power International გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალს შეისწავლის.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია Headwall Power International -ის პრეზიდენტმა ბრედფორდ მეიკლმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალის შესასწავლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის თანახმად, კომპანია Headwall Power International პარტნიორ „მზის ენერგიის კომპანიასთან“ ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ქალაქ გარდაბნისა და სოფელ კალინინოს ტერიტორიაზე მზის პოტნეციალს 12 თვის განმავლობაში შეისწავლის. კონკრტულად, შეისწავლის ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკურ საკითხებს – შემდგომში მისი მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით.
ინვესტორი 12 თვის განმავლობაში გარდაბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და საჯარო განხილვებს, მოამზადებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს და ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ შესაბამის წინადადებას წარუდგენს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.
Headwall Power International ამერიკული კომპანიაა, რომელსაც აქვს მსოფლიოში დიდი გამოცდილება ალტერნატიული ენერგიების მიმართულებით.
__________________

NVIDIA MAN liked this post
Noda[Med] no está en línea   Reply With Quote
Old January 24th, 2017, 12:29 PM   #7
Noda[Med]
AKA Nodara95
 
Noda[Med]'s Avatar
 
Join Date: Nov 2016
Posts: 2,809
Likes (Received): 2364

მზის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის 8 ლოკაციის კვლევა იწყება

Quote:
საქართველოში მზის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება, - გადაწყვეტილებას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.



როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ინვესტორი, 18 თვის განმავლობაში, 8 სხვადასხვა ლოკაციას შეისწავლის, რის შემდეგაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება, მზის ელექტროსადგურების მშენებლობის დაწყების შესახებ.



„ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე, რომლისკენაც ჩვენ ეტაპობრივად და მიზანმიმართულად მივდივართ. როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ, ქარელის რაიონში გაიხსნა საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო ალტერნატიული ენერგიების წყაროების ათვისებისა და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების მიმართულებით. ჩვენ ამ გზაზე ვივლით და ვფიქრობთ, ინვესტორებისგან კიდევ ძალიან საინტერესო წინადადებები გვექნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
__________________

Iveri, Castiel667 liked this post
Noda[Med] no está en línea   Reply With Quote
Old January 25th, 2017, 05:45 PM   #8
Noda[Med]
AKA Nodara95
 
Noda[Med]'s Avatar
 
Join Date: Nov 2016
Posts: 2,809
Likes (Received): 2364

__________________

giosal90 liked this post
Noda[Med] no está en línea   Reply With Quote
Old January 29th, 2017, 07:09 PM   #9
Castiel667
Registered User
 
Castiel667's Avatar
 
Join Date: Aug 2014
Location: Tbilisi
Posts: 1,293
Likes (Received): 474

კახეთში არ არის კაი პონტი? აი სადღაც დავითგარეჯთან.. მაქეთკენ ხო უდაბნოს პონტებია და მზე კარგად აჭერს წესით
Castiel667 no está en línea   Reply With Quote
Old January 30th, 2017, 09:54 AM   #10
Noda[Med]
AKA Nodara95
 
Noda[Med]'s Avatar
 
Join Date: Nov 2016
Posts: 2,809
Likes (Received): 2364

ეტყობა არ არის პოტენციალი
Noda[Med] no está en línea   Reply With Quote
Sponsored Links
Advertisement
 


Reply

Thread Tools
Rate This Thread
Rate This Thread:

Posting Rules
You may not post new threads
You may not post replies
You may not post attachments
You may not edit your posts

BB code is On
Smilies are On
[IMG] code is On
HTML code is Off



All times are GMT +2. The time now is 11:15 AM.


Powered by vBulletin® Version 3.8.11 Beta 4
Copyright ©2000 - 2019, vBulletin Solutions Inc.
vBulletin Security provided by vBSecurity v2.2.2 (Pro) - vBulletin Mods & Addons Copyright © 2019 DragonByte Technologies Ltd.
Feedback Buttons provided by Advanced Post Thanks / Like (Pro) - vBulletin Mods & Addons Copyright © 2019 DragonByte Technologies Ltd.

SkyscraperCity ☆ In Urbanity We trust ☆ about us