SkyscraperCity banner

1 - 20 of 105 Posts

·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
Discussion Starter #1
თბილისში, სისხლის გადასხმის ინსტიტუტის ადგილას ორი თაუერი აშენდება

საინვესტიციო ღირებულება 140 მილიონი დოლარია და მას ორი კომპანია „ორბი ჯგუფი" და „ბლოკ ინვესტი" ახორციელებს

თბილისში კიდევ ერთი მასშტაბური მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იწყება. „ორბი ჯგუფი" და „ბლოკ ინვესტი" ყაზბეგის 22- ში სისხლის გადასხმის ინსტიტუტის ყოფილ შენობაში პროექტის განხორციელებას სავარაუდოდ მომავალი წლიდან დაიწყებენ. „ბლოკ ინვესტის" ხელმძღვანელი „კომერსანტთან" ამბობს, რომ სისხლის გადასხმის ინსტიტუტის შენობა კომპანიის საკუთრებაა რამდენიმე წელია და „ორბი ჯგუფთან" ერთად ახალი პროექტი დაიგეგმა.

თორნიკე ჯანაშვილის თქმით, შენობის დემონტაჟი მოხდება და მის ნაცვლად 120 ათას კვადრატულზე ორი თაუერი აშენდება, რომელიც იქნება მულტიფუცნქციური, შენობაში განთავსდება როგორც კომერციული ფართები ისე რამდენიმე სასტუმრო და აპარტ ოტელი. ჯანაშვილი ამბობს, რომ მშენებლობის დაწყება სავარაუდოდ მომავალი წელს მოხდება. ამ ეტაპზე კი პროექტირება მიმდინარეობს. რაც შეეხება სასტუმროების სავარაუდო მმართველებს, ჯერჯერობით ეს საკითხი არ განიხილება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 140 მილიონი დოლარია და ორივე კომპანია პროექტში 50-50 პროცენტით მონაწილეობს. „ორბი ჯგუფში" აცხადებენ, რომ, ყაზბეგის გამზირზე კომპანიას ორი აპარტ ოტელი ექნება, სადაც გაყიდვები დაახლოებით 2 თვეში დაიწყება თუმცა მეტი დეტალის შესახებ „ორბი ჯგუფში" არ საუბრობენ.

„ორბი ჯგუფი" პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც აპარტ-ოტელების მშენებლობა დაიწყო. კომპანია აპარტ ოტელებს ბათუმსა და ბაკურიანში ფლობს. „ბლოკ ინვესტი" კი ამ ეტაპზე, რამდენიმე სასტუმროს პროექტს ახორციელებს. მათ შორის „პარკ ინისა" და „გოლდენ ტულიპის" სასტუმროების პროექტებს.
 

·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
Discussion Starter #11
დაახლოებითი სართულიანობა მივაწერე. თუ მოვიცალე ორბის ოფისში მივალ და გავიგებ. ან სადმე მივწერ
 

·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
Discussion Starter #15
მოკლედ ოფიციალურ პრეზენტაციამდე არაფერი გვეცოდინება. თუ ქონდათ ეგეთი რამე საერთოდ. ეს პროექტი არა მგონია საბოლოო იყოს. დასახვეწია კიდევ.
 

·
Registered
Joined
·
1,707 Posts
ცუდიაო ვერ იტყვი, მაგრამ იმედია უკეთესს დადებენ საბოლოო პროექტში.
 

·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
Discussion Starter #17
რაღაც სანატორიუმებს გავს ორბის პროექტები. განსაკუთრებით ეს და ორბი რეზიდენსი.ვერ წავიდნენ წინ
 

·
Registered
Joined
·
128 Posts
ეს გაწელილი შენობები იმენა რა ცუდი სტილი აქვს ორბის:| სიგრძეში ამის ნახევარი რო იყოს კიდე ხო და ესე ძაან ბანძი ვიდი აქ :( 140 მილიონად ხო საერთოდ
 
1 - 20 of 105 Posts
Top