Energy | ენერგეტიკა - Page 5 - SkyscraperCity
 

forums map | news magazine | posting guidelines

Go Back   SkyscraperCity > European Forums > Euroscrapers > Local discussions > Caucasus Forum > Georgia / საქართველო > Economy and Infrastructure

Economy and Infrastructure ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა


Global Announcement

As a general reminder, please respect others and respect copyrights. Go here to familiarize yourself with our posting policy.


Reply

 
Thread Tools Rating: Thread Rating: 4 votes, 5.00 average.
Old March 16th, 2016, 09:21 PM   #81
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Sponsored Links
Advertisement
 
Old March 27th, 2016, 04:00 PM   #82
justproject
Registered User
 
justproject's Avatar
 
Join Date: Jun 2013
Location: Tbilisi
Posts: 12,026
Likes (Received): 3416

ქართლის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება



ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ქართლის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.

მისი თქმით, ეს იქნება ახალი 20 მეგავატის სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური, რომელიც განთავსდება გორის მახლობლად. მას ოპერირებას გაუწევს სახელმწიფო კომპანია "ქარის ქართლის ელექსტროსადგური", რომელსაც საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაცია და ენერგეტიკის სამინისტრო ფლობენ.

ელექტროსადგურის მშენებლობასთან, ფლობასა და ოპერირებასთან დაკავშირებული შეთანხმებისა და ხელშეკრულების დადების თაობაზე მთავრობის სხდომაზე დღეს იმსჯელეს.
ავტორ(ებ)ი : სალომე მეცხვარიშვილი
__________________
follow Georgian forum

Nodara95 liked this post
justproject no está en línea   Reply With Quote
Old March 27th, 2016, 07:15 PM   #83
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

ვერ ვხვდები აშენების აზრს თუ ოპერირება ისევ უცხომ განახორციელა. ანუ ის 10 თუ 15 წელი ისევ უნდა იყიდოს მთავრობამ ეგ ენეგია.
__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Sponsored Links
Advertisement
 
Old April 29th, 2016, 10:09 AM   #84
Novartis
Bayer Business Services
 
Novartis's Avatar
 
Join Date: Apr 2015
Location: Tbilisi
Posts: 754
Likes (Received): 639

„ძეგვიჰესის“ პროექტზე მემორანდუმი გაფორმდება

Quote:
დღეს, საქართველოს მთავრობამ მოიწონა ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია შპს „ჯეო ფაუერს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ძეგვში, მდინარე მტკვარზე „ძეგვიჰესის“ მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლას, მშენებლობას, ფლობასა და ოპერირებას.
„ძეგვი ჰესის“ სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 15,7 მგვტ, ხოლო სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 24მლნ აშშ დოლარია.
მემორანდუმის პროექტის თანახმად, კომპანიას მიენიჭება ექსკლუზიური უფლება 12 თვის განმავლობაში ზემოაღნიშნულ მდინარეზე განახორციელოს სრულყოფილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, მოამზადოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, ჩაატაროს საჯარო განხილვები და ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ წინადადება წარუდგინოს საქართველოს მთავრობას. კომპანია კისრულობს ვალდებულებას, მშენებლობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში აიღოს მშენებლობის ნებართვა, ხოლო 30 თვის ვადაში ექსპლუატაციაში მიიღოს ჰიდროელექტროსადგური.
ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღებიდან 15 წლის განმავლობაში, სექტემბრიდან აპრილის ჩათვლით ელექტროსადგურის სრული ფაქტობრივი გამომუშავების რეალიზაცია განხორციელდება მხოლოდ საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო დანარჩენ თვეებში, კომპანიას შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ, მოახდინოს ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტი.
__________________
ერთი პირის მიმართ დაშვებული უსამართლობა საფრთხეა ყველასთვის © შარლ მონტესკიე
Novartis no está en línea   Reply With Quote
Old April 29th, 2016, 10:11 AM   #85
Novartis
Bayer Business Services
 
Novartis's Avatar
 
Join Date: Apr 2015
Location: Tbilisi
Posts: 754
Likes (Received): 639

გარდაბანში მზის ენერგიის პოტენციალის შესწავლა იწყება

Quote:
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია „Headwall Power International“-ის პრეზიდენტმა Bradford J. Meikle-მ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალის შესასწავლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
„საქართველოს მოსახლეობას წლები ჰქონდა ენერგოპრობლემები, დამოუკიდებელი საქართველო არასდროს ყოფილა ენერგოდამოუკიდებელი და დროა ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკაში მოხდეს რევოლუციური გარდატეხა. მზე , ქარი, წყალი - ეს არის ის რესურსები, რაც შეგვიძლია სრულად ავითვისოთ და მაღალგანვითარებული, უსაფრთხო და რაც მთავარია, დამოუკიდებელი ენერგომომავალი დავახვედროთ ჩვენს შთამომავლობას.“ - განაცხადა კახა კალაძემ.
მემორანდუმის თანახმად, კომპანია „Headwall Power International“ პარტნიორ „მზის ენერგიის კომპანიასთან“ ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ქალაქ გარდაბნისა და სოფელ კალინინოს ტერიტორიაზე მზის პოტნეციალს 12 თვის განმავლობაში შეისწავლის. კონკრტულად, შეისწავლის ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკურ საკითხებს - შემდგომში მისი მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით.
ინვესტორი 12 თვის განმავლობაში გარდაბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატრებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და საჯარო განხილვებს, მოამზადებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს და ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ შესაბამის წინადადებას წარუდგინეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.
„Headwall Power International“ ამერიკული კომპანიაა, რომელსაც აქვს მსოფლიოში დიდი გამოცდილება ალეტერნატიული ენერგიების მიმართულებით.


__________________
ერთი პირის მიმართ დაშვებული უსამართლობა საფრთხეა ყველასთვის © შარლ მონტესკიე

Nodara95 liked this post
Novartis no está en línea   Reply With Quote
Old May 29th, 2016, 08:04 PM   #86
nikifore
Registered User
 
nikifore's Avatar
 
Join Date: Jan 2016
Posts: 151
Likes (Received): 77

შუახევიჰესი ელექტროენერგიის გამოშვებას 2017 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს
Quote:
"შუახევიჰესის" მშენებლობა დასკვნით ფაზაშია.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, სამუშაოების 90% უკვე შესრულებულია. მიმდინარე წლის შემოდგომაზე პროექტი მთლიანად სრულდება და გაზაფხულიდან ჰესი ოპერირებას დაიწყებს, შედეგად, საქართველოს ელექტროსისტემას 187 მეგავატი სუფთა ენერგიის მწარმოებელი სადგური შეემატება.

საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო პროექტს კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯია" ახორციელებს. კომპანია ერთობლივ ი საწარმოა შექმნილი ინდური კომპანია Tata Power-ის, ნორვეგიული კომპანია Clean Energy–ის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-ის მიერ. ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 416 მილიონ აშშ დოლარს. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 730 საქართველოს მოქალაქე.

შუახევიჰესის პროექტზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე ისაუბრა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინა.

აღინიშნა, რომ ინვესტორის საქმიანობა მაღალმთიან აჭარაში მხოლოდ ჰესის მშენებლობით არ შემოიფარგლება.

კომპანია სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებსაც ახორციელებს და ამ მიმართულებით 6 მლნ აშშ დოლარის პროექტები აქვს დაფინანსებული. გარდა ამისა, პროექტის დასრულების შემდგომ კომპანია ყოველწლიურად მილიონობით ლარს შეიტანს ადგილობრივ ბიუჯეტში (მოგების გადასახადი - 10%).

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირების მიზნით ხორციელდება შემარბილებელი და საკომპენსაციო ღონისძიებებს. შუახევიჰესის პროექტი პირველი ჰიდროენერგეტიკული პროექტია საქართველოში,რომელიც სერთიფიცირებულია გაეროს ჩარჩო კონვენციის კლიმატს ცვლილებების შესახებ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად.

„შუახევიჰესი” გამოიმუშავებს 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით.
__________________

Castiel667 liked this post
nikifore no está en línea   Reply With Quote
Old May 29th, 2016, 08:20 PM   #87
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

რამდენ წელში უნდა გადმოეცესო მერე სახელმწიფოს?
__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old June 3rd, 2016, 08:29 PM   #88
Novartis
Bayer Business Services
 
Novartis's Avatar
 
Join Date: Apr 2015
Location: Tbilisi
Posts: 754
Likes (Received): 639

ქვესადგური „ხორგას“ მშენებლობა დასრულდა

Quote:
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ქვესადგური „ხორგას“ მშენებლობა დასრულდა.

მშენებლობის დასრულების საზეიმო ცერემონიას ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე, საქართველოში „აზიის განვითარების ბანკის“ მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი (ADB) იეშიმ ელჰან-კაიალარი და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსია დაესწრნენ.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ „რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, ქვეყნის ენერგეტიკისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ახალი, 220/110 კვ-იანი ქვესადგურის “ხორგა“ მშენებლობის პროექტი 2015 წლის ივლისში დაიწყო.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, განხორციელდა 220/110კვ ქვესადგურის მშენებლობა, რამაც გააძლიერა დასავლეთ რეგიონის უმნიშვნელოვანესი კვანძი „ვარდნილჰესი-ზუგდიდი-მენჯი-ხორგა-ფოთი-ბათუმი“.

პროექტი „აზიის განვითარების ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 11,9 მლნ ევრო შეადგინა. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია „Siemens“-ი აწარმოებდა. პროექტის განხორციელებისას დასაქმებული იყო ადგილობრივი მოსახლეობა.

ქვესადგურ ”ხორგას” მშენებლობა ქვეყნის ენერგეტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის გადაცემის სიმძლავრის გაზრდას, პერსპექტივაში ასაშენებელი ჰიდროელექტროსადგურებიდან ახალი სიმძლავრეების გატარებას, ფოთის ინდუსტრიული ზონისთვის დამატებითი სიმძლავრის უწყვეტ მიწოდებას, საექსპორტო ბაზრებთან დაკავშირებას და საშუალებას მისცემს ქვეყანას გაზარდოს ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში.

„მსგავსი პროექტების განხორციელებით საქართველო თავის ბუნებრივ რეგიონული თუ საერთაშორისო მნიშვნელობის ფუნქციას და დანიშნულებას უბრუნდება. ჩვენ ვიყავით და კვლავაც ვხდებით სატრანზიტო ხიდი, დერეფანი ევროპასა და აზიას შორის, საქართველოზე გადის მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტების ინტერესები და ეს საწინდარია ქვეყნის სწრაფად ფეხზე დადგომის, ეს ერთ-ერთი უმთავრესი გარანტიაა ქვეყნის უსაფრთხოების. მსგავსი პროექტების დახმარებით და რაც მთავარია, მრავალრიცხოვანი მეგობრების თუ პარტნიორების თანადგომით და თანამშრომლობით, სულ მალე ვიქნებით ისეთი ქვეყნის შემოქმედები, როგორისკენაც ათეული წლებია ილტვის თითოეული ჩვენგანი”, - განაცხადა კახა კალაძემ.

სულხან ზუმბურიძის განცხადებით კი, ქვესადგურის მშენებლობა საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შესაბამისად განხორციელდა.

„ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა მიზნად ისახავს კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზაციას. მათ შორის, მიმდინარე წელს დასრულდება ქვესადგურების: „მარნეული 500“-ის და „ქსანი 500“-ის ასევე, „ახალციხე-ბათუმის“ დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის მნიშვნელოვანი ნაწილის, ხოლო 2017 წელს ჯვარი-ხორგას და ქსანი-სტეფანწმინდას დამაკავშირებელი ხაზების მშენებლობა. ახალი ენერგოობიექტები ხელს შეუწყობს საიმედო, ევროპული ტიპის ელექტროგადამცემი ქსელის შექმნას, ჰიდროენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების მოზიდვას, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და გაზრდის ეკონომიკას“, - განაცხადა სულხან ზუმბურიძემ.
__________________
ერთი პირის მიმართ დაშვებული უსამართლობა საფრთხეა ყველასთვის © შარლ მონტესკიე

Nodara95 liked this post
Novartis no está en línea   Reply With Quote
Old July 25th, 2016, 01:58 PM   #89
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

2 დღეა მაღალმთიან აჭარაში დავდივარ. გავოგნდი იმდენი ჰესი და სადგური შენდება.
__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old July 25th, 2016, 02:01 PM   #90
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

Dariali HPP





__________________
.: SSC Georgia :.

NVIDIA MAN liked this post
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old July 25th, 2016, 02:16 PM   #91
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

Shuakhevi HPP





__________________
.: SSC Georgia :.

NVIDIA MAN liked this post
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old July 26th, 2016, 06:09 PM   #92
tukija
Registered User
 
tukija's Avatar
 
Join Date: Jul 2009
Location: Tbilisi
Posts: 391
Likes (Received): 243

პირველი ქარის ელექტროსადგურისთვის ტურბინის ფრთები ფოთში ჩამოვიდა



__________________
tukija no está en línea   Reply With Quote
Old July 26th, 2016, 07:45 PM   #93
justproject
Registered User
 
justproject's Avatar
 
Join Date: Jun 2013
Location: Tbilisi
Posts: 12,026
Likes (Received): 3416

როდის დაასრულებენ ამეების მონტაჟს?
__________________
follow Georgian forum
justproject no está en línea   Reply With Quote
Old July 27th, 2016, 02:08 PM   #94
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

ძველ სტატიებში 2016წლის ოქტომბერი წერია
__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old July 29th, 2016, 06:17 PM   #95
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

Quote:
ალტერნატიული ენერგიების ენერგოცენტრალი კახეთის ქალაქ თელავში.

პროექტი განხორციელებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ვინროკ ინტერნეიშენალ ჯორჯიას მიერ, „დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება (EC-LEDS) სუფთა ენერგიის პროგრამის“ ფარგლებში. პროექტის ავტორი და შემსრულებელია შპს „ახალი ტექნოლოგიების ცენტრი“

პროექტის ბენეფიციარი და მხარდამჭერია თვითმმართველი ქალაქი თელავი.

ენერგოცენტრალის კომპონენტებია: ქარის გენერატორი, ცხელი წყლის კოლექტორები, ფოტოვოლტაური სისტემა, თბილი წყლის ბუფერული რეზერვუარი.

ენერგოცენტრალის მიერ წარმოებული ენერგია შეადგენს 48 180 კვტ.სთ/წ თბურ და 12 400 კვტ.სთ/წ ელ. ენერგიას.
ნახშირბადის ემისიის შემცირება ყოველწლიურად შეადგენს 11.02 ტონას.


__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old August 2nd, 2016, 11:55 AM   #96
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალის შესწავლა იწყება.

Quote:
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალის შესწავლა იწყება.
2016 წლის 30 ივნისს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში მზის ენერგიის პოტნეციალის შესწავლას.
უდაბნოს მზის ელექტროსადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ იქნება, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 8,22 მლნ კვტ.სთ.
პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 5,76 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
მემორანდუმის თანახმად, "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" 12 თვის განმავლობაში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩაატრებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. აღნიშნულ პერიოდში კომპანია დააზუსტებს მზის ელექტროსადგურის სიმძლავრეს, გამომუშავებას. ასევე ჩაატარებს გეოლოგიურ, გეოფიზიკურ კვლევებს, დააზუსტებს პროექტის ღირებულებას, მოამზადებს პროექტის დიზაინს და აღნიშნულ მონაცემებს წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
შეგახსენებთ, რომ მზის პოტენციალის შესწავლა გარდაბნის მუნიციპალიტეტში უკვე მიმდინარეობს, რომელსაც "მზის ენერგიის კომპანია" ახორციელებს.
ცნობისთვის, "მზის ენერგიის კომპანია" Headwall Power International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Headwall Power International კი ამერიკული კომპანიაა, რომელსაც აქვს მსოფლიოში დიდი გამოცდილება ალეტერნატიული ენერგიების მიმართულებით.
"ენერგოპლატფორმა"
__________________
.: SSC Georgia :.

Castiel667 liked this post
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old August 18th, 2016, 01:42 PM   #97
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

საქართველოს ისტორიაში ერთერთი უმსხვილესი ჰესის „ონის კასკადის" მშენებლობა მომავალი წელს დაიწყება

Quote:
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის „ონის კასკადის" მშენებლობა მომავალი წელს დაიწყება. კომპანია „ფერის" აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც პროექტს ახორციელებს, რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, რომ ამჟამად Feasibility study-ს ეტაპია, რომელსაც ცნობილი ევროპული კომპანია „ლა მაიერი" ახორციელებს და ქართველ ინჟინრებთან ერთად გეოლოგიურ-ჰიდროლოგიურ ტოპოგრაფიული შესწავლის სამუშაოებს ასრულებს, რომელიც შემოდგომაზე უნდა დასრულდეს და შემდეგ დაიწყება ოპტიმალური პროექტის შეთანხმება მთავრობასთან.

ლაშა იორდანაშვილი ამბობს, რომ აქტიური სამუშაოები დაიწყება მომავალი წლის დასაწყისიდან ან ადრე გაზაფხულის პერიოდიდან. „ონის კასკადის" სიმძლავრე 180 მეგავატია, საინვესტიციო ღირებულება კი 330 მილიონი დოლარი. ჰესის ექსპლუატაციაში შესვლა 2021 წელს იგეგმება.

ლაშა იორდანაშვილის ინფორმაციით, წელს კომპანია პანკისის ხეობაში სამყურის წყალზე 30 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასაც დაიწყებს. წინასაპროექტო სამუშაოები, საჯარო განხილვები აქ უკვე დასრულებულია, შეთანხმება მიღწეულია მთავრობასთან და მშენებლობაც მალე დაიწყება. პარალელურად კი კომპანია ყვარლის რაიონში მცირე ზომის სადგურის მშენებლობას გეგმავს, რაც იქნება „შილდის" ჰიდროელექტროსადფურის გაგრძელება. სიმძლავრე 1.2 მეგავატია.

ლაშა იორდანაშვილის ინფორმაციითვე სექტემბრის ბოლოს ექსპლუატაციაში შევა „დარიალი ჰესიც", რომლის სიმძლავრე 110 მეგავატია, საინვესტიციო ღირებულება კი 130 მილიონი დოლარი.
__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old October 25th, 2016, 04:45 PM   #98
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

გარდაბანში, კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მეორე ბლოკის მშენებლობა იწყება

Quote:
ხვალ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი "გარდაბნის თბოსადგურ 2"-ის მშენებლობას ჩაუყრიან საფუძველს. ამის შესახებ „კომერსანტს" „ნავთობის და გაზის კორპორაციიდან" აცნობეს.



2016 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში, ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობას, შპს „გარდაბნის თბოსადგური 2"-ს, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას" და სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორს" შორის, გარდაბანში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების (იმპლემენტაციის) ხელშეკრულებას.



ასევე, ხელშეკრულება გაფორმდა შპს „გარდაბნის თბოსადგური 2"-ს და ჩინურ კომპანია „China Tianchen Engineering Corporation (TCC)"-ს შორის გარდაბანში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტირების, შესყიდვისა და მშენებლობაზე (Engineering, Procurement, Construction).



„ნავთობის და გაზის" კორპორაციის ცნობით, პროექტს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია ქართული ენერგეტიკული სისტემისა და მთლიანად ენერგო სექტორის მდგრადობისთვის და წარმატებული განვითარებისთვის.




როგორც ცნობილია, საქართველოში არსებული ელექტროსადგურების გარანტირებული სიმძლავრე მთლიანად ვერ უზრუნველყოფს ზამთრის პერიოდის მოხმარების სრული მოცულობით დაკმაყოფილებას. ამას ემატება ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოხმარების სტაბილური ზრდა. საქართველოს მთავრობის და ენერგეტიკული სექტორის განვითარების სტრატეგიული პოლიტიკის მიხედვით მაღალეფექტური და ეკონომიური კომბინირებული (ორთქლ-აირტურბინული) თბოსადგურების მშენებლობა ერთ-ერთ უმთავრესს პრიორიტეტს წარმოადგენს.



China Tianchen Engineering Corporation (TCC) - ერთერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა, რომელიც 1953 წელს აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ ტიანჯინში დაარსდა. ამ ეტაპზე კომპანიის წლიური შემოსავალი მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, ხოლო საერთაშორისო საინჟინრო პროექტები 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. ნიშანდობლივია, რომ TCC-ს წარმატებული გამოცდილება გააჩნია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა დანიშნულების მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის კომბინირებული ციკლის ელექტროგენერაციის ობიექტების მშენებლობის კუთხით. ჩინეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა და ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო China Tianchen Engineering Corporation (TCC) - მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა ჟიუიან ვანგმა.




კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის დაფინანსება მთლიანად მოხდება სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" შიდა რესურსებით და ჩინური ბანკებიდან მოზიდული სახსრებით.





კომბინირებული ციკლის ახალი ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2020 წლის ზამთრის სეზონისთვის იგეგმება.
__________________
.: SSC Georgia :.

Novartis, NVIDIA MAN liked this post
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old October 27th, 2016, 08:43 AM   #99
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

Quote:
Construction of a 230 MW Gardabani combined cycle thermal power plant has launched, - the Prime Minister of Georgia participated in the laying of the foundation stone for the new "Gardabani Thermal Power Plant 2".
__________________
.: SSC Georgia :.

NVIDIA MAN, Novartis liked this post
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old November 2nd, 2016, 07:42 PM   #100
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

Quote:
2017 წლის ბოლომდე საქართველოში ელექტრომობილების დამტენი სადგურების რაოდენობა 100-მდე გაიზრდება
თანამედროვე მსოფლიოში ელექტრონული ავტომობილების რაოდენობა დღითიდღე მატულობს.
ამ მხრივ მოწინავე ქვეყნებს აშკარად ჩამოვრჩებით, თუმცა ეს ტენდენცია თანდათან საქართველოშიც იგრძნობა. ამჟამად საქართველოში 50-მდე ელექტრომობილია, მაგრამ არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, არ არის ელექტროგასამართი სადგურები, რაც ელექტრომობილების მომრავლებას ყველაზე მეტად უშლის ხელს. როგორც ამ მანქანების მფლობელები ამბობენ, ელექტრომობილის ფასი 30 ათასი დოლარიდან 150 ათას დოლარამდე მერყეობს. ელექტრომობილი ტექნიკის უახლესი მიღწევაა, თუმცა ამ მანქანის ნაკლი ის არის, რომ ერთი დატენვით მხოლოდ 170-200 კილომეტრის გავლას ახერხებს. სპეციალისტები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და 2-3 წელიწადში ელექტრომობილები უფრო დიდი მანძილის გავლასაც შეძლებენ. ამის კარგი მაგალითია „ტესლას“ ელექტრომობილი, რომელსაც 350-400 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლია.
რამდენიმე დღეში კუს ტბის ასახვევთან და ევროპის მოედანზე ელექტრომობილების დასატუმბი სადგურები გაიხსნება. როგორც კომპანია i-sfeis-ის დირექტორმა სულხან გვალიამ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ამ დრომდე ელექტრომობილების დამტენი სადგური საქართველოში არ იყო, მაგრამ კვირის ბოლოს უკვე გაიხსნება 2 საჯარო დასამუხტი სადგური, ხოლო წლის ბოლომდე სულ ცოტა 25 სადგური გაიხსნება.
„ჩვენი გეგმის მიხედვით, 2017 წლის ბოლომდე საქართველოს ქალაქებში 100 ასეთი სადგური გაიხსნება. ამ ეტაპზე საქართველოში ელექტრომობილების მომრავლებას ხელს ის უშლის, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის. ჩვენი სურვილია ასეთი ინფრასტრუქტურა შევქმნათ. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ელექტრომობილების წილი ბაზარზე ძალიან გაიზრდება, მით უმეტეს, რომ ეს მანქანები თანდათან იაფდება. ამჟამად საქართველოში დაახლოებით 50 ელექტრომობილი დადის, მათი დიდი ნაწილი კერძო სექტორის საკუთრებაა, რამდენიმე მათგანი კი, უცხოეთის მთავრობების მიერ არის ნაჩუქარი“, - აღნიშნა სულხან გვალიამ.
__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Sponsored Links
Advertisement
 


Reply

Tags
batumi, energy, georgia, tbilisi

Thread Tools
Rate This Thread
Rate This Thread:

Posting Rules
You may not post new threads
You may not post replies
You may not post attachments
You may not edit your posts

BB code is On
Smilies are On
[IMG] code is On
HTML code is Off



All times are GMT +2. The time now is 11:13 AM.


Powered by vBulletin® Version 3.8.11 Beta 4
Copyright ©2000 - 2019, vBulletin Solutions Inc.
vBulletin Security provided by vBSecurity v2.2.2 (Pro) - vBulletin Mods & Addons Copyright © 2019 DragonByte Technologies Ltd.
Feedback Buttons provided by Advanced Post Thanks / Like (Pro) - vBulletin Mods & Addons Copyright © 2019 DragonByte Technologies Ltd.

SkyscraperCity ☆ In Urbanity We trust ☆ about us