East-West Highway | Samtredia - Zugdidi bypass - Anaklia | Prep - SkyscraperCity
 

forums map | news magazine | posting guidelines

Go Back   SkyscraperCity > European Forums > Euroscrapers > Local discussions > Caucasus Forum > Georgia / საქართველო > Economy and Infrastructure

Economy and Infrastructure ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა


Global Announcement

As a general reminder, please respect others and respect copyrights. Go here to familiarize yourself with our posting policy.


Reply

 
Thread Tools Rate Thread
Old July 27th, 2016, 10:21 PM   #1
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

East-West Highway | Samtredia - Zugdidi bypass - Anaklia | Prep

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტი

Quote:
კრედიტის/სესხის No.: IDA5245-GE; IBRD 8263-GE

პროექტის No.: P130413

დავალების სახელწოდება: წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი გზისთვის (ანაკლიის საზღვაო პორტთან მიმსასვლელი გზის ჩათვლით)

კონტრაქტის N: EWHIP-4/CS/QCBS-07

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო დაფინანსება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტისთვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს ინტერესის გამოსახატად შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად: “წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი გზისთვის (ანაკლიის საზღვაო პორტთან მიმსასვლელი გზის ჩათვლით)”.

დავალება შედგება ორი თანმიმდევრული, თუმცა დამოუკიდებელი ეტაპებისგან (წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება). გადაწყვეტილება მეორე ეტაპის განხორციელების შესახებ იქნება მიღებული პირველი ეტაპის შედეგების შესაბამისად.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია. ინტერესთა გამოხატვის წერილს თან უნდა დაერთოს შემდეგი: კონსულტანტის კორპორატიული პროფილი და შესაბამისი გამოცდილება დავალებასთან მიმართებაში, ძირითად თანამშრომელთა კვალიფიკაციას.

შერჩევის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებია:

ზოგადი გამოცდილება საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებში;
მსგავსი გამოცდილება: ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება ევროპული სტანდარტების შესაბამისად უკანასკნელი 5 წლის განვალობაში (დაწყებული 2011 წლის იანვრიდან);
შეფასებისას მოხდება მხოლოდ წარმატებით დასრულებული დავალებების გათვალისწინება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს წარმოდგენილისაბუთები და მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს შეფასების მიზნებისთვის.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – `მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში, “კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მომსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

კონსულტანტებს შეუძლიათ გაერთიანდნენ კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმაა ან ქვე-კონსულტანტი ან ერთობლივი საწარმო. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ასოციაციის სახე. ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული კომპანიის კორპორატიული გამოცდილების შეფასების დროს. დავალების შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება წარმოდგენილ უნდა იქნას #1 ფორმის სახით, რომელიც განთავსებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ- გვერდზე www.georoad.ge შემდეგ ბმულზე:

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=...uid=1391090819

კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი ინტერესის გამოხატვა არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. დანართის სახით შესაძლებელია კომპანიის ბროშურის წარმოდგენა, რაზეც გვერდების რაოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება “კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპებში” (2011 წლის იანვრის გამოცემა, განახლებული 2014 წლის ივლისში) მოცემული კვალიფიკაციისა და ღირებულების მიხედვით შერჩევის მეთოდის თანახმად.

დაინტერესებულ კონსულტანტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ იმეილზე: [email protected]

ინტერესის გამოხატვა წერილობითი სახით წარმოდგენილ უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე (პირადად, ფოსტის, ფაქსის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით) არაუგვიანეს 2016 წლის 28 ივლისი, 15:00 საათისა.

საკონტაქტო პირი: მაია ქალიაშვილი

თანამდებობა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტმობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე
მისამართი: ალ.ყაზბეგის გამზირი №12, თბილისი, 0160, საქართველო

ელ. ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი: www.georoad.ge



Fourth East-West Highway Improvement Project

Quote:
Credit/Loan No. IDA5245-GE; IBRD 8263-GE

Project No. P130413

Assignment Title: Preparation of Pre-Feasibility and Feasibility Study for Samtredia-Zugdidi Bypass Road (including access road to Anaklia Deep Sea Port)

Contract/RFP No: EWHIP-4/CS/QCBS-07

Georgia has received financing from the World Bank towards the cost of the Fourth East-West Highway Improvement Project and intends to apply part of the proceeds to payments for goods, works, and related services and consulting services to be procured under this project which will be jointly financed by the Government of Georgia.

The Roads Department of the Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia (RDMRDI) now invites eligible consultancy companies (Hereinafter "consultants") to express their interest in providing the following services: “Preparation of Pre-Feasibility and Feasibility Study for Samtredia-Zugdidi Bypass Road (including access road to Anaklia Deep Sea Port)”.

This assignment will consist of two consecutive but separate phases (Pre-Feasibility and Feasibility). A decision to undertake the second phase will be based on the findings of the first one.

Interested companies shall provide information demonstrating that they have the necessary experience to perform the aforesaid services. Expressions of Interest should cover, but not limited to: Experience relevant to the project activities, key staff resources and qualification, corporate profile.

The selection criteria are:

General experience in road infrastructure projects;
Similar experience: i.e. contracts of preparation of Feasibility Studies for highway construction in accordance with European Standards within the last 5 years (i.e. since January 2011);
Only successfully completed assignments will be taken into consideration during evaluation stage.

The Roads Department reserves it's right to verify submitted references and use obtained information for evaluation purposes.

The attention of interested Consultants is drawn to paragraph 1.9 of the World Bank's Guidelines: Selection and Employment of Consultants [under IBRD Loans and IDA Credits & Grants] by World Bank Borrowers, January 2011 – Revised July 2014 ("Consultant Guidelines"), setting forth the World Bank's policy on conflict of interest. In addition, please refer to the following specific information on conflict of interest related to this assignment: The consultant shall not receive any remuneration in connection with the assignment except as provided in the contract. The consultant and its affiliates shall not engage in consulting or other activities that conflict with the interest of the client under the contract. The contract shall include provisions limiting future engagement of the consultant for other services resulting from or directly related to the firm's consulting services in accordance with the requirements of paragraphs 1.9 and 1.10 of the Guidelines.

Consultants may form an association (Please take into account that form of association acceptable for the World Bank is either sub-consultancy or Joint-Venture and submission must clearly indicate the nature of the association) to enhance their qualifications. The experience of sub-consultants will not be taken into account while evaluating the corporate experience of the company. Experience in the projects relevant to the assignment should be submitted in the Form N1 uploaded at Roads Department website on www.georoad.ge on the following link:

http://www.georoad.ge/?lang=geo&act=...uid=1391090819

The consultants are strongly advised to limit their Expression of Interest to 30 pages. Company brochures may be included as an Annex, and will not be affected by the limit of 30 pages.

The Consultant will be selected under Quality and Cost-based Selection method set out in the World Bank’s Guidelines: Selection and Employment of Consultants [under IBRD Loans and IDA Credits & Grants] by World Bank Borrowers, January 2011 - Revised July 2014 (“Consultant Guidelines”).

Interested consultants may obtain further information at the address: [email protected]

Expressions of Interest accompanied relevant information mentioned above must be submitted either as a hard copy or electronically to the address below not later than July 28, 2016, 15:00 hours.

Name: Maia Kaliashvili

Position: Deputy Chairman of Roads Department of the Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia
Address: 12 Al. Kazbegi Avenue, Tbilisi, 0160, Georgia

Email: [email protected]

Web-Site: www.georoad.ge
__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Sponsored Links
Advertisement
 


Reply

Thread Tools
Rate This Thread
Rate This Thread:

Posting Rules
You may not post new threads
You may not post replies
You may not post attachments
You may not edit your posts

BB code is On
Smilies are On
[IMG] code is On
HTML code is Off



All times are GMT +2. The time now is 07:44 AM.


Powered by vBulletin® Version 3.8.11 Beta 4
Copyright ©2000 - 2019, vBulletin Solutions Inc.
vBulletin Security provided by vBSecurity v2.2.2 (Pro) - vBulletin Mods & Addons Copyright © 2019 DragonByte Technologies Ltd.
Feedback Buttons provided by Advanced Post Thanks / Like (Pro) - vBulletin Mods & Addons Copyright © 2019 DragonByte Technologies Ltd.

SkyscraperCity ☆ In Urbanity We trust ☆ about us