Anaklia | Deepseaport | ~100 million tons | $2.5bn | U/C - Page 7 - SkyscraperCity
 

forums map | news magazine | posting guidelines

Go Back   SkyscraperCity > European Forums > Euroscrapers > Local discussions > Caucasus Forum > Georgia / საქართველო > Economy and Infrastructure

Economy and Infrastructure ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა


Global Announcement

As a general reminder, please respect others and respect copyrights. Go here to familiarize yourself with our posting policy.


Reply

 
Thread Tools Rate Thread
Old April 16th, 2016, 01:00 AM   #121
justproject
Registered User
 
justproject's Avatar
 
Join Date: Jun 2013
Location: Tbilisi
Posts: 12,026
Likes (Received): 3416

აეროპორტის მშენებლობა როდისთვის იგეგმება? თუ ეგ ძალიან სამომავლოა?
__________________
follow Georgian forum
justproject no está en línea   Reply With Quote
Sponsored Links
Advertisement
 
Old April 16th, 2016, 09:45 AM   #122
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5723

კვირიკამ პორტის მშენებლობასთან ერთად დავიწყებთო.
__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old April 21st, 2016, 04:53 PM   #123
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5723

ანაკლიის პორტის მშენებლობა იწყება – ადგილობრივი მოსახლეობა უმუშევრობის დაძლევის მოლოდინშია

Quote:
ნაკლიის პორტში პირველი გემი 2020 წლის დასაწყიში შემოვა, პორტის მშენებლობა კი წელს დაიწყება და 2019-ში დასრულდება, - ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს პორტის მშენებელი კონსორციუმის ამერიკული პარტნიორი კომპანიის „კონტი ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტმა პოლ ფორსმა მიაწოდა, რომელიც ანაკლიაში პორტის ტექნიკური დეტალების განხილვას დაესწრო. მასთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში კურტ ტონგი, პორტის პროექტში ჩართული „ანაკლია დიველოპმენტ კონსორციუმის“ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, პორტის მშენებლობის პირველ ეტაპზე 3 400 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება, სრულად ამუშავების შემდეგ კი პორტში სტაბილურად 6 400 ადამიანი იმუშავებს.

პროექტის ავტორების განმარტებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და მისი საბოლოო გამტარუნარიანობა 100 მილიონი ტონა იქნება.

„ადგილზე სამუშაოები წელს ზაფხულიდან დაიწყება. ჩვენ გვაქვს მშენებლობის ოთხი ეტაპი და პირველი გემი 2020 წლის იანვრისთვის უნდა შემოვიდეს. რაც შეეხება ეკონომიკაზე ზეგავლენას და ეფექტს, პირველი ეს არის იმპორტისთვის დაბალი ტარიფები, მეორე - ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება და მესამე - ეს არის შესაძლებლობა ადგილობრივი ბიზნესისთვის, ისარგებლოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონით“, განაცხადა „კონტი ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტმა პოლ ფორსმა.

პროექტში ჩართული „ანაკლია დიველოპმენტ კონსორციუმის“ ფინანსური დირექტორის ზურაბ ფიჩხაიას განცხადებით, პორტის ეკონომიკური სარგებელი იქნება ძალიან დიდი, რაც სამუშაოების პირველივე ეტაპიდან იქნება შესამჩნევი:

„იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი სამუშაოები ჩატარდება, ბევრი ფული დაიხარჯება და ბევრი კომპანია ჩაერთვება მშენებლობაში, ბევრი ქართული კომპანია. პორტის პირველი ფაზის შესაძლებლობები იქნება 900 ათას კონტეინერამდე წელიწადში“.

წინასწარი ოფიციალური ინფორმაციით, პორტისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, რომელიც 400 ჰექტარს მოიცავს, დაახლოებით 1000-მდე მიწის ნაკვეთი და 400-მდე შენობა-ნაგებობა, მათ შორის, 110 საცხოვრებელი ობიექტი მოექცა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით, კომპანია „გეოგრაფიკი“ მალე დაასრულებს მიწის ნაკვეთების და შენობა-ნაგებობების აღწერას:

„არც ერთი არ დარჩება კომპენსაციის გარეშე. აბსოლუტურად სრული შესწავლა მიდის, არამარტო მიწის, ასევე დაითვლება ის განაშენიანება, რაც არის ამ მიწაზე. თითოეული ხე დაითვლება“.

პროექტის თანახმად, ანაკლიის პორტი 10 ათასი კონტეინერის ტევადობის საზღვაო ხომალდების გაჩერებას შეძლებს. პორტი უზრუნველყოფს დიდი ზომის გემების მომსახურებას, რომელთა შემოსვლა საქართველოს პორტებში აქამდე შეუძლებელი იყო. პორტის მიმდებარედ 600 ჰექტარზე განთავსდება თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და აშენდება რკინიგზა.

ანაკლიელები სოფელში პორტის მშენებლობის დაწყებას ელიან, როგორც უმუშევრობის დაძლევის საშუალებას. მათ იმედი აქვთ მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების. ამბობენ იმასაც, რომ სოფელში მიწის ნაკვეთის ფასი გაიზრდება, რაც მათ დამატებით შემოსავალს მოუტანს:

„კარგია ხალხისთვის, მუშაობა იქნება. ახლა სამუშაო არ არის, ფული არ არის. ამიტომ, რომ აშენდეს, ჩვენთვის კარგია, ხალხისთვისაა კარგი“, ამბობს კობა ჭაფანძე.

„ძალიან კარგი იქნება, თუ აშენდება. ღარიბებს მიწები აქვთ და ორი კაპიკი რომ მოგვცენ, კარგი იქნება. ამიტომაც გვინდა, რომ პორტი აშენდეს. მიწა გვაქვს და გაყიდვა გვინდა“, - მიიჩნევს ანაკლიელი ტანია ფირცხალავა.

„ყველა მომხრეა ასი პროცენტით. ეს ყველას უხარია. ეს მარტო ანაკლიის კი არა, ზუგდიდის, სამეგრელოს პორტი იქნება“, - განაცხადა იური კიკავამ.

„მინდა, რომ იყოს პორტი. ახალგაზრდები დასაქმდებიან. ახლა სამუშაო არ არის. ერთ ოჯახში ცხრა სულია და არც ერთი არ მუშაობს. მერე ყველა იმუშავებს, სამუშაო იქნება და ძალიან კარგია“, - ამბობს დოდო გულუა.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ააშენებს. იგი „თიბისი ჰოლდინგისა“ და ამერიკული კომპანია „კონტი ინტერნეიშნალის“ მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა.
__________________
.: SSC Georgia :.

NVIDIA MAN liked this post
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Sponsored Links
Advertisement
 
Old April 22nd, 2016, 07:48 PM   #124
NVIDIA MAN
Registered User
 
NVIDIA MAN's Avatar
 
Join Date: Jun 2014
Location: Tbilisi
Posts: 1,688
Likes (Received): 677

სანამ არ დავინახავ რო ტექნიკა მუშაობს, მანამ არ მჯერა ამ პროექტის..
NVIDIA MAN no está en línea   Reply With Quote
Old October 2nd, 2016, 06:26 PM   #125
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5723

რამოდენიმე დღეში იქნება ანაკლიის პორტის პრეზენტაცია.



__________________
.: SSC Georgia :.

Castiel667 liked this post
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old October 3rd, 2016, 05:13 PM   #126
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5723

Quote:
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განხილვის შედეგად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გაიმარჯვა.

პროექტის განსახორციელებლად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას ეტაპობრივად დაიწყებს. პროექტის პირველივე ფაზაში კომპანია 586 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.




__________________
.: SSC Georgia :.

Castiel667 liked this post
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old October 3rd, 2016, 05:15 PM   #127
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5723

__________________
.: SSC Georgia :.

Castiel667, Serge_spb liked this post
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old October 3rd, 2016, 08:59 PM   #128
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5723

ჩემი აზრით 9ვე ეტპი 2030მდე დასრულდება. არამგონია ეგრევე მიალაგონ ერთმანეთს ფაზები


► ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიაზე, 400 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე შენდება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს
► პორტის გახსნისას და პირველი ფაზის ამუშავებისას ანაკლიის პორტს ექნება 2-მისადგომიანი საკონტეინერო ტერმინალი, რომელიც შეძლებს მიიღოს და გაატაროს 700 000-დან 800 000 ტეუმდე კონტეინერი
► ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური აშენდება რამდენიმე ეტაპად, მოიცავს 9 ფაზას და, საბოლოო ჯამში, მისი გამტარუნარიანობა მიაღწევს 100 მილიონ ტონას წელიწადში
► პორტის სიღრმე და ინფრასტრუქტურა შესაძლებელს გახდის 10,000 კონტეინერიანი (TEUs) პანამაქსის და პოსტპანამაქსის ტიპის გემების მიღებას, რომელთაც დღესდღეობით საქართველოში არსებული ვერც ერთი სხვა პორტი ვერ ემსახურება
► ინვესტორი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ საკუთარი ხარჯით ააშენოს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოსცეს სხვადასხვა საჭირო ობიექტები, მათ შორის ამბულატორია, საბავშვო ბაღი, ბიზნესცენტრი და სპორტული მოედნები
► წინასამშენებლო სამუშაოების დასრულება და პორტის მშენებლობის დაწყება 2017 წლიდან იგეგმება. ნავსადგური 2020 წელს გაიხსნება

__________________
.: SSC Georgia :.

Castiel667 liked this post
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old October 4th, 2016, 06:51 AM   #129
kechxo
Registered User
 
kechxo's Avatar
 
Join Date: Mar 2010
Location: Tbilisi
Posts: 661
Likes (Received): 141

catambjenebi ukve kaia, mara, eg yvelaferi 2011s wina mtavrobam daxaza, amatma copy paste gauketes
__________________
Feminist to the core
kechxo no está en línea   Reply With Quote
Old October 5th, 2016, 12:13 PM   #130
justproject
Registered User
 
justproject's Avatar
 
Join Date: Jun 2013
Location: Tbilisi
Posts: 12,026
Likes (Received): 3416

ლაზიკას ქამბექი :დდდ
__________________
follow Georgian forum
justproject no está en línea   Reply With Quote
Old October 5th, 2016, 12:37 PM   #131
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5723

უტოპია. მანდ ცათამბჯენები არ იქნება.
__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old October 5th, 2016, 03:27 PM   #132
justproject
Registered User
 
justproject's Avatar
 
Join Date: Jun 2013
Location: Tbilisi
Posts: 12,026
Likes (Received): 3416

მინიმუმ 10 წელი მაინც არა ყოველ შემთხვევაში
__________________
follow Georgian forum
justproject no está en línea   Reply With Quote
Old October 5th, 2016, 04:02 PM   #133
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5723

პროექტის ჯამური ღირებულება 2.5 მილიარდი დოლარია და არა 6. შევასწორე სათაური.

მანდ საშუალო ზომის დასახლება და ოფისები მინ 9ვე ფაზის დამთავრების შემდეგ წამოიჭიმება. იქამდე იქნება მუშათა ქალაქი, საერთო საცხოვრებლებით და საშუალო დონის საწარმოები. იმედია დაპირებული საგზაო მაგისტრალი პორტამდე 4 ზოლიანი იქნება და რკინიგზასაც არ მიახლაფორთებენ.
__________________
.: SSC Georgia :.

Castiel667 liked this post
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old October 8th, 2016, 03:20 PM   #134
Castiel667
Registered User
 
Castiel667's Avatar
 
Join Date: Aug 2014
Location: Tbilisi
Posts: 1,294
Likes (Received): 474

მშვენიერია! დროზე დაიწყონ მუშაობა
Castiel667 no está en línea   Reply With Quote
Old October 8th, 2016, 05:11 PM   #135
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5723

სამუშაოები ზაფხულამდე არ დაიწყება
__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old October 11th, 2016, 09:45 PM   #136
Castiel667
Registered User
 
Castiel667's Avatar
 
Join Date: Aug 2014
Location: Tbilisi
Posts: 1,294
Likes (Received): 474

ასე რატო გაწელეს კიმარა? ამ ზაფხულში არ უნდა დაეწყოთ მუშაობა?
Castiel667 no está en línea   Reply With Quote
Old October 11th, 2016, 10:41 PM   #137
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5723

ბოლო ვერსია უფრო სანდოა. ოფიციალურად მოაწერეს ხელი და სიმბოლური კაფსულაც ჩაუშვეს. ადრე სადღეგრძელოებს ამბობდნენ.
__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old December 8th, 2016, 10:05 AM   #138
Noda[Med]
AKA Nodara95
 
Noda[Med]'s Avatar
 
Join Date: Nov 2016
Posts: 2,825
Likes (Received): 2369

ანაკლიის პორტის პროექტში სახელმწიფო ოქროს წილის მფლობელი გახდა

Quote:
ანაკლიის პორტის პროექტის განმახორციელებელ „ანაკლიის განვითარების კონსორცუმში" სახელმწიფო ე.წ „ოქროს წილის" მფლობელი გახდა.

„ოქროს წილი" „ანაკლიის განვითარების კონსორცუმის" კაპიტალის 0.01% შეადგენს, რომელიც კომპანიის მფლობელმა „ანაკლია ჰოლდინგმა" (კონტი, თიბისი) საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა, როგორც ამას ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება ითვალისწინებს.

„ოქროს წილის" მფლობელს გარკვეული სახის უფლებები ენიჭება, მათ შორის ტრანზაქციების ნაწილი მის თანხმობას საჭიროებს.

შეგახსენებთ, ანაკლიის პორტის პროექტის წინასამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ პროექტში 100 მილიონ აშშ დოლარს ჩადებს, მათ შორის 96 მლნ ლარი ანაკლიაში მიწების გამოსყიდვაზე დაიხარჯება, დაგეგმილია საავტომობილო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

2,5 მილიარდიან პროექტს კი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" განახორციელებს. პროექტში ინვესტორად შედის China national technical import and export corporation.

„ანაკლია ჰოლდინგის" დირექტორის, ლევან ახვლედიანის განცხადებით, ჩინური კომპანია პროექტის კაპიტალში შევა. საუბარია 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციაზე, თუმცა შესაბამისად, რა წილს მიიღებს ის ჰოლდინგში ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.
__________________

Castiel667, kechxo liked this post
Noda[Med] no está en línea   Reply With Quote
Old February 24th, 2017, 10:48 AM   #139
Noda[Med]
AKA Nodara95
 
Noda[Med]'s Avatar
 
Join Date: Nov 2016
Posts: 2,825
Likes (Received): 2369

__________________

Castiel667, justproject, NVIDIA MAN liked this post
Noda[Med] no está en línea   Reply With Quote
Old February 24th, 2017, 11:03 AM   #140
Noda[Med]
AKA Nodara95
 
Noda[Med]'s Avatar
 
Join Date: Nov 2016
Posts: 2,825
Likes (Received): 2369

როგორც ჩანს ბანაკი და ანაკლიის თანამედროვე მუნიციპალიტეტის შენობა შეეწირება ამ ამბავს.
Noda[Med] no está en línea   Reply With Quote
Sponsored Links
Advertisement
 


Reply

Thread Tools
Rate This Thread
Rate This Thread:

Posting Rules
You may not post new threads
You may not post replies
You may not post attachments
You may not edit your posts

BB code is On
Smilies are On
[IMG] code is On
HTML code is Off



All times are GMT +2. The time now is 07:03 PM.


Powered by vBulletin® Version 3.8.11 Beta 4
Copyright ©2000 - 2019, vBulletin Solutions Inc.
vBulletin Security provided by vBSecurity v2.2.2 (Pro) - vBulletin Mods & Addons Copyright © 2019 DragonByte Technologies Ltd.
Feedback Buttons provided by Advanced Post Thanks / Like (Pro) - vBulletin Mods & Addons Copyright © 2019 DragonByte Technologies Ltd.

SkyscraperCity ☆ In Urbanity We trust ☆ about us