SkyscraperCity banner

1 - 20 of 263 Posts

·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
Discussion Starter #5
პირველზე არ ჩანს ეგეთი მსუქანი. საერთო ჯამში არ არის ცუდი. რენდერები გვინდა
 

·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
Discussion Starter #6
ამის მეტი ინფორმაცია ვერ მოვიძიე. ესეც 2014წლის სტატიაა. ეგ 30 სართული კუბიკზეა ნათქვამი

სასტუმრო "მერიოტი" შესაძლოა ბათუმშიც აშენდეს

სასტუმროების ქსელი „მერიოტი“ შესაძლოა გაფართოვდეს და ბათუმში ახალი სასტუმრო გახსნას. სასტუმროს შპს „ადოგ ჯორჯია“ აშენებს და „მერიოტთან“ ერთად მოლაპარაკებას კიდევ ორ ბრენდთან, „რიქსოსთან“ და საქართველოს ბაზრისთვის უცნობ „სვისბელთან“ აწარმოებენ. მოლაპარაკების შედეგები ცნობილი უახლოეს პერიოდში გახდება.

შპს „ადოგ ჯორჯიასა“ და აჭარის მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ არანაკლებ 30 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

როგორც „კომერსანტს“ შპს „ადოგ ჯორჯიას“ დირექტორმა, მიხეილ ძოძუაშვილმა განუცხადა, სასტუმროს მშენებლობა უკვე დაწყებულია, ჩაყრილია ფუნდამენტი.

მორიგი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ზღვისპირა ქალაქში, გოგებაშვილის ქუჩაზე აშენდება. ის 30 სართულიანი იქნება და იქ 180-ზე მეტი ნომერი განლაგდება.


მშენებლობა 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება და ის სავარაუდოდ 2016-17 წლებში
 

·
Registered
Joined
·
497 Posts
თან შ ე ს ა ძ ლ ო ა ო :D
უფრო შეუძლებელი. ნუ, ახლო მომავალში მაინც
 

·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
Discussion Starter #8
როგორც ჩანს უკვე შენდება. ეს გასული წლის სტატიაა. ეგ ბანერი კარგია, მაგრამ არანაირი ინფორმაცია ამ მშენებლობის შესახებ.

ბათუმელებო თუ ნახეთ ვინმე სამშენებლო მოედანზე კითხეთ დეტალებზე.
 

·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
Discussion Starter #11
ბათუმში შესაძლოა „ქორთიარდ მერიოტი" შევიდეს

ბათუმში შესაძლოა სასტუმროების მსოფლიო ბრენდი „ქორთიარდ მერიოტი" შევიდეს.

ბრენდი სავარაუდოდ სასტუმრო-აპარტამენტის ტიპის შენობაში დაიწყებს ოპერირებას, რომლის მშენებლობაც მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება და 2017 წელს დასრულდება.
მშენებლობას კომპანია „ალიანსი" ახორციელებს და ამ კომპანიის წარმომადგენლები აწარმოებენ მოლაპარაკებას სასტუმროების მსოფლიო ბრენდთან.

როგორც „კომერსანტს" კომპანიის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ თევზაძემ განუცხადა, ბრენდთან წინასწარი ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია და ახლა მოლაპარაკებები ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმებაზეც მიმდინარეობს.

მისივე ინფორმაციით, შენობა 40-სართულიანი იქნება, საიდანაც პირველ რვა სართულზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო-აპარტამენტი, დანარჩენზე კი აპარტოტელის ტიპის ბინები განთავსდება. ცნობილია, რომ აღნიშნულ შენობაში 28-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის მქონე ათასამდე ბინა განთავსდება, მათი ღირებულება კი 21 200 დოლარიდან 187 500 დოლარამდე იქნება.

კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აპარტამენტების გაყიდვები უკვე დაწყებულია - სრულადაა გაყიდული ყველაზე დაბალი ფასის, (20 400 დოლარი) ერთოთახიანი ბინები. მისივე განცხადებით, ბინებს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მოქალაქეები, განსაკუთრებით კი უკრაინელები და რუსები ყიდულობენ.

„ქორთიარდ მერიოტი" „მერიოტ ინთერნეიშენალის" ჯგუფში შემავალი ბრენდია. მისი პირველი ობიექტი 1983 წელს გაიხსნა.
 

·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
Discussion Starter #17
არა მერიოტი უეჭველი შემოდის. ალიანს პალასი ჰქვია პროექტს და ეტყობა მერიოტი აღარ მიაწერეს.
 

·
Registered
Joined
·
287 Posts
რომელიღაც სართულამდე თუ სართულის ზემოთ განთავსდება მერიოტიო, მე ასე მოვისმინე თუ წავიკითხე სადღაც.
 
1 - 20 of 263 Posts
Top