Anaklia | Deepseaport | ~100 million tons | $2.5bn | U/C - Page 4 - SkyscraperCity
 

forums map | news magazine | posting guidelines

Go Back   SkyscraperCity > European Forums > Euroscrapers > Local discussions > Caucasus Forum > Georgia / საქართველო > Economy and Infrastructure

Economy and Infrastructure ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა


Global Announcement

As a general reminder, please respect others and respect copyrights. Go here to familiarize yourself with our posting policy.


Reply

 
Thread Tools Rate Thread
Old March 30th, 2015, 05:02 PM   #61
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

სახელმწიფო ხო არ აშენებს ამათ? კერძო ინვესტორი. როცა ინვესტორი ქართველია უფრო მომგებიანია. მაგ ფულს ისევ საქართველოში დახარჯავს.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Sponsored Links
Advertisement
 
Old March 30th, 2015, 05:09 PM   #62
justproject
Registered User
 
justproject's Avatar
 
Join Date: Jun 2013
Location: Tbilisi
Posts: 12,026
Likes (Received): 3416

ნეტა წელიწადში რა თანხა იტრიალებს მანდ? მილიარდებზეა საუბარი, 100 მილიონი ტონა ძალიან ბევრია. წესით დიდი ეკონომიკური გავლენა უნდა ქონდეს. აეროპორტსაც.
__________________
follow Georgian forum
justproject no está en línea   Reply With Quote
Old March 30th, 2015, 06:55 PM   #63
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

100 არამგონია პირველ 2 წელში რო დატრიალდეს მანდ.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Sponsored Links
Advertisement
 
Old March 30th, 2015, 07:25 PM   #64
justproject
Registered User
 
justproject's Avatar
 
Join Date: Jun 2013
Location: Tbilisi
Posts: 12,026
Likes (Received): 3416

100 მილიონის მიღწევას გახსნიდან 3-4 წელი მაინც უნდა.
__________________
follow Georgian forum
justproject no está en línea   Reply With Quote
Old May 10th, 2015, 01:55 PM   #65
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

ანაკლიის პორტის ტენდერში 7 კონსორციუმიდან 2 დარჩა
გამარჯვებული კონსორციუმი კი 21 სექტემბერს გამოვლინდება.


Quote:
ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის ტენდერი დასრულების ეტაპზეა. მოლაპარაკებები 7 სექტემბერს დასრულდება, გამარჯვებული კონსორციუმი კი 21 სექტემბერს გამოვლინდება.

“დღეს ჩვენ გვყავს ორი კონსორციუმი, რომლებთანაც შევდივართ პირდაპირ მოლაპარაკებებში. ვმუშაობთ კონტრაქტის საბოლოო ვარიანტზე. რაც შეეხება ინვესტირების პროცესს აქ არის სამი საბოლოო ფაზა. შვიდი მონაწილე დავიდა ორამდე და ამას აქვს რამდენიმე მიზეზი. ადგილი ჰქონდა მონაწილეების გაერთიანებას ერთ კონსორციუმში. ისინი უკვე ახალი კონსორციუმის სახით დარჩნენ შემდეგ ეტაპზე. ზოგიერთ შემთხვევაში იყო მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ინვესტირებაზე, რასაც ჩვენ არ დავეთანხმეთ, გამომდინარე იქიდან რომ ეს არ იყო გათვალისწინებული ინტერესთა გამოხატვის საწყის ეტაპზე. ასევე ჩვენ გვყავს კერძო კომპანიები უკვე წარმოდგენილი საქართველოს საპორტო ბიზნესში და ჩვენ არ გვქონდა სურვილი სახელმწიფო ფულით გაგვეწია კონკურენცია კერძო კომპანიებისთვის”, – განაცხადა მინისტრმა.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old May 10th, 2015, 02:01 PM   #66
justproject
Registered User
 
justproject's Avatar
 
Join Date: Jun 2013
Location: Tbilisi
Posts: 12,026
Likes (Received): 3416

იმედია მაგაზე მეტი აღარ გაიწელება.
__________________
follow Georgian forum
justproject no está en línea   Reply With Quote
Old May 25th, 2015, 09:44 PM   #67
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

ტრანსნაციონალური კომპანიები ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესდნენ

Quote:
უმსხვილესი ტრანსნაციონალური კომპანიები ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესდნენ ანაკლიის პორტის პროექტით უმსხვილესი ტრანსნაციონალური კომპანიები დაინტერესდნენ. ეს დაინტერესება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წარმომადგენელთა ჩინეთში ვიზიტს მოჰყვა. მამუკა ხაზარაძე, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, კომპანიების - COSCO Pacific-ის, TEDA-სა და ჩინეთის განვითარების ბანკის ხელმძღვანელებს შეხვდა. COSCO Pacific მსოფლიოში სიდიდით მეოთხე პორტ-ოპერატორია მსოფლიოში, რომელსაც გლობალური ბაზრის 9% უჭირავს. TEDA - ეს არის უმსხვილესი თავისუფალი სავაჭრო-ტექნოლოგიური და ინდუსტრიული ზონა, რომელიც ჩინეთის ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი პროექტია. რაც შეეხება ჩინეთის განვითარების ბანკს, ეს არის მულტიმილიარდიანი სახელმწიფო ბანკი. კომპანიები მზად არიან განიხილონ ანაკლიის პროექტში პარტნიორობის საკითხები. უახლოეს მომავალში მათი წარმომადგენლები საქართველოშიც ჩამოვლენ და ადგილზე შეისწავლიან პორტის განვითარების შესაძლებლობებს.

„ძალიან წარმატებული ვიზიტი იყო. ამ კომპანიებს არა მხოლოდ შეუძლიათ საკუთარი გამოცდილების საქართველოში ჩამოტანა, არამედ მზად არიან, განიხილონ ინვესტიციის ჩადების საკითხი და ასევე მოიზიდონ მომავალში ჩინური საწარმოები, რომლებიც შესაძლოა განთავსდნენ ანაკლიის თავისუფალ ინდუსტრიულ და სავაჭრო ზონაში. რაც შეეხება ჩინეთის განვითარების ბანკს, სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე, ის პირდაპირ არის დაინტერესებული აბრეშუმის გზის განვითარებით. შეთანხმება იმის შესახებ, რომ ჩინეთის განვითარების ბანკი დაიწყებს პროექტის დაფინანსების განხილვას უკვე დიდი წარმატებაა ჩვენთვის" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც აერთიანებს „თიბისი ჰოლდინგსა" და „კონტი ჯგუფს" ანაკლიის პორტის განვითარების პროექტზე გამოცხადებული ტენდერის ბოლო ეტაპზე მონაწილეობს.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old May 25th, 2015, 09:53 PM   #68
justproject
Registered User
 
justproject's Avatar
 
Join Date: Jun 2013
Location: Tbilisi
Posts: 12,026
Likes (Received): 3416

რით ვეღარ მორჩა ეს კომპანიების გარკვევა. არამგონია ამდენად რთული იყოს, თან იძახიან უამრავი კომპანიაა დაინტერესებულიო.
__________________
follow Georgian forum
justproject no está en línea   Reply With Quote
Old May 27th, 2015, 10:52 PM   #69
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

......
__________________

Castiel667, bicho84, Guaram liked this post

Last edited by Nodara95; July 30th, 2015 at 08:40 PM.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old July 30th, 2015, 08:21 PM   #70
justproject
Registered User
 
justproject's Avatar
 
Join Date: Jun 2013
Location: Tbilisi
Posts: 12,026
Likes (Received): 3416

ანაკლიის პორტის მშენებლობა აზრს კარგავს

საქართველოს სატრანზიტო დერეფანი თანდათანობით ხიბლს კარგავს. ქვეყანაში ტვირთბრუნვა ყველა მიმართულებით შემცირდა - რკინიგზა, პორტები, ავიაცია.
როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ამ ვითარებაში ახალი ანაკლიის პორტის მშენებლობას ეკონომისტები სკეპტიკურად უყურებენ და აცხადებენ, რომ მისი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ტვირთები დანაწევრდება, რაც ქვეყანაში არსებულ პორტებს არარენტაბელურს გახდის.

2015 წლის იანვარ-მაისში სატრანსპორტო საშუალებებით 16,4 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 0,3 მილიონი ტონით ჩამორჩება. მხოლოდ მაისში საქართველოს "დერეფანში" 3,4 მლნ ტონა ტვირთმა გაიარა. 2011-15 წლის პირველი ხუთი თვის მაჩვენებლებში ტვირთბრუნვის ყველაზე დიდი მოცულობა - 18,1 მლნ ტონა - 2012 წლის იანვარ-მაისში დაფიქსირდა.

უკვე რამდენიმე წელია, "საქართველოს რკინიგზის" ტვირთბრუნვა მცირდება. ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2015 წლის იანვარ-მაისში, სარკინიგზო ოპერატორი 6,1 მილიონი ტონა ტვირთს მოემსახურა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 0,4 მილიონი ტონით ნაკლებია. იგი მკვეთრად ჩამორჩება 2011-13 წლების იანვარ-მაისის მაჩვენებლებსაც.

2014 წელთან შედარებით წლეულს 5 თვეში არ შემცირებულა საზღვაო ნავსადგურებში და საზღვაო ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების ჯამური მოცულობა. შარშან 5 თვეში და წელსაც პორტებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობამ 8,2 მლნ ტონა შეადგინა. 2011 წელს ეს მაჩვენებელი - 9,3 მლნ ტონა იყო, 2012-ში - 8,9 მლნ ტონა, ხოლო 2013 წელს - 8,8 მლნ ტონა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს 5 თვეში მნიშვნელოვნად შემცირდა საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების ჯამური მოცულობა. თუ 2014 წელს ამ მაჩვენებელმა 195 478 ერთეული შეადგინა, წელს - 178 656 იყო.

საქართველოში დღესდღეობით 2 საზღვაო ტერმინალი - სუფსა და ყულევი და ასევე 2 საზღვაო ნავსადგური - ბათუმი და ფოთი მოქმედებს. უახლოეს მომავალში კი საზღვაო პორტებს კიდევ ერთი - ანაკლიის პორტი შეემატება. გეგმის მიხედვით, ანაკლიის პორტის მშენებლობა 7 ეტაპად წარიმართება. მისი გამტარუნარიანობა 100 მილიონი ტონა იქნება. პორტი გათვლილი უნდა იყოს შერეული ტვირთისთვის და მოემსახუროს, როგორც კონტეინერებს, ისე თხევად, მყარ და მშრალ ტვირთს. კონკურსში გამარჯვებული კომპანია 2015 წლის სექტემბერში გამოვლინდება, პორტის მშენებლობა კი 2016 წელს დაიწყება.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ანაკლიის ახალი ნავსადგურის არსებული კონცეფციით აშენება საქართველოს ევრაზიულ ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნის აუცილებელი წინაპირობაა. ლაზიკის პორტი, რომლის

მშენებლობაც იგეგმებოდა გასულ წლებში, გათვლილი იყო, შედარებით ნაკლები მოცულობის ტვირთებზე და პორტს არ ჰქონდა შემდგომი განვითარების პერსპექტივა.

"ჩვენ განვახორციელეთ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალისა და ახალი, გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე წარმოქმნილი შესაძლებლობების კომპლექსური ანალიზი. ჩატარდა დეტალური კვლევა ახალი ნავსადგურის მშენებლობისათვის ყველაზე ოპტიმალური ადგილმდებარეობის შესარჩევად. შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება ბევრად მაღალი გამტარუნარიანობის პორტის მშენებლობის შესახებ. ანაკლიის პორტი აშენდება 7 ფაზად და საბოლოოდ მისი გამტარუნარიანობა 100 მილიონ ტონას მიაღწევს.
ჩვენი მიზანია არა მარტო რეგიონის ქვეყნების ბაზარი, არამედ ჩინეთიდან ტვირთნაკადების მოზიდვა, მით უმეტეს, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ამის კარგ შესაძლებლობას იძლევა. აღსანიშნავია, რომ ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს ლოგისტიკური ბიზნესისა და ინდუსტრიული კლასტერის ჩამოყალიბებას", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

შემცირებული ტვირთბრუნვის გამო კიდევ ერთი დამატებით პორტის მშენებლობას სპეციალისტები სკეპტიკურად უყურებენ. ეკონომისტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ საშუალოვადიან პერიოდში იმის მოლოდინი, რომ ქართული პორტები სრულად დაიტვირთება, არ არსებობს. პრობლემას წარმოადგენს არა მარტო ტვირთების ნაკლებობა, არამედ დერეფნის მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობა.
"პორტებში ტვირთი, ძირითადად, ხვდება რკინიგზის გავლით. რკინიგზის ტვირთბრუნვის შესაძლებლობა კი შეზღუდულია, თანაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აზერბაიჯნაშიც. პრობლემურია ეს საკითხი. საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გადაზიდვის საშუალო მოცულობა არ აღემატება 30 მლნ ტონას. გარდა ამისა, კასპიის ზღვაშიც, რომლის მეშვეობითაც უნდა მოხდეს ტრანსპორტირება, პრობლემებია ბორნებთან დაკავშირებით. თუ ჩვენ ვსაუბრობთ 30 მლნ ტონამდე ტვირთზე, ამ რაოდენობითა და უფრო მეტი ტვირთის გადამუშავება საქართველოს არსებული პორტებით სავსებით შესაძლებელია. აქედან გამომდინარე, ანაკლიის პორტთან და ტვირთნაკადის ზრდასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები. როდესაც საუბრობენ 100 მლნ ტონა ტვირთზე, ეს არის ძალიან შორეული პერსპექტივა და დღეს პირადად მე, წმინდა მარკეტინგული თვალსაზრისით, სკეპტიკურად ვუყურებ ახალი პორტის მშენებლობას საქართველოში", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტის შემთხვევაში, უფრო პერსპექტიული, ლოგისტიკური ცენტრის განვითარება იქნება:
"ეს შეიძლება უფრო პერსპექტიული მიმართულება იყოს, მით უმეტეს, ამ საქმეში ჩინელები იქნებიან ჩართულნი. მათ შეუძლიათ, საქართველოში მოაწყონ გარკვეული ლოგისტიკური ცენტრი, სადაც საბოლოო სახე მიეცემა სხვადასხვა ბრენდულ პროდუქციას. საქართველოს შავი ზღვისპირეთი არის სტრატეგიულად ძალიან კარგი ადგილი აღმოსავლეთ ევროპის ან თუნდაც რუსულ ბაზარზე შემდგომი ექსპორტირებისათვის. ასე რომ, ეს მიმართულება შეიძლება ბევრად უფრო პერსპექტიული აღმოჩნდეს და გარკვეულ ეკონომიკურ აქტივობასაც მისცეს დასაბამი.

თუ არსებობს ინვესტორი, რომელიც თვითონ ხარჯავს ამ ყველაფერში ფულს, თვითონ აშენებს, თავისი ფულით რისკავს, რატომაც არ შეიძლება რომ მას საკუთარი გათვლა ჰქონდეს? მთავარია, რომ აქ საუბარი არ იყოს სახელმწიფო გარანტიებსა და მთავრობის პასუხისმგებლობაზე", - დასძინა ხუხაშვილმა.

იმ შემთხვევაში, თუკი ანაკლიის პორტი არ გახდება ე.წ. ლოგისტიკური ჰაბი და იმავე ტვირთებზე იმუშავებს, რაზეც დღეს მოქმედი პორტები მუშაობენ, ყველა მათგანი, შესაძლოა, წამგებიანი გახდეს. ასეთ დროს ტვირთების დანაწევრება მოხდება და მივიღებთ 4 ზარალიან პორტს.
"მე რომ ვიყო ინვესტორი, დღეს ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი. ელემენტარული მარკეტინგული კვლევა აჩვენებს, რომ ახლო პერსპექტივაში მომგებიანი სისტემის შექმნა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ეს მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ არსებული ტვირთბრუნვა, რაც დღეს არის სხვადასხვა პორტებში, კიდევ უფრო დანაწევრდება და შესაბამისად, ჩვენი პორტები კიდევ უფრო დასუსტდება. შედეგად კი, ჩვენ შეიძლება 2 მომგებიანი პორტიდან მივიღოთ 4 ზარალიანი და პრობლემური პორტი, რაც თავისთავად ცუდია. ახლო მომავალში მოლოდინი იმისა, რომ ტვირთბრუნვა გაიზრდება, არ მაქვს. ყველას ვურჩევდი და მათ შორის ხელისუფლებასაც, რომ ციფრებს ნუ არახუნებენ და 100 მლნ ტონაზე ნუ საუბრობენ", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად ოპტიმისტური მოლოდინი აქვს კიდევ ერთ ეკონომისტს, ემზარ ჯგერენაიას.
"ანაკლიის პორტის პროექტი ერთადერთი დიდი პროექტია, რაც შეიძლება განვიხილოთ დღეს საქართველოში. მსგავსი დიდი პროექტი, ხუდონჰესის გარდა, ჩვენ არ გაგვაჩნია. ასეთი საინვესტიციო პროექტი კი საქართველოს დღეს ჰაერივით სჭირდება. მთავარი ისაა, რომ ეს პორტი აინტერესებთ ჩინელებს საკუთარი ტვირთის ევროპაში გადასატანად, ანუ პლაცდარმად. თუკი ანაკლიის პორტი ჩინელების საბაზო პორტად, ლოგისტიკურ ცენტრად გარდაიქმნება, ეს იქნება ძალიან კარგი. იმ შემთხვევაში, თუ ანაკლიის პორტიც ჩვეულებრივ პორტად დარჩა, მაშინ აზრი არ ექნება. გენერალური ტვირთების მოცულობა ისედაც შემცირებულია და ის ტვირთი, რაც ახლა გვაქვს, კიდევ მეტად დანაწევრდება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ემზარ ჯგერენაიამ.

ელზა წიკლაური
წყარო: გაზეთი "რეზონანსი"
__________________
follow Georgian forum
justproject no está en línea   Reply With Quote
Old July 30th, 2015, 08:41 PM   #71
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

აზრს კარგავს კი არა ააშენონ.
__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old July 30th, 2015, 09:11 PM   #72
Novartis
Bayer Business Services
 
Novartis's Avatar
 
Join Date: Apr 2015
Location: Tbilisi
Posts: 754
Likes (Received): 639

ჟურნალისტი, ექსპერტები

ჟურნალისტი დებს სტატისტიკას, ამას ამატებს ორი ექსპერტის (თან რა ექსპერტის) მოსაზრებას, საიდანაც ერთი პესიმისტურია, მეორე მეტ-ნაკლებად ოპტიმისტური... და გამოაქვს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა სათაურის სახით - ანაკლიის პორტის მშენებლობა აზრს კარგავს

კითხვის ნიშანი მაინც დაესვა ბოლოში... მარა ისე მაგარი ხომ ვერ გამოუვიდოდა სტატია და სათაური

მე ვერ ვერკვევი ასეთ საკითხებში კარგად, შეიძლება მართლაც არ იყოს პერსპექტიული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეგ ჩემზე, მაგ "ექსპერტებზე" და "ჟურნალისტზე" უკეთესად იმას ეცოდინება, ვინც კონკურსში მიიღებს მონაწილეობას, გაიმარჯვებს და დიდ ფულს ჩადებს. წინასწარი გათვლების გარეშე ვინ დახარჯავს უზარმაზარ ფულს მანდ

თუ არაა პერსპექტიული და არავინ მიიღებს მონაწილეობას და ეგ იქნება, ესენი რატომ მკითხაობენ წინასწარ, გაუგებარია

ხანდახან ეს ჩვენი ჟურნალისტები და ექსპერტები პოლიტიკოსებზე მეტად მიშლიან ნერვებს
__________________
ერთი პირის მიმართ დაშვებული უსამართლობა საფრთხეა ყველასთვის © შარლ მონტესკიე

justproject, Castiel667, Iveri liked this post
Novartis no está en línea   Reply With Quote
Old July 30th, 2015, 09:16 PM   #73
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

ქართული ჟურნალისტიკა არაკომპეტენტურობის აპოთეოზს ავლენს უკვე ათეული წლებია. არ უნდა დაიჯერო არაფერი
__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old July 30th, 2015, 09:25 PM   #74
justproject
Registered User
 
justproject's Avatar
 
Join Date: Jun 2013
Location: Tbilisi
Posts: 12,026
Likes (Received): 3416

ობიექტური მედია საშუალება არ მეგულება ქვეყანაში. ყველა ვიღაცის ან რაღაცის გავლენის ქვეშ არის.
__________________
follow Georgian forum
justproject no está en línea   Reply With Quote
Old July 30th, 2015, 09:26 PM   #75
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

გავლენა კი არა ზედაპირულად იკვლევენ ყველაფერს. რო კითხო კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემენ თემაზე.
__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old July 31st, 2015, 01:45 PM   #76
irakli_j
Registered User
 
Join Date: Jul 2014
Posts: 721
Likes (Received): 383

ზედაპირობაა ყველა მიმართულებით. ვის დავუჯერო აღარ ვიცი.

საქსტატი წერს საქართველოში 3.7 მილიონი მაცხოვრებელიაო. CIA-ს ფაქტბუქში, საქართველოს მოსახლეობა 4.9 მილიონია, თარიღად უწერიათ 2015 ივლისი. ვინ ვერ არის ჯანზე?

Last edited by irakli_j; July 31st, 2015 at 05:08 PM.
irakli_j no está en línea   Reply With Quote
Old July 31st, 2015, 03:34 PM   #77
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

მაგ 3.7 მილიონის არ მჯერა. ვისაც ვკითხე არავისთან არ მისულან. ისე ჩემთან იყვნენ აღწერაზე. რაც არ უნდა იყოს არ ინდობა მედია ეგეთ საკითხებში. სრული არაკომპეტენტურობა. მილიონი - მილიარდში ეშლებათ, ასი - ათასში, დრაგი - დრაფტში და რას იზამ
__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old July 31st, 2015, 04:59 PM   #78
Iveri
Registered User
 
Join Date: Dec 2010
Location: Tbilisi
Posts: 212
Likes (Received): 47

Quote:
Originally Posted by Novartis View Post
ჟურნალისტი, ექსპერტები

ჟურნალისტი დებს სტატისტიკას, ამას ამატებს ორი ექსპერტის (თან რა ექსპერტის) მოსაზრებას, საიდანაც ერთი პესიმისტურია, მეორე მეტ-ნაკლებად ოპტიმისტური... და გამოაქვს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა სათაურის სახით - ანაკლიის პორტის მშენებლობა აზრს კარგავს

კითხვის ნიშანი მაინც დაესვა ბოლოში... მარა ისე მაგარი ხომ ვერ გამოუვიდოდა სტატია და სათაური

მე ვერ ვერკვევი ასეთ საკითხებში კარგად, შეიძლება მართლაც არ იყოს პერსპექტიული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეგ ჩემზე, მაგ "ექსპერტებზე" და "ჟურნალისტზე" უკეთესად იმას ეცოდინება, ვინც კონკურსში მიიღებს მონაწილეობას, გაიმარჯვებს და დიდ ფულს ჩადებს. წინასწარი გათვლების გარეშე ვინ დახარჯავს უზარმაზარ ფულს მანდ

თუ არაა პერსპექტიული და არავინ მიიღებს მონაწილეობას და ეგ იქნება, ესენი რატომ მკითხაობენ წინასწარ, გაუგებარია

ხანდახან ეს ჩვენი ჟურნალისტები და ექსპერტები პოლიტიკოსებზე მეტად მიშლიან ნერვებს
100% გეთანხმები - ქალაქში ბანერები გამოჩნდა ნუ უყურებ ტელევიზორს თუ არ გინდა გამოტელევიზორდეო

"ჟურნალისტებიც" და "ექსპერტებიც" ისევ პოსტშევარდნაძისეულ მიხუისტურ ეპოქაში ჩაჩნენ, როცა ჟურნალისტი ხმამაღლობითა და ნაგლობის დონით ფასდებოდნენ და რაიმეს ოდნავ მაინც სიღრმისეული ცოდნა არ მოეთხოვებათ, ხოლო "ექსპერტი" ყველაფერზე საკუთარი აზრის ქონით, მიუხედავდ იმისა, გამოცდილება და ცოდნა აქვს თუ არა კონკრეტულ სფეროში...
Iveri no está en línea   Reply With Quote
Old July 31st, 2015, 05:01 PM   #79
irakli_j
Registered User
 
Join Date: Jul 2014
Posts: 721
Likes (Received): 383

ქართული როდინდელი სტატიაა?

ეს ქვემოთა უფრო სწორი ანალიზია. ჩინეთი უფრო გვაწყობს, თავის ტვირთებს გაიტანენ.

http://www.themoscowtimes.com/news/a...na/526143.html

Georgia: Move Over, Russia. Here Comes China

China, the world's largest economy, has set its eyes on Georgia, a traditional gateway between Asia and Europe, and its investment power could transform the poverty-stricken South Caucasus country's prospects, some observers believe.

Driven by Georgia's privileged access to the European Union, and strategic location on the Black Sea, Chinese investment interests run the gamut, and look set to expand.

They could even include a free-trade agreement.

Among the 22 mid-size to large Chinese companies registered in Georgia, a private company from the northwestern Chinese city of Urumqi is providing much of the locomotive power for such deals.

Thanks in large part to Hualing's activities, China has become Georgia's third largest source of annual foreign direct investment ($195 million in 2014) after the Netherlands and Azerbaijan, according to the Georgian economy ministry.

Since 2007, the Hualing Group, now ranked as Georgia's largest single investor, has poured $500 million into everything from wood harvesting to mining and high-end hospitality.

As part of a gargantuan, $181-million project on over 494 acres (200 hectares) near the Tbilisi reservoir, Hualing employs hundreds of Chinese and Georgian workers on an Olympic village of nine apartment buildings for Tbilisi's July 26-August 1 European Youth Olympic Festival.

The site also includes the Tbilisi Sea New City, which will feature 27 high-rise residential buildings. A five-star hotel already exists.

In 2012, Hualing bought a controlling stake in the private Georgian bank BasisBank and, according to the Chinese embassy, is negotiating to acquire another Georgian bank.

It also is developing a 1,000-acre (roughly 405-hectare), $40-million Free Industrial Zone (FIZ) in the central city of Kutaisi, Georgia's parliamentary seat. Five manufacturing companies currently operate in the FIZ, a structure that has "been one of the engines in China's economy for decades," noted Hualing spokesperson Tinatin Shishinashvili.

Georgia's 2014 free-trade agreement with the European Union explains the attractions, emphasized Liu Bo, trade and commercial attaché at the Chinese embassy in Tbilisi.

"If a Chinese company… sets up a production line in the FIZ [Free Investment Zone], it can put the label 'produced in Georgia' onto its goods and can export to [the] EU without customs," Bo said. "That's a great advantage for investors."

Low taxes, easy business-registration procedures, and little corruption add to the appeal, he continued.

Agriculture Minister Han Changfu visited Tbilisi in March, and more than 30 Chinese business delegations have done the same this year, the Chinese embassy states.

Among those taking an interest is the state-run Power China, which is in a consortium that has bid a reported $5 billion to construct a deep-water harbor at the Georgian Black Sea village of Anaklia. The government will announce the winning bid this autumn.

Mamuka Gamkrelidze, a Georgian ambassador to China under ex-President Mikheil Saakashvili, sees significant advantages for both China and Georgia if the consortium gets the contract.

Anaklia could help diversify land routes for Chinese goods to Europe, most of which currently run through Russia. But it also lies within eyesight of breakaway Abkhazia, where Russian forces maintain a significant presence.

"Anaklia would develop Georgia's pivotal strategic position," Gamkrelidze said. "For China, coupled with the railway, it would mean accessing Europe in no time." (On February 6, the first cargo train from Beijing arrived in Tbilisi via Kazakhstan and Azerbaijan.) "For Georgia, should a Chinese company win the tender, it would mean a further guarantee of its security."

Moscow has not commented. But Georgia, hard-pressed by both Russian soldiers in breakaway Abkhazia and South Ossetia and a faltering, agriculture-based economy, badly wants both the security and the cash.

In an emailed statement to EurasiaNet.org, Georgia's Ministry of Economy said that a joint working group is considering a free trade agreement with China, part of cooperation within China's $40-billion Silk Road Economic Belt, a trade and investment program for Eurasia. The two countries signed a memorandum of understanding for the program in March.

For now, China ranks as Georgia's fourth largest trading partner: the $823 million of trade in 2014 accounted for 7.2 percent of Georgia's total turnover of $11.4 billion.

Imports still outstrip exports, but with China ranked as the fifth largest export market for Georgian wine, Tbilisi is courting interest.

This September, Gharibashvili will pay a state visit to Beijing. Georgia's economy and finance ministers made trips earlier this year as well.

Georgia already is a member of the China-led Asian Infrastructure Investment Bank and this August will host talks about a Bank president.

Yet, despite this activity, not everything is going smoothly. China is not among those countries whose citizens can stay in Georgia visa-free for a year. Difficulty with obtaining visas has hampered business development, some say.

Zurab Katchlatchishvili, executive director at the International Chamber of Commerce in Tbilisi, argues that Georgia "cannot afford to be picky" about who receives easier visa procedures. "The message must be that the country is open for business."

Georgia, after all, is not China's only South Caucasus suitor.

In March, Armenian President Serzh Sargsyan paid a state visit to Beijing, and the China National Nuclear Corporation is in talks with Yerevan about building a new nuclear power plant.

Energy power Azerbaijan appears to be moving more slowly, but politicians have expressed interest in China's Silk Road projects as well.

Both Armenia and Azerbaijan have signed on as "dialogue partners" with the China and Russia-led Shanghai Cooperation Organization, a security collective.Georgian analysts, however, emphasize that Tbilisi's pursuit of Beijing does not signify a foreign-policy shift.

"The interest is purely economic as both countries see opportunities in strengthening trade and investment relations," commented analyst Kakha Gogolashvili at Tbilisi's Georgian Foundation for Strategic and International Studies. "The Georgian government showed no signs of reorient[ing] itself from the Euro-Atlantic path."

As Prime Minister Irakli Gharibashvili remarked earlier this month, "Georgia is not just looking West."
__________________

Nodara95 liked this post

Last edited by irakli_j; July 31st, 2015 at 05:11 PM.
irakli_j no está en línea   Reply With Quote
Old July 31st, 2015, 08:38 PM   #80
justproject
Registered User
 
justproject's Avatar
 
Join Date: Jun 2013
Location: Tbilisi
Posts: 12,026
Likes (Received): 3416

გამოტელევიზორებულის კამპანია საშინლად რასისტულია
__________________
follow Georgian forum
justproject no está en línea   Reply With Quote
Sponsored Links
Advertisement
 


Reply

Thread Tools
Rate This Thread
Rate This Thread:

Posting Rules
You may not post new threads
You may not post replies
You may not post attachments
You may not edit your posts

BB code is On
Smilies are On
[IMG] code is On
HTML code is Off



All times are GMT +2. The time now is 10:26 PM.


Powered by vBulletin® Version 3.8.11 Beta 4
Copyright ©2000 - 2019, vBulletin Solutions Inc.
vBulletin Security provided by vBSecurity v2.2.2 (Pro) - vBulletin Mods & Addons Copyright © 2019 DragonByte Technologies Ltd.
Feedback Buttons provided by Advanced Post Thanks / Like (Pro) - vBulletin Mods & Addons Copyright © 2019 DragonByte Technologies Ltd.

SkyscraperCity ☆ In Urbanity We trust ☆ about us