€ Industry & Economy - Page 70 - SkyscraperCity
 

forums map | news magazine | posting guidelines

Go Back   SkyscraperCity > European Forums > Euroscrapers > Local discussions > Caucasus Forum > Georgia / საქართველო > Economy and Infrastructure

Economy and Infrastructure ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა


Global Announcement

As a general reminder, please respect others and respect copyrights. Go here to familiarize yourself with our posting policy.


Reply

 
Thread Tools Rating: Thread Rating: 328 votes, 5.00 average.
Old September 15th, 2016, 01:35 PM   #1381
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

Quote:
Henkel has opened its first factory in Georgia - the plant will manufacture adhesive dry mixture materials
►This is Henkel’s first factory not only in Georgia but in the regions of Central Asia and Caucasia as well
►The investment volume of the production is 8 million USD. Construction of the plant is the result of the Davos Economic Forum
► Henkel has launched construction works of the factory in Gardabani municipality in November 2015
►During the next three years the factory will manufacture more than 40 types of the cement based products for the tile roof, waterproofing, floor covering and the external thermal isolation under the brand of Ceresit
► For the purpose of efficient utilization of the natural resources and limiting its environmental effects, filtration systems will be installed in the factory
► Company produces two types of construction adhesive materials, including three kinds of adhesives and several kinds of fillers, so called fugue. By the end of the year the company will produce 11 types of products. Diversification of the product range is also planned in the future.
__________________
.: SSC Georgia :.

NVIDIA MAN liked this post
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Sponsored Links
Advertisement
 
Old October 4th, 2016, 05:34 PM   #1382
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

► კომპანია წარმოდგენილია მსოფლიოს 90 ქვეყანაში და ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა ცემენტის, ინერტული მასალებისა და ბეტონის ბიზნესში. იგი ფლობს 2500-ზე მეტ ქარხანას მთელ მსოფლიოში.
► ქარხანაში დაცულია ეკოლოგიური ნორმები. დამონტაჟდა 11 ფილტრი, რომელთა საშუალებითაც მოხდება ცემენტის წარმოების შედეგად გამოყოფილი მტვრის დაჭერა.

__________________
.: SSC Georgia :.

Novartis, NVIDIA MAN liked this post
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old October 5th, 2016, 03:12 PM   #1383
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

Free trade Agreement with China



Quote:
► საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს ექნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმებული
►ქართულ პროდუქციას გაეხსნება მსოფლიოში ყველაზე დიდი - 1,4 მილიარდი მომხმარებლის ბაზარი
► ესაა უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ღვინოსა და აგრარულ პროდუქტებზე ჩინეთმა თავის პარტნიორ ქვეყანას მისცა შესაძლებლობა, ყველანაირი გარდამავალი პერიოდის გარეშე გაენულებინა საბაჟო ტარიფები
► საქართველომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები უპრეცედენტოდ მოკლე დროში, 7 თვეში წარმატებით დაასრულა,
► 2017 წლის შუა პერიოდიდან, ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ დოკუმენტის რატიფიცირების შემდეგ შეთანხმება ძალაში შევა
► 2015 წელს საქართველომ 2,6 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო გაყიდა ჩინეთში. 2016 წლის მოლოდინია 5 მილიონ ბოთლზე მეტი

The Memorandum on Finalization of the Free Trade Agreement talks has been signed by Georgia and China
Starting from 2017 Georgian wine, Mineral waters, Agriculture products will enter Chinese market without taxes
► Georgia is the first country in the region to sign free trade agreement with China
►The world’s largest market with around 1.4 billion customers is now open to Georgian goods
► This is an unparalleled instance, since China enabled partner country to set zero customs tariffs for wine and agricultural products without introducing a transitional period
► Georgia has successfully finalized the free trade negotiations with china in record-breaking 7 months
► Upon the ratification of the agreement by the legislative bodies of the both countries the document will enter into force in mid-2017
► Georgia exported over 2.6 bottles of wine to China in 2015, in 2016 the amount of exported bottles is expected to be over 5 million
__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Sponsored Links
Advertisement
 
Old October 24th, 2016, 02:56 PM   #1384
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

ბიზნეს სახლი - Business House

__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old October 25th, 2016, 04:43 PM   #1385
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

ეს აჭარა ტექსტილი რა ყოფილა...

"აჭარა ტექსტილი" ფოთის ახალ ქარხანაში სპორტულ ტანსაცმელს Nike-ის და New balance-ის დაკვეთით შეკერავს

Quote:
„აჭარა ტექსტილმა" ფოთში ახალი ქარხნის მშენებლობა მათ პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო გადაწყვიტა. კომპანიის ფინანსური დირექტორი გია ლომინაძე რადიო „კომერსანტთნ" აცხადებს, რომ შეკვეთები გაიზარდა, დაემატათ ახალი ბრენდები და შესაბამისად აუცილებელი გახდა საწარმოო მოცულობის ზრდა. ლომინაძე ამბობს, რომ ფოთში მდებარე ქარხანა იმაზე დიდი იქნება ვიდრე აჭარაში აქვთ. მშენებლობა 2017 წელს დასრულდება და დამატებით 3 ათასი ადამიანი დასაქმდება, რომელთა გადამზადება პარალელურ რეჟიმში მოხდება, რადგან ლომინაძე ამბობს, რომ დღეს კვალიფიციური კადრების დეფიციტია.



ლომინაძის განცხადევითვე, ახალ ქარხანაში მხოლოდ სპორტული ტანსაცმელი შორტები და მაისურები შეიკერება, რომელიც 100% ით ექსპორტზე გავა. დაკვეთები კი მსოფლიოში ცნობილი ბრენდებისგან NIKE, New Balance , Under Armour -ისგან ექნებათ. ამ ეტაპზე კომპანია მოლაპარაკებებს დანადგარების შეძენასთან დაკავშირებით აწარმოებს. პროექტში პირველ ეტაპზე 10 მილიონის შემდეგ კი დამატებით 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.



"აჭარა ტექსტილის" პირველმა საწარმომ ფუნქციონირება 2009 წელს დაიწყო. დღეს საწარმო ცნობილი ბრენდებისთვის კერავს ტანსაცმელს, რომელიც Made in Georgia-ს ეტიკეტით გადის ექსპორტზე. 2016 წლის ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე 8 მონაწილე გუნდი საქართველოში შეკერილი ფორმებით ასპარეზობდა.
__________________
.: SSC Georgia :.
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old October 26th, 2016, 07:56 PM   #1386
Nodara95
Georgian Moderator
 
Nodara95's Avatar
 
Join Date: May 2012
Location: Zugdidi
Posts: 11,421
Likes (Received): 5722

Greenhoue Plant '' Planta'' expanded from 4HA to 12HA and started export in Russia







__________________
.: SSC Georgia :.

Castiel667, Novartis, NVIDIA MAN liked this post
Nodara95 no está en línea   Reply With Quote
Old November 27th, 2016, 08:34 PM   #1387
Noda[Med]
AKA Nodara95
 
Noda[Med]'s Avatar
 
Join Date: Nov 2016
Posts: 2,804
Likes (Received): 2358

პატარა ანალიზი ჩვენი და მეზობლების ეკონომიკის. 2015 წელი კატასტროფული აღმოჩნდა ჩვენთვის ( - 2.5 მილიარდი ) და აზერბაიჯანიშთვის( - 22 მილიარდი დაკარგეს )





Noda[Med] no está en línea   Reply With Quote
Old November 27th, 2016, 08:42 PM   #1388
Castiel667
Registered User
 
Castiel667's Avatar
 
Join Date: Aug 2014
Location: Tbilisi
Posts: 1,293
Likes (Received): 474

ნოდარ არ არის ეს სწორი მაჩვენებელი... ნომინალი აბსოლუტურად არაფერს არ ამბობს ეკონომიკაზე.. მნიშვნელოვანია PPP პრინციპით შედარება... ჩვენ შემთხვევაში (და მამენტ აზერბაიჯანიც) ვალუტის გაუფასურებითაა გამოწვეული ეს ვარდნები.. რაც ეკომომიკის მდგომარეობას არ ასახავს..


http://www.tradingeconomics.com/geor...r-wb-data.html
__________________

Iveri liked this post
Castiel667 no está en línea   Reply With Quote
Old November 27th, 2016, 09:54 PM   #1389
Noda[Med]
AKA Nodara95
 
Noda[Med]'s Avatar
 
Join Date: Nov 2016
Posts: 2,804
Likes (Received): 2358

კი ვიცი, უბრალოდ შედარებისთვის გამოდგება, თუ როგორ ''გააღარიაბა'' თითოეული მოქალაქე კრიზისმა.



ყველაფერთან ერთად ჩემი აზრით, ჩვენი ზომის მოსახლეობა არ არის საჭირო დღევანდელ საქართველოში.

3.7 მილიონი ადამიანიც კი ბევრია ჩვენი ეკონომიკისთვის. ოპტიმუმი იქნება 2 მილიონი.

გარკვეული დროის განმავლობაში ვამართლებ მიგრაციას.

სახელმწიფო უფრო მეტს დახარჯავს თითო მოსახლეზე. გინდა განათლება აიღე გინდა ჯანდაცვა.

მეორე მხრივ, შემოსავლები დაიკლებს გადასახადებიდან, მაგრამ ბევრად მარტივად მოერევა 2 მილიონს ჩვენი ბიუჯეტი ვიდრე 1,7 ით მეტ ადამიანს.

რავიცი, მე ეგრე მგონია
Noda[Med] no está en línea   Reply With Quote
Old November 28th, 2016, 07:30 AM   #1390
Castiel667
Registered User
 
Castiel667's Avatar
 
Join Date: Aug 2014
Location: Tbilisi
Posts: 1,293
Likes (Received): 474

შენ ახლა უყურებ ისე, რომ მოსახლეობა სახლემწიფომ უნდა არჩინოს... არადა თუ მიგრაციაა, მომუშავე ძალა წავა ქვეყნიდან, ანუ სარჩენი იმდენივე გეყოლება, მარა შემოსავლები საგრძნობლად შეგიმცირდება, ისევე როგორც ეკონომიკა...

საქართველოს კაკრას საპირისპირო პრობლემა ახასიათებს.. ძალიან პატარა ბაზარი ვართ იმისთვის, რომ სხვადასხვა ბიზნესები დაინტერესდნენ შემოსვლით.. ინვესტიციით და ა.შ.

ასე რომ, პირიქით, მოსახლეობის ზრდა გააუმჯობესებს პერსპექტივებს..

რაც შეეხება სახელმწიფოს ხარჯებს.. თავი ტ***დან უნდა გამოიღონ ჩვენმა პოლიტიკოსებმა და გაატარონ რიგი რეფორმები:
1) სამინისტროების რაოდენობის განახევრება
2) დარჩენილებში ბიუროკრატიის შემცირება
3) სოციალური დახმარებების უეკთეს ფორმაზე გადასვლა (მარტო ღარიბებს და არა ყველას)
4) შეამციროს გადასახადები (მოგებას აუქმებენ, საშემოსავლოც რომ გაანახევრონ მაგარი იქნება)
5) შეწყვიტოს სავალდებულო გაწვევა (რითაც ათასობიტ ახალგაზრდას 1 წელს ვაკარგვინებთ (კი, ეს ეკონომიკაზეც აისახება)).
6) პლანის ლეგალიზაცია
7) პროსტიტუციის ლეგალიზაცია
8) ვაბშე ნუ ატრაკებენ და ნუ ყოფენ ცხვირს იქ სადაც არ ესაქმებათ..

Last edited by Castiel667; November 28th, 2016 at 07:36 AM.
Castiel667 no está en línea   Reply With Quote
Old November 28th, 2016, 01:16 PM   #1391
Noda[Med]
AKA Nodara95
 
Noda[Med]'s Avatar
 
Join Date: Nov 2016
Posts: 2,804
Likes (Received): 2358

პლანის ლეგალიზაციას მეც ვემხრობი, უბრალოდ ჯერ ჩვენი ქვეყანა არ არის მზად ამისთვის. სიგარეტი და ალკოჰოლი იყიდება უკონტროლოდ და მაგაზე წარმომიდგენია საერთოდ რა მოხდება.

ხალხიც არ არის მზად. მომწიფებულ საზოგადოებაში იციან სად და როდის მოწიონ. ჩვენთან ტიპები სიგარეტივით დაიწყებენ ბუთქვას.

სანამ პლანამდე მივალთ ჯერ უფრო ძირითადი პრობლემებია მოსაგვარებელი.

-სამინისტროები მართლა შესამცირებელია.
-გადასახადებიც გასაუქმებელია რამოდენიმე.
-წარმოიდგინე ბიზნესი რეგისტრაციაში აზერბაიჯამა გვაჯობა უკვე. ონალაინ შეიგძლია დაარეგსტრირო ბიზნესი.

ესენი კიდე ბიზნეს სახლებს აშენებენ იმის მაგივრად სახლიდან გაუსვლელად რო აწარმოო საქმიანობა და საბუთების შევსება.

განათლების სისტემა ხვალიდანვეა შესაცვლელი. კი ლაპარაკობენ რაღაც მოდელებზე, მაგრამ რატო იწელება ვერ ვხვდები. არ არის რა საჭირო ყველამ ფიზიკა/ქიმია ისწავლოს და ძალით ადებილონ ბავშვები.

წარმოიდგინე ბაზარზე კვალიფიკაციური მუშახელის მოთხოვნაა და ჩვენთან კიდე მუშახელის დეფიციტია. სერტიფიცირებული შემდუღებელი ვერ იშოვეს ზუგდიდში მაკდონალდსის აშენებისას.
Noda[Med] no está en línea   Reply With Quote
Old November 28th, 2016, 05:44 PM   #1392
Castiel667
Registered User
 
Castiel667's Avatar
 
Join Date: Aug 2014
Location: Tbilisi
Posts: 1,293
Likes (Received): 474

ხოდა რაც გასაკეთებელია იმას უნდა მიხედონ... ოცნების პრობლემა ისაა რომ ბურთები არ აბია... ეგენი რო გამბედავი ტიპები იყვნენ.. გზაზე წესრიგს დაამყარებდნენ (ეგრევე ჯარიმები დარღვევაზე, თან ყოველ განმეორებითზე მეტი გადასახადი)..

სიგარეტები და ალკოჰოლი რომ იყიდება უკონტროლოდ...რთული საკონტროლო გგონია? პოლიტიკური ნება დამანახე და ეგრევე გაწმინდავენ... 50 მაღაზია რო დაიხურება მაგის გამო, დანარჩენები აღარ გაბედავენ..

მომწიფება კიდე ეგრე არ მოხდება... გაუშვი კამპანია, რომელიც ახსნის სიტუაციას.. და მერე გააკეთე ლეგალიზაცია.. +ქუჩაში მოწევა აკრძალე..

იქნება ზრდა მოხმარებაში მოკლე ვადიან პერიოდში და მერე ისევ დარეგულირდება.. +ამას დაუმატე შემოსავალი როგორც ადგილობრივი ბაზრიდან, ისე ტურისტებისგან..

ჰო თან ძაან ამაყობენ ამ ბიზნეს სახლებით... მოკლედ არანაირად არ არიან მომართულნი საკუთარი ფუნქციების შესრულებაზე... ნაციონელების დედაც #^#% იმის გამო რომ ამათი არჩევა გვიხდება..

განათლებაში ძვრებია... პირველად გვყავს მგონი მინისტრი, რომელსაც რაღაც ხედვა აქვს ამ დარგთან დაკავშირებით... არ ვიცი ჯერ კარგია თუ ცუდი, მაგრამ ხედვა ნამდვილად აქვს..

სახელმწიფოს იმდენი სამუშაო აქ, მარა რათ გინდა? შნო არ აქვთ.. ერთი ეგ უპირატესობა ჰქონდა მიშას... იმდენად გაქნეული იყო, რომ შეეძლო სიტუაციების შეცვლა, საზოგადოებრივი აზრის შეცვლა და ა.შ.
რა იქნება ერთი ეგეთი გაგვეჩითოს, მაგრამ არა გამოქლიავებული?

ეს ჯაფარიძე კიდე აზრზე არაა.. ცოტა მიდექი, მოდექი.. ვის გაუგია არჩევნებში წარმატების მიღწევა მარტო ფორმულების საუბრით? ნახე რა ლიდერები როგორ იყოლიებდნენ ხალხს.. თუ არ გამოგდის, იპოვე ვინმე ქარიზმატული მასტი, რომელიც პარტიას გაქაჩავს.. რომელიც საზოგადოებასთან დაამყარებს კონტაქტს.. თორემ თავის პონტში ჩემი ლექტორებიც ამბობენ რა უნდა გაკეთდეს...
Castiel667 no está en línea   Reply With Quote
Old November 28th, 2016, 06:42 PM   #1393
Noda[Med]
AKA Nodara95
 
Noda[Med]'s Avatar
 
Join Date: Nov 2016
Posts: 2,804
Likes (Received): 2358

გეთანხმები. ჯაფარიძის მოწოდებები ისევ ჩვენი განხილვის დონეზე რჩება. არადა თითქმის ყველაფერს სწორად უყურებს.

მოშვებულია რა ჭანჭიკები ყველა სამინისტროში. განსაკუთრებით პოლიციის.

სხვაზე რო არ ვთქვა 3 ჯერ გამაჩერეს დარჩვევაზე და არ დამაჯარიმეს. ვის არ ესიამოვნება, მაგრამ არ უნდა ხდებოდეს ასე.

ერიდება ხელისუფლება ხალხის გაბრაზებას, მაგრამ თუ დემოკრატია უნდათ 2020ში უნდა წავიდნენ და დღესვე უნდა დაიწყონ რადიკალური ინტერევეციები.
__________________

Castiel667 liked this post
Noda[Med] no está en línea   Reply With Quote
Old November 28th, 2016, 07:54 PM   #1394
Guaram
Registered User
 
Guaram's Avatar
 
Join Date: Oct 2014
Posts: 770
Likes (Received): 222

ყველა არ უბათქუნებს ამ პლანს,ეგრეც არ არის საქმე,ძალიან ბევრი ვიცი მათ შორის სამეგრელოში,ჩემს სოფელში ძალიან ბევრი არ ეწევა,არა იმიტომ რომ ეშინიათ ან რამე,უბრალოდ არ ეწევიან,ალკოჰოლი ურჩევნიათ ვიდრე მარიხუანას მოწევა.
აი ალკოჰოლის მოხმარებაზე მართლაც ძალიან ცუდი მდგომარეობაა, თითქმის მასიურად ლოთაობენ რეგიონებში,რაჭაში ვიყავი ერთი კვირით...იქ საერთოდ ძალიან დიდია ალკოჰოლის მოხმარება...
ახალგაზრდებში არაფერს შეცვლის ლეგალიზება,შეიძლება რაღაც პროცენტით შეიცვალოს მოხმარება, მაგრამ საბოლოოდ ეს მაჩვენებელიც დაიწევს,ალკოჰოლს უფრო მძიმე ზიანი მოაქვს ადამიანისთვის და გარშემომყოფთათვის ვიდრე მარიხუანას.
Guaram no está en línea   Reply With Quote
Old November 28th, 2016, 08:44 PM   #1395
Noda[Med]
AKA Nodara95
 
Noda[Med]'s Avatar
 
Join Date: Nov 2016
Posts: 2,804
Likes (Received): 2358

არადა ვისაც უნდა ისედაც ყველა ეწევა და რა აზრი აქვს ამ დაშინებებს ვერ ვხვდები. რავიცი აი ვისაც უნდა ყველა მოწევს დღეს მაინც.

ეგ კი არა ჩემი ძმის უნივერსიტეტში ეწეოდა ხალხი პირდაპირ დერეფანში.
Noda[Med] no está en línea   Reply With Quote
Old November 28th, 2016, 09:00 PM   #1396
Castiel667
Registered User
 
Castiel667's Avatar
 
Join Date: Aug 2014
Location: Tbilisi
Posts: 1,293
Likes (Received): 474

ჰოდა მაგას ვამბობ... ეს პლანის აკრძალვა, პროსტიტუციის აკრძალვა და სავალდებულო გაწვევები არაფერს ნიშნავს... უბრალოდ ტვინს გიღუნავს სახელმწიფო... მაგრამ საზოგადოებასაც და შესაბამისად პოლიტიკოსებსაც სირაქლემას პოზა უჭირავთ..
Castiel667 no está en línea   Reply With Quote
Old November 29th, 2016, 08:58 PM   #1397
Noda[Med]
AKA Nodara95
 
Noda[Med]'s Avatar
 
Join Date: Nov 2016
Posts: 2,804
Likes (Received): 2358

დღეს მშვენიერი კანონპროექტი წარადგინეს პარლამენტში განსახილველად. განსაკუთრებით მშენებლობის კოდექსის მიმართულებით.

მე-9 მოწვევის პარლამენტი "საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის" პროექტის განხილვას იწყებს

Quote:
მე-9 მოწვევის პარლამენტი "საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის" პროექტის განხილვას იწყებს მთავრობამ პარლამენტს განსახილველად და მხარდასაჭერად "საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის" პროექტი წარუდგინა. ეს დაახლოებით 35 საკანონმდებლო ცვლილების პროექტისაგან შემდგარი პაკეტია, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა.


"საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის" პროექტი ადგენს საქართველოში სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი გეგმების სისტემას, აღნიშნული გეგმების იერარქიასა და შემადგენლობას, მათი შემუშავებისა და დამტკიცების წესს.


პროექტი განსაზღვრავს მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის: - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს, შენობა-ნაგებობისა და სამშენებლო სამასალი ხარისხის მიმართ ძირითად მოთხოვნებს. აგრეთვე განისაზღვრება მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობაზე ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკკული სახეები, სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესები.


კოდექსის პროექტის მიხედვით, საქართველოში სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემდეგი იერარქია მოქმედებს: - სივრცითი მოწყობის გეგმები და ქალაქთმშენებლობითი გეგმები.
Noda[Med] no está en línea   Reply With Quote
Old November 30th, 2016, 10:52 AM   #1398
justproject
Registered User
 
justproject's Avatar
 
Join Date: Jun 2013
Location: Tbilisi
Posts: 12,026
Likes (Received): 3416

მარტო მარიხუანის ლეგალიზაცია ვერ შეცვლის იმ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას, რომელიც საქართველოში არსებობს. თავისთავად ლეგალური უნდა იყოს მარიხუანა, ეკონომიკისთვისაც დიდი ბიძგი იქნებოდა და სოციალური კულტურისთვისაც.

ამასთან, თბილისში ღამის ცხოვრება ძალიან სწრაფად ვითარდება, ბასიანი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბად არის აღიარებული. ბასიანის გარდა უამრავი კლუბი არსებობს სადაც უფრო და უფრო მეტი ადამიანი დადის გასართობად და განსატვირთად და რაც მთავარია ძალიან ბევრი ტურისტი. მხოლოდ ბასიანის გამოც კი ჩამოდიან ბოლო ხანებში. კლუბებში კი მარიხუანას არ ეწევიან. ექსტაზი, mdma, lsd და ა.შ. კი თუ სწორად ვიცი პირველი ჯგუფის ნარკოტიკებშია შეყვანილი, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. ასეთი ნარკოპოლიტიკით ეკონომიკა უამრავ ფულს კარგავს, ტურიზმის ახალი მიმართულების განვითარების შანსს ვკარგავთ და პლიუს ჩვეულებრივი ძალადობაა ის, რაც დღეს სახელმწიფოს მხრიდან ხდება ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ.
__________________
follow Georgian forum
justproject no está en línea   Reply With Quote
Old November 30th, 2016, 08:15 PM   #1399
Guaram
Registered User
 
Guaram's Avatar
 
Join Date: Oct 2014
Posts: 770
Likes (Received): 222

ბასიანში ვინმე ხართ ნამყოფი?აი მე ერთხელ ვიყავი...არ ვიცი ამ კლუბს ვინმე პოლიტიკიდან რომ არ "კრიშავდეს"გამორიცხულია უბრალოდ.
Guaram no está en línea   Reply With Quote
Old November 30th, 2016, 08:20 PM   #1400
Guaram
Registered User
 
Guaram's Avatar
 
Join Date: Oct 2014
Posts: 770
Likes (Received): 222

justproject
და შენ გგონია ამ კლუბს ვინმე მთავრობიდან რომ არ კრიშავდეს ეგრე იქნება მანდ ამ ნარკოტიკების გაყიდავ?უბრალოდ გამორიცხულია,მე ვარ მანდ ერთხელ ნამყოფი,ექსტაზების და ემდიემეების დიდი მოყვარული არ ვარ,მაგრამ იქ ეს ყველაფერი ჩვეულებრივადაა.
Guaram no está en línea   Reply With Quote
Sponsored Links
Advertisement
 


Reply

Tags
armenia, batumi, china, europe, georgia, india, iran, israel, tbilisi, ukraine, united states, united states of america

Thread Tools
Rate This Thread
Rate This Thread:

Posting Rules
You may not post new threads
You may not post replies
You may not post attachments
You may not edit your posts

BB code is On
Smilies are On
[IMG] code is On
HTML code is Off



All times are GMT +2. The time now is 02:31 PM.


Powered by vBulletin® Version 3.8.11 Beta 4
Copyright ©2000 - 2019, vBulletin Solutions Inc.
vBulletin Security provided by vBSecurity v2.2.2 (Pro) - vBulletin Mods & Addons Copyright © 2019 DragonByte Technologies Ltd.
Feedback Buttons provided by Advanced Post Thanks / Like (Pro) - vBulletin Mods & Addons Copyright © 2019 DragonByte Technologies Ltd.

SkyscraperCity ☆ In Urbanity We trust ☆ about us