✈ [KUT] Kutaisi David Aghmashenebeli international airport - Page 6 - SkyscraperCity
 

forums map | news magazine | posting guidelines

Go Back   SkyscraperCity > European Forums > Euroscrapers > Local discussions > Caucasus Forum > Georgia / საქართველო > Economy and Infrastructure

Economy and Infrastructure ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა


Global Announcement

As a general reminder, please respect others and respect copyrights. Go here to familiarize yourself with our posting policy.


Reply

 
Thread Tools Rate Thread
Old February 18th, 2016, 10:55 AM   #101
Zaden
Registered User
 
Zaden's Avatar
 
Join Date: Sep 2014
Location: Tbilisi
Posts: 54
Likes (Received): 13

Quote:
Originally Posted by Nodara95 View Post
ბათუმივით? ბათუმი ყველაზე ბანძი აეროპორტია დღეს. დროზეა მოსაშორებელი TAV. ეგეთი მაღალი ტარიფების გამო არავინ არ შედის თბილისში და ბათუმში
არა, აეროპორტს არ ვგულისხმობ, თვითონ ქალაქზე ვამბობ, ანუ თბილისი და ბათუმის გარდა კიდევ გვქონდეს რაღაც, თუ ქუთაისის აეროპორტმა დიდ მაშტაბებს მიაღწია, ქუთაისს ექნება ამისი შანსი.

ნუ ბათუმის აეროპორტის შემთხვევაში რა მავნებლობასთან გვაქ საქმე და რა პოტენციალი იკარგება ამაზე წერაც კი არ მინდა, თბილისზეც დაახლოებით იგივე
Zaden no está en línea   Reply With Quote
Sponsored Links
Advertisement
 
Old February 18th, 2016, 11:16 AM   #102
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

ხო ქალაქი კი. აუცილებელიცაა.

ჩემი აზრით რესტავრაცია უნდა გაგრძელდეს ქალაქის. პატარა მონაკვეთის გარდა, კაპიკად არ ღირს ქუთაისი. მომავალი წლიდან გაიზრდება ვიზიტორების რაოდენობა ქალაქში და ბევრს ვერაფერს ნახავენ ეგრე თუ დარჩა.
__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old February 18th, 2016, 11:19 AM   #103
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Sponsored Links
Advertisement
 
Old February 18th, 2016, 11:24 AM   #104
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722



__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old February 18th, 2016, 11:42 AM   #105
justproject
Registered User
 
justproject's Avatar
 
Join Date: Jun 2013
Location: Tbilisi
Posts: 12,026
Likes (Received): 3416

ქუთაისი-დუბლინი, ქუთაისი-ლონდონი, ქუთაისი-ედინბურგი coming soon მგონი დდ. ესეც თუ შემოვიდა, TAV თავის ნებით გავა საქართველოდან დდ.

დაბალბიუჯეტიანი კომპანია Ryanair-ი საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესდა

დაბალბიუჯეტიანი კომპანია Ryanair-ი საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესდა ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ავიაკომპანიის მიერ ქუთაისის მიმართულებით ავიარეისების დაწყების შესაძლებლობები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა Ryanair-ის კომერციულ დირექტორ დეივიდ ობრაიანთან გამართა.

მათივე განმატებით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოსადმი ინტერესის ზრდა განპირობებულია ქვეყანაში შექმნილი ბიზნესგარემოთი, ბოლო წლების განმავლობაში ტურისტული ნაკადის ზრდით და იმ შესაძლებლობებით, რომელსაც იძლევა საქართველოს მოქალაქეებისთვის უახლოეს მომავალში მოსალოდნელი ვიზალიბერალიზაციის პროცესი.

დეივიდ ობრაიანის განცხადებით, ავიაკომპანიის სამუშაო ჯგუფი გაეცნობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურულ და ოპერირების შესაძლებლობებს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობასთან მიმდინარე მოლაპარაკებები და კონსულტაციები დადებითად გადაწყდება.
"დღეს პრემიერ–მინისტრთან გვქონდა ნაყოფიერი და იმედის მომცემი შეხვედრა. მე ვარ ირლანდიიდან სრულიად სხვა კუთხეში, რაც ჩემთვის დიდი პრივილეგიაა. მე იმედი მაქვს, რომ სულ მალე ევროპის ამ ერთ კუთხეს სხვა კუთხესთან დავაკავშირებთ," – აღნიშნა ავიაკომპანია "Ryanair"-ის კომერციულმა დირექტორმა დეივიდ ობრაიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი უწოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას.

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რადგან ეს არის ერთ–ერთი ყველაზე მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ევროპის ბაზარზე. ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობთ აღნიშნულ კომპანიასთან და ისინი დღეს არიან ჩამოსულები თავიანთ ტექნიკურ თანამშრომლებთან ერთად, რათა შეაფასონ ქუთაისის აეროპორტის მდგომარეობა. გარდა ამისა, შეაფასონ ის ახალი შესაძლებლობები და ახალი მიმართულებები, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ განვითარდეს საქართველოდან პირდაპირი ფრენები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გადაწყვეტილებები ძალიან მალე იქნება მიღებული," – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "Ryanair" დაარსდა 1984 წელს და ოპერირებს 1985 წლიდან. ამჟამად ავიაკომპანიის ავიაპარკი დაკომპლექტებულია ბოინგ 737-700 და ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით. გასულ წელს ავიაკომპანიამ გადაიყვანა 90 მილიონზე მეტი მგზავრი. 2015 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას აქვს 72 ბაზა და ოპერირებს ავიარეისებს 191 აეროპორტში.
__________________
follow Georgian forum

NVIDIA MAN, Novartis liked this post
justproject no está en línea   Reply With Quote
Old February 18th, 2016, 01:01 PM   #106
NVIDIA MAN
Registered User
 
NVIDIA MAN's Avatar
 
Join Date: Jun 2014
Location: Tbilisi
Posts: 1,688
Likes (Received): 677

მაგრად მიდის საქმეები, გილოცავთ
NVIDIA MAN no está en línea   Reply With Quote
Old February 18th, 2016, 01:23 PM   #107
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

ნახავთ ზაფხულისთვის შემოვლენ. ვიზ ეარს არ მისცემენ ჩვენი ბაზრის მთლიანად ათვისების შანსს. იციან თუ დაიქოქა ეს ბაზარი აქ მაგარ ფულსაც იშოვიან.
__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old February 18th, 2016, 01:27 PM   #108
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

Ryanair-ის ხომალდი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ეტყობა დატესტეს

__________________
.: SSC Georgia :.

RossBTM, NVIDIA MAN, justproject liked this post
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old February 18th, 2016, 02:08 PM   #109
NVIDIA MAN
Registered User
 
NVIDIA MAN's Avatar
 
Join Date: Jun 2014
Location: Tbilisi
Posts: 1,688
Likes (Received): 677

იმის შანსი გაცილებით მეტია შემოვიდნენ ვიდრე არა.
NVIDIA MAN no está en línea   Reply With Quote
Old February 18th, 2016, 02:46 PM   #110
justproject
Registered User
 
justproject's Avatar
 
Join Date: Jun 2013
Location: Tbilisi
Posts: 12,026
Likes (Received): 3416

იმედია დიდხანს არ გაიწელება მოლაპარაკებები. მეც მგონია, რომ მალე შემოვლენ.
__________________
follow Georgian forum
justproject no está en línea   Reply With Quote
Old February 19th, 2016, 09:09 AM   #111
bicho84
Registered User
 
bicho84's Avatar
 
Join Date: Oct 2009
Posts: 1,207
Likes (Received): 101

ერთი პირდაპირი რეისი ამერიკაში გვჭირდება
__________________
Glory to United Georgia
bicho84 no está en línea   Reply With Quote
Old February 19th, 2016, 10:29 AM   #112
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

ეგ უფრო თბილისიდან.
__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old February 19th, 2016, 11:59 AM   #113
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

Quote:
18 თებერვალს ავიაკომპანია „RYANAIR“ კომერციულმა დირექტორმა დევიდ ობრაიენმა, ავიაკომპანიის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერა და იქ არსებულ მდგომარეობს გაეცნო. მან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორთან, ქეთევან ალექსიძესთან ერთად დაათვალიერა აეროპორტისა და ნავიგაციის ინფრასტრუქტურა, ხოლო ტექნიკურმა ჯგუფმა ადგილზე შეაფასა აეროპორტის ტექნიკური აღჭურვილობა და მიწისზედა მომსახურებისთვის აუცილებელი სპეცტექნიკა. ასევე განხილული იქნა აეროპორტის ოპერირების პროცესები და იქ არსებული მდგომარეობა.
ავიაკომპანია „RYANAIR“ კომერციული დირექტორის დევიდ ობრაიენის განცხადებით, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქუთაისის აეროპორტმა იქ არსებული ინფრასტუქტურითა და ოპერირების მაღალი სტანდარტით. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ კარგი სამუშაო გასწია ქუთაისის აეროპორტის განვითარების მიმართულებით.
დევიდ ობრაიენის განცხადებით, ბოლო სამიწ ლის განმავლობაში ავიაკომპანია გაფართოვდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის მიმართულებით, რამაც ის კიდევ უფრო დააახლოვა საქართველოს. მისი თქმით, ახლოსაა ის დრო, როდესაც „RYANAIR“ შეიძლება იყოს საქართველოში წარმოდგენილი.














__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old February 19th, 2016, 02:59 PM   #114
justproject
Registered User
 
justproject's Avatar
 
Join Date: Jun 2013
Location: Tbilisi
Posts: 12,026
Likes (Received): 3416

მეგონა ryanair-ის თვითმფრინავს დიდი ხანი ვერ ვნახავდი ქუთაისის აეროპორტში.
__________________
follow Georgian forum
justproject no está en línea   Reply With Quote
Old February 19th, 2016, 05:05 PM   #115
hom0faber
Registered User
 
Join Date: Sep 2014
Posts: 251
Likes (Received): 287

აუუ, როგორ მიხარია, ვერ წარმოიდგენთ! ვიზ ეარის ახალი მიმართულებები ხომ მაგარია, მაგრამ რაინეარი კიდე უფრო მაგარია, ამას თუ იზი ჯეტიც დაემატა ვიხილავთ რეგიონის ჰაბს! რეგიონში ვგულისხმობ მთლიანად ამიერკავკასიას და რუსეთის სამხრეთს. ჯერ ორი წლის უკან ვნახე, ვლადიკავკაზიდან სპეციალურად დადიოდა ხალხი აქ, რომ იაფად გაფრენილიყვნენ. ეხლა კი გარდა ფასისა, არჩევანი იქნება დიდი და სოლიდური!


სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ქუთაისის მოწესრიგება.
სამტრედიაში, ბაშში, კოპიტნარში ხალხი გესთჰაუსებს გახსნის. კარგი პერსპექტივა იხატება მაგ რეგიონისთვის.
hom0faber no está en línea   Reply With Quote
Old February 19th, 2016, 05:10 PM   #116
justproject
Registered User
 
justproject's Avatar
 
Join Date: Jun 2013
Location: Tbilisi
Posts: 12,026
Likes (Received): 3416

მართალია, რეგიონში დაბალბიუჯეტიანი აეროპორტების სეგმენტში კონკურენტი არ ყავს, მაგრამ მგზავრთნაკადით შემდეგ 4-5 წელიწადში 800-900 ათასს თუ მიაღწევს კარგი იქნება. ამ დროს ბაქო ბიუჯეტური არ არის, მაგრამ არც კატასტროფულად ძვირია. რაც ყველაზე მთავარია, უამრავი პირდაპირი მიმართულება აქვთ Azerbaijan airlines-ის წყალობით. მარტო ნიუ იორკი ღირს ერთ ქუთაისის აეროპორტად.
__________________
follow Georgian forum
justproject no está en línea   Reply With Quote
Old February 19th, 2016, 05:18 PM   #117
hom0faber
Registered User
 
Join Date: Sep 2014
Posts: 251
Likes (Received): 287

ბაქოს არანაირად არ აქვს შანსი, რომ ჰაბად იქცეს. საქართველოდან არავინ წავა მანდ ევროპაში გასაფრენად, სომხეთიდან მითუმეტეს, ჩრდილო კავკასიაც საქართველოს ამჯობინებს.

მეორეც საქართველოდან ევროპის მიმართულებით და პირიქით, გაცილებით მეტი მგაზვრი იქნება. ვიზალიბერალიზაციის გამო და საქართველოში ტურიზმის განვითარების გამო. დიდი მგზავრთბურნვა კი ფასებს დაბლა წევს.

სულ ოქრო რომ შეასხან ბაქოს აეროპორტს აზერებმა, ჩვენ ტრანზიტულ და ტურისტულ პოტენციალს ვერ აჯობებენ ვერანაირად
hom0faber no está en línea   Reply With Quote
Old February 19th, 2016, 08:26 PM   #118
Castiel667
Registered User
 
Castiel667's Avatar
 
Join Date: Aug 2014
Location: Tbilisi
Posts: 1,293
Likes (Received): 474

პირიქით მეგობარო, რაც უფრო დიდია მოთხოვნა მით უფრო მატულობს ფასი და რაც უფრო ცოტაა - პირიქით..

შენ რასაც აბობ, ბევრი მგზავრის პონტში მაშტაბის ეკონომია ექნებათ კომპანიებს, ანუ მეტი მოგება დარჩებათ რა.. დალშე კომპანიებზეა რას იზამენ
Castiel667 no está en línea   Reply With Quote
Old February 20th, 2016, 08:56 AM   #119
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

რაც არ უნდა იყოს ჩვენ ვისარგებლებთ. მართალი თქვა hom0faber-მა. ბევრი ჩამოდის ქუთაისში სპეციალურად. ბევრჯერ მინახვს რუსული ნომრებით მიკროავტობუსები.

მთავარია: რკინიგზა მივიდეს აეროპორტამდე.

ყველაზე დიდი პრობლემა ტრანსპორტია. უნდა იყოს მანქანის გაქირავება, მიკრო და დიდი ავტობუსების სერვისი, ტაქსი. აეროპორტის გარეთ თითქოს სიცოცხლე არ არის.

აზერბაიჯანს რაც შეეხება მაგათ პირდაპირი რეისები ძირითადად თავიანთი ავიაკომპანიით აქვთ. მილიარდებს ხარჯავენ მაგ კომპანიის დაფინანსებაში და სხვანაირად არც იქნება. ჩვენი უპირატესობა ავიაკომპანიების და არჩევანის უპირატესობაშია. მაგდენი არჩევანი არ არის აზერბაიჯანში. მითუმეტეს ბიუჯეტურები ვიზის გარდას არაფერი დაფრინავს. ეგეც მარტო ბუდაპეშტში.
__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old February 20th, 2016, 02:12 PM   #120
justproject
Registered User
 
justproject's Avatar
 
Join Date: Jun 2013
Location: Tbilisi
Posts: 12,026
Likes (Received): 3416

იმედია ქუთაისში ინფრასტრუქტურას მიხედავენ. EU ტურისტები ალბათ მოიმატებს, არამგონია დღევანდელმა ქუთაისმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინოს მათზე.
__________________
follow Georgian forum
justproject no está en línea   Reply With Quote
Sponsored Links
Advertisement
 


Reply

Thread Tools
Rate This Thread
Rate This Thread:

Posting Rules
You may not post new threads
You may not post replies
You may not post attachments
You may not edit your posts

BB code is On
Smilies are On
[IMG] code is On
HTML code is Off



All times are GMT +2. The time now is 01:33 PM.


Powered by vBulletin® Version 3.8.11 Beta 4
Copyright ©2000 - 2019, vBulletin Solutions Inc.
vBulletin Security provided by vBSecurity v2.2.2 (Pro) - vBulletin Mods & Addons Copyright © 2019 DragonByte Technologies Ltd.
Feedback Buttons provided by Advanced Post Thanks / Like (Pro) - vBulletin Mods & Addons Copyright © 2019 DragonByte Technologies Ltd.

SkyscraperCity ☆ In Urbanity We trust ☆ about us