[WPP] Wind Power Plant Development - Wind Farms - SkyscraperCity
 

forums map | news magazine | posting guidelines

Go Back   SkyscraperCity > European Forums > Euroscrapers > Local discussions > Caucasus Forum > Georgia / საქართველო > Economy and Infrastructure

Economy and Infrastructure ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა


Global Announcement

As a general reminder, please respect others and respect copyrights. Go here to familiarize yourself with our posting policy.


Reply

 
Thread Tools Rate Thread
Old July 20th, 2015, 10:11 PM   #1
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

[WPP] Wind Power Plant Development - Wind Farms

WPP Development

__________________
.: SSC Georgia :.

justproject, kechxo liked this post
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Sponsored Links
Advertisement
 
Old July 20th, 2015, 10:13 PM   #2
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

Gori WPP project

Quote:
ქარის პირველი ელექტროსადგური "ქართლი" მშენებლობის ეტაპზე გადადის
ქარის პირველი ელექტრო სადგური „ქართლი“ გორში აშენდება და მისი დადგმული სიმძლავრე 20 მგვტ-ია.
პროექტს საქართველოს ენერგეტიკის განვითრების ფონდი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს. პრეოქტის საინვესტიციო ღირებულება 30 მლნ დოლარამდეა.
ქარის ელექტროსადგურისთვის საჭირო მოწყობილობების და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა მოხდება ევროპის რეკონსტურქციის და განვითარების ბანკის დაფინანსებით და მათი შესყიდვის წესების შესაბამისად.
Quote:
20 MW WIND FARM GORI PROJECT

Lot 1 : Wind Turbines, Towers and Scada System (including Wind Farm Management System compliant to the Grid Requirements)


This Invitation for Tenders follows the General Procurement Notice for this project which was published in Procurement Opportunities, 7845-GPN-47431 on 25 March 2015.



JSC “Georgian Energy Development Fund”, the Employer intends using a loan from the European Bank for Reconstruction and Development – EBRD (the Bank) towards the cost of 20 MW Wind Farm Gori Project.



The Employer now invites sealed Tenders from contractors for the following contract to be funded from part of the proceeds of the loan:



6 Wind turbines generators systems, towers and SCADA System (Remote Monitoring and Control), including wind farm management system to supply grid service in accordance with the Technical Requisition Files and Employer’s Requirements.



Service agreement with warranty period over two years, with options for extending this agreement to a maximum of ten years according to the Technical Requisition Files and Employer’s Requirements.



Tendering for contracts to be financed with the proceeds of a loan from the Bank is open to firms from all countries. The proceeds of the Bank’s loan will not be used for the purpose of any payment to persons or entities, or for any import of goods, if such payment or import is prohibited by a decision of the United Nations Security Council taken under Chapter VII of the Charter of the United Nations.



Tender documents may be obtained from the address below upon payment of a non-refundable fee of 400 USD or equivalent in a convertible currency. Payment shall be made on the following bank account:

Upon receipt of appropriate evidence of payment of the non-refundable fee, the documents will be promptly dispatched by courier, but no liability can be accepted for loss or late delivery.



If requested, the documents can be dispatched electronically in PDF format free of charge.



All Tenders must be accompanied by a Tender Security of 600,000 USD or its equivalent in a convertible currency, and must be delivered to the address below on or before June 22, 2015, at which time they will be opened in the presence of the Tenderers’ representatives who wish to attend.



Participation in the subject project, financed from the above identified sources, is open to Tenderers from all countries, which must satisfy the criteria detailed in the Instructions to Tenderers and Tender Data of Tender Documents. These criteria are detailed as follows (cfr para. 3.2 of the attached Tender Data, Volume I.ii):
__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old July 20th, 2015, 10:17 PM   #3
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Sponsored Links
Advertisement
 
Old July 20th, 2015, 10:23 PM   #4
justproject
Registered User
 
justproject's Avatar
 
Join Date: Jun 2013
Location: Tbilisi
Posts: 12,026
Likes (Received): 3416

კარგი სიახლეა, იმედია დადებითი შედეგები იქნება.
__________________
follow Georgian forum
justproject no está en línea   Reply With Quote
Old July 20th, 2015, 10:25 PM   #5
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

ძალიან მაგარია. წელს დაიწყება გორის მონაკვეთი.
__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old December 17th, 2015, 12:18 PM   #6
Novartis
Bayer Business Services
 
Novartis's Avatar
 
Join Date: Apr 2015
Location: Tbilisi
Posts: 754
Likes (Received): 639

ქარის პირველი ელექტროსადგური გორის მიმდებარედ აშენდება

Quote:
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ქალაქ გორის მიმდებარედ ქარის პირველ ელექტროსადგურ "ქართლს" ააშენებს. "ქართლი" პირველი საპილოტე პროექტია, რომელსაც სახელმწიფო განახორციელებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 34,3 მილიონი აშშ დოლარია. ქარის ელექტროსადგურისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენასა და სამშენებლო სამუშაოებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) დააფინანსებს.

ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ქარის ენერგიის დიდი პოტენციალი აქვს. ქარის ენერგეტიკული ბუნებრივი პოტენციალის მიხედვით ქვეყნის ტერიტორია დაყოფილია მაღალ, საშუალო და დაბალსიჩქარიან ზონებად, სადაც ქარის სიჩქარე წლის განმავლობაში 2,5 მ/წმ-დან 9,0 მ/წმ-მდე მერყეობს, სამუშაო დროის ხანგრძლივობა კი წელიწადში 4000-5000 სთ-ს (165-200 დღე) შეადგენს. ქარის სადგურების მშენებლობის პერსპექტიული მოედნებია: (წლიური გამომუშავება მლნ კვტ/საათი) ფოთი (50,11); ჭოროხი (50,12), ქუთაისი (100,2), მთა-საბუეთი I (150,45), მთა-საბუეთი II (600,2), გორი-კასპი (200,5), ქარავანი (200,5), სამგორი (50,130), რუსთავი (50,15). ჯამი - 1.450,416 მლნ კვტ/საათი.

გიორგი შუკაკიძე, ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: მომზადდა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური ანგარიში. მოძიებულია ფინანსური რესურსი თანამონაწილეობისთვის. ამ მხრივ აქტიურად ვთანამშრომლობთ EBRD-თან და უკვე გადაწყდა, რომ პროექტს დააფინანსებენ. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ტურბინების დამზადება არის ხანგრძლივი პროცესი, თორემ შესაძლებელია, მშენებლობა 6 თვეში დასრულდეს.

ვვარაუდობთ, რომ 2016 წლის ბოლოსთვის სადგური სრული სიმძლავრით თუ არა, 20 მეგავატით, ანუ დიდი ნაწილით ჩაირთვება ქსელში. პროექტის განხილვისას აქტიური მსჯელობა მიმდინარეობდა, რა სიმძლავრის ტურბინები დაგვედგა. სწორედ სიმძლავრე განსაზღვრავს მათ რაოდენობას. იყო შემოთავაზება 2-, 2,5- და 3-მეგავატიან ტურბინებზე. საბოლოო გადაწყვეტილებას შესყიდვის ფასიდან გამომდინარე მივიღებთ: თუ 3-მეგავატიან ტურბინას შევიძენთ, 7 ერთეული დაიდგმება, 2,5-მეგავატიანი ტურბინების შეძენის შემთხვევაში მათი რაოდენობა გაიზრდება.

- ყველა მასალას უცხოეთში შეიძენთ?
- საჭირო პროდუქცია, დანადგარები საქართველოში არ იწარმოება, ამიტომაც ჩვენი მასალებით მხოლოდ ბეტონის საძირკველს მოვამზადებთ.

- რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ჯონი გიგინეიშვილი ამბობდა, რომ თუ სახელმწიფო ქარის გენერატორების დადგმას გადაწყვეტს, მას შეუძლია დაამზადოს გენერატორები, დგარები, პროპელერები... არაფრის შემოტანა არ დაგვჭირდება, მეტიც, ექსპორტზეც გავიტანთო.
- საქართველოში ყველაფრის წარმოება შეიძლება, მაგრამ ჯერ ბაზრის შესწავლაა საჭირო. ამის შემდეგ შესაძლებელია კერძო ინვესტორიც დაინტერესდეს არა მხოლოდ ტურბინების ან სხვა ენერგეტიკული მასალების წარმოებითაც. ჩვენ ამ მიმართულებით სამუშაო არ ჩაგვიტარებია, თუმცა სახელმწიფო მზად არის, ხელი შეუწყოს მსგავსი წინადადების განხორციელებას. სამწუხაროდ, არ გვაქვს შესაძლებლობა, ენერგეტიკის სამინისტრომ თვითონ ჩადოს ფული მსგავსი ტიპის პროექტებში. თუმცა არის რამდენიმე ფონდი, თუნდაც საპარტნიორო ფონდი, რომლებთან ერთადაც შეიძლება ამ წინადადების განხილვა.

- გავრცელებული ინფორმაციით, ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა 2022 წლისთვის დასრულდება. ამ დროისთვის რა მოცულობის ენერგიას მოგვიტანს ქარი?
- კვლევების თანახმად, შესაძლებელია 900 მეგავატის მიღება, თუმცა გარანტირებულად 2022 წლისთვის 400 მეგავატს ველოდებით. ამასთან, ამ დროისთვის, თუ სრულად შევძელით ყველა ენერგეტიკული პროექტის დასრულება, სისტემაში დამატებით 3500 მეგავატი გაჩნდება.

- რამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ?
- 3500 მეგავატის მომცემი ენერგოობიექტების მშენებლობას, სულ ცოტა, 5 მლრდ დოლარი სჭირდება. არ ვიცი, ამხელა თანხა საქართველოსთვის საერთოდ თუ აქვთ გამოყოფილი საფინანსო ინსტიტუტებს.
__________________
ერთი პირის მიმართ დაშვებული უსამართლობა საფრთხეა ყველასთვის © შარლ მონტესკიე

Castiel667 liked this post
Novartis no está en línea   Reply With Quote
Old December 17th, 2015, 02:41 PM   #7
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

ძალიან მაგარი პროექტია.
__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old July 25th, 2016, 01:57 PM   #8
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

WPP under construction near Gori







__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old July 25th, 2016, 10:07 PM   #9
justproject
Registered User
 
justproject's Avatar
 
Join Date: Jun 2013
Location: Tbilisi
Posts: 12,026
Likes (Received): 3416

მაგისტრალიდანაც გამოჩნდება. კაია
__________________
follow Georgian forum
justproject no está en línea   Reply With Quote
Old July 25th, 2016, 11:32 PM   #10
NVIDIA MAN
Registered User
 
NVIDIA MAN's Avatar
 
Join Date: Jun 2014
Location: Tbilisi
Posts: 1,688
Likes (Received): 677

ესეიგი გორში მინიმუმ 7 ცალ ქარის გენერატორს ვიხილავთ 3 მეგავატიანის დადგის შემთხვევაში, თუ გადაწყდა 2.5 მეგავატიანი მაშინ 7-ზე მეტს..

მომავლის პროექტია!
NVIDIA MAN no está en línea   Reply With Quote
Old July 26th, 2016, 08:41 AM   #11
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

ამ ეტაპზე არამგონია 7ზე მეტი დაიდგას. ეგეც საქმეა თან ძალიან ლამაზია გზიდან დანახული სხვა ყველაფერთან ერთად
__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old July 26th, 2016, 09:01 AM   #12
nika1990nik
Registered User
 
Join Date: Apr 2015
Location: Tbilisi
Posts: 43
Likes (Received): 77

ეხლა რა პროექტიც არის დგება 6 ტურბინა და საერთო სიმძლავრე 20 მეგავატი იქნება
nika1990nik no está en línea   Reply With Quote
Old July 28th, 2016, 08:22 PM   #13
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

Quote:
"ქარის ტურბინები უკვე საქათველოშია"
გორის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური "ქართლი" შენდება, რომლისთვის საჭირო ტურბინები უკვე საქართველოშია.
ქარის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20 მეგავატია.
ქარის ელექტროსადგური 6 ქარის ტურბინისაგან შედგება, თითოეული მათგანის სიმძლავრეა 3,45 მგვტ.
გაზრდილი სიმძლავრის ტურბინები მოდიფიცირებულია V117-3,3 MW 50/60 Hz მარკის სერიული ტურბინის ბაზაზე.
ქარის ტურბინის ძირითადი ელემენტებია: ანძა; გონდოლა, რომელშიც განთავსებულია ფუნქციონალური მოწყობილობები და სისტემები; სამფრთიანი როტორი. ჰორიზონტალურ ლილვიანი ქარის ტურბინა ორიენტირებულია ქარის მოძრაობის საწინააღმდეგოდ და მისი ფრთების მდგომარეობა რეგულირდება მათი დაყენების კუთხით.
ტურბინა მუშაობაში ერთვება 3 მ/წმ ქარის სიჩქარისას და წყვეტს მუშაობას 25 მ/წმ ქარის სიჩქარის პირობებში.
ტურბინის სამფრთიანი მბრუნავი როტორის დიამეტრია 117 მ.
თითოეული ფრთის სიგრძეა 57,2 მ.
ტურბინის მთავარი მუხრუჭი აეროდინამიკურია. ტურბინის გაჩერება განხორციელდება ფრთის დაყენების კუთხის სრული ცვლილებით.
გორის ქარის ელექტროსადგურისთვის “Vestas”-ის მიერ შემუშავებული ქარის ტურბინები გამოირჩევა დანადგარების ავტომატიზაციის მაღალი დონით და შესრულებულია საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით.










__________________
.: SSC Georgia :.

NVIDIA MAN, Novartis liked this post
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old July 28th, 2016, 08:26 PM   #14
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

Quote:
LLC Qartli Wind Farm, subsidiary of JSC Georgian Energy Development Fund and Georgian Oil and Gas Corporation, is executing in 2016 construction of first wind power plant in Georgia – “Qartli WInd Farm” – in Shida Qartli region, on the territory of Gori and Kareli municipalities, adjacent to Gori TV tower, with installed capacity of 20.7 MW and annually generated electricity of 88GW.

ot 1 – One of the leading company in the wind energy industry – VESTAS BENELUX B.V. was named winner in tender and this company provides wind farm with 6 turbines with installed capacity of 3.45 MW each.

Lot 2 – Tender is completed and evaluation of proposals is in progress at this stage.

Estimated time for beginning of works is March 2016 and time for completion of works – September 2016.

Qartli Wind Farm, proceeding from its specifics and characteristics, can be named as one of the best station in the world.
საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა აქტიურ ფაზაზე გადავიდა

Quote:
საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა აქტიურ ფაზაზე გადავიდა, შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ წარმოადგენს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“-ს და „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია“-ის შვილობილ კომპანიას, რომლის დადგმული სიმძლავრე არის 20.7 მეგავატი და ხორციელდაბა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის დაფინანსებით.

26 ივლისიდან დაიწყო ელექტროსადგურის შემადგენელი კომპონეტების შემოსვლა ფოთის პორტში, რომელიც დასრულდება 6 აგვისტოს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სატრანსპორტო მარშუტზე გზის საბოლოო მოდელირება და 23 აგვისტოდან ტურბინების განლაგდება დაიწყება გორში არსებულ სამშენებლო ტერიტორიაზე.

ამ ეტაპზე სამშენებლო ტერიტორიაზე დასრულებულია მისასვლელი გზები, სამშენებლო პლატფორმები და ტურბინების ფუნდამენტები. სამონტაჟო სამუშაოები დაიწყება 23 აგვისტოს, ხოლო მთლიანად მონტაჟი სრულდება სექტემბერში, ასევე სექტემბერში დასრულდება გორი 220 ქვესადგურთან მიერთების სამუშაოები.

აღნიშნული პროექტის განხორციელების პროცესში დასაქმებულია 200-მდე საქართველოს მოქალაქე, ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ექსპლუატაციის პროცესში გადამზადებულები და დასაქმებულები იქნებიან საქართველოს მოქალაქეები.

ქართლის ქარის ელექტროსადგური ექსპლუატაციის პროცესში ყოველყლწლიურად 88 მლნ.კვტ/საათ ენერგიას გამოიმუშავებს და ხელს შეუწყობს მთავრობის სტრატეგიას, რომელიც დაბალემისიებიანი გენერაციის განვითარებას და ზამთრის სეზონზე ქვეყნის მოთხოვნის ნაწილის ქარის ენერგიით დაკმაყოფლებას ითვალისწინებს.
__________________
.: SSC Georgia :.

NVIDIA MAN, Novartis liked this post
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old August 6th, 2016, 01:56 PM   #15
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

სემეკმა ქართლის ქარის ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის წარმოების წინასწარი ლიცენზია გასცა

Quote:
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურზე“ ელექტროენერგიის წარმოების წინასწარი ლიცენზია გასცა. აღნიშნულ საკითხზე კომისიამ 4 აგვისტოს საჯარო სხდომაზე იმსჯელა.

გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ ქართლის ქარის ელექტროსადგურზე“ ელექტროენერგიის წარმოების წინასწარი ლიცენზია რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობით გაიცა. კერძოდ, 2016 წლის 30 სექტემბრამდე განისაზღვრა ელექტროსადგურზე მიმდინარე სამუშაოების დასრულებისა და ელექტროენერგიის გადაცემის ქსელთან მიერთების ვადები. გადაწყვეტილების მიხედვით, ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2016 წლის 22 ნოემბრამდე მოხდება.

გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 20,7 მგვტ (6 აგრეგატი, თითოეულის დადგმული სიმძლავრე - 3,45 მგვტ) დადგმული სიმძლავრის შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურზე“ ელექტროენერგიის წარმოების წინასწარი ლიცენზიის გაცემის თაობაზე კომისიაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2016 წლის 7 ივლისს დაიწო.


ელექტროსადგურის საპროექტო გამომუშავება შეადგენს 88 მლნ.კვტსთ-ს.
__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old August 31st, 2016, 08:04 PM   #16
nika1990nik
Registered User
 
Join Date: Apr 2015
Location: Tbilisi
Posts: 43
Likes (Received): 77

პირველი ქარის ტურბინა საქართველოში

__________________

Novartis, NVIDIA MAN liked this post

Last edited by nika1990nik; August 31st, 2016 at 08:17 PM.
nika1990nik no está en línea   Reply With Quote
Old August 31st, 2016, 09:15 PM   #17
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

ვაშაა!
__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old September 2nd, 2016, 10:04 AM   #18
NVIDIA MAN
Registered User
 
NVIDIA MAN's Avatar
 
Join Date: Jun 2014
Location: Tbilisi
Posts: 1,688
Likes (Received): 677

მალე გვენახოს ათეულობით ქვეყნის მასშტაბით!
NVIDIA MAN no está en línea   Reply With Quote
Old September 2nd, 2016, 10:19 AM   #19
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

საინტერესოა გზიდან თუ გამოჩნდება. გორის გვირაბთან
__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old September 2nd, 2016, 11:21 AM   #20
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722




__________________
.: SSC Georgia :.

NVIDIA MAN liked this post
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Sponsored Links
Advertisement
 


Reply

Thread Tools
Rate This Thread
Rate This Thread:

Posting Rules
You may not post new threads
You may not post replies
You may not post attachments
You may not edit your posts

BB code is On
Smilies are On
[IMG] code is On
HTML code is Off



All times are GMT +2. The time now is 05:22 PM.


Powered by vBulletin® Version 3.8.11 Beta 4
Copyright ©2000 - 2019, vBulletin Solutions Inc.
vBulletin Security provided by vBSecurity v2.2.2 (Pro) - vBulletin Mods & Addons Copyright © 2019 DragonByte Technologies Ltd.
Feedback Buttons provided by Advanced Post Thanks / Like (Pro) - vBulletin Mods & Addons Copyright © 2019 DragonByte Technologies Ltd.

SkyscraperCity ☆ In Urbanity We trust ☆ about us