SkyscraperCity banner

1 - 20 of 188 Posts

·
Registered
Joined
·
12,030 Posts
Discussion Starter #1
ანაკლიაში ქართულ-ჩინური ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ
17:33 23-03-2015
ანაკლიაში ქართულ-ჩინური ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ანაკლიაში დღეს დილიდან ქართულ-ჩინური ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სამმართველოს უფროსმა დავით ჯავახაძემ ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორია დაათვალიერებინეს.
ინვესტორები პორტის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ და ანაკლიის კანიონის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. ეს ანაკლიაში ქართულ-ჩინური კონსორციუმის რიგით მეორე შეხვედრაა. ტერიტორია ადგილზე უკვე დაათვალიერეს BOUYGUES TRAVAUX PUBLICS S.A-სა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წარმომადგენლებმა. დარჩენილი 4 კომპანია კი თვის ბოლომდე ეწვევა მომავალი პორტის ტერიტორიას.
ტექნიკური და ფინანსური წინადადებების სათანადოდ მომზადების მიზნით, დაგეგმილია ყველა კანდიდატი კომპანიის წარმომადგენლის მიერ ნავსადგურის ადგილმდებარეობის დათვალიერება და განმარტებითი შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სხვა შესაბამის კომპეტენტურ უწყებებთან.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 აგვისტოს №1375-ე განკარგულების შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს მთავრობის სახელით გამოაცხადა მოწვევა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ. პროექტთან დაკავშირებით ინტერესი ოფიციალურად გამოხატა თორმეტმა კომპანიამ, რომელთაგან 7 სამთავრობო კომისიის გადწყვეტილებით შევიდა ე.წ. ,,მოკლე სიაში", რომლებმაც მიმდინარე წლის 16 აპრილს უნდა წარმოადგინონ თავიანთი ტექნიკური და ფინანსური წინადადებები (RFP) პროექტთან დაკავშირებით. პორტის გარდა, ანაკლიაში დაგეგმილია ლოგისტიკური და სამრეწველო ზონის განვითარება, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა. ანაკლიის პორტის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება, ის 7 ფაზად იქნება დაყოფილი. საბოლოო ჯამში პორტმა 100 მილიონ ტონა გამტარუნარიანობას უნდა მიაღწიოს.
 

·
Registered
Joined
·
12,030 Posts
Discussion Starter #4
ხო, მგონი საქართველოში ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტია. 6 მილიარდი არც ისე ცოტაა საქართველოსთვის.
 

·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
ცოტა კი არა სერიოზული თანხაა. მეორე ადგილზე ხუდონ ჰესის მშენებლობაა. მანდაც რამოდენიმე მილიარდი დაიხარჯება.
 

·
Registered
Joined
·
12,030 Posts
Discussion Starter #6
დაახლოებით რაც გადავათვალიერე, ევროპის უდიდეს 5 და მსოფლიოს უდიდეს 20 პორტს შორის იქნება. ძალიან მაგარია, ისეთი პორტების გვერდით ეწერება როგორიცაა როტერდამის, ჰამბურგის და ა.შ.
 

·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
არადა პორტებიდან სახელმწიფო ძალიან დიდ სარგებელს ნახულობს. ბათუმის პორტიც გასანახლებელია. ნუ ფოთზე ზედმეტია საუბარი. გადაიარაღებაა საჭირო.
 

·
Registered
Joined
·
12,030 Posts
Discussion Starter #8
100 მილიონი ტონა ძალიან ბევრია, თან წარმოიდგინე, ჰამბურგის და როტერდამის პორტები მეტს ვეღარ განვითარდებიან, ანუ უფრო ვერ გაფართოვდებიან, ამას კიდე უზარმაზარი პოტენციალი აქ. ფაქტობრივად განუსაზღვრელად დიდი პორტი შეიძლება გამოვიდეს.
 

·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
უბრალოდ რისკები არსებობს მაინც. ოკუპირებულ ტერიტორიასთან ძალიან ახლოსაა. ფაქტიურად 1 თუ 2 კილომეტრშია რუსების ბლოკ პოსტი. გადამზიდავი კომპანიები ყველაფერს ითვალისწინებენ.
 

·
Registered
Joined
·
12,030 Posts
Discussion Starter #10
არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ჩინეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანია დაინტერესებული ამ პორტში ოპერირებით. მარტო ამ ჩამოთვლილთა ნავთობი ეყოფა მაგ პორტს.
 

·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
ასეთ პროექტებს ეძებენ ინვესტორები..ძალიან დიდ მოგებას ნახავენ. უბრალოდ თითქმის ნახევარი საუკუნე მაგათი იქნება. მოგების 40-45% წავა მარტო ბიუჯეტში.
 

·
Registered
Joined
·
12,030 Posts
Discussion Starter #12
ალბათ 50% უფრო. წარმოგიდგენია რამხელა თანხაა? თან 30,000 ადამიანი დასაქმდება. მოკლედ ყველანაირად მეგაპროექტია, მაგრამ სახელმწიფომაც უნდა ჩადოს ასეთ პროექტებში თანხები.
 

·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
იყოს ეგ 40-იც. რაღაცით მაინც წაეშველება ბიუჯეტს. მანდ უფრო იქნება ახალი ქალაქის განაშენიანების პერსპექტივა.
 

·
Registered
Joined
·
12,030 Posts
Discussion Starter #14
ლაზიკა ძალიან კარგი პროექტი იყო, მე მომხრე ვიყავი. არ ვიცი ეს რა ხრიკი იყო, მაგრამ ფაქტობრივად ლაზიკის ფუნდამენტის მომზადებაა ეს პორტი და აეროპორტი. 30,000 პორტზე, მერე იმ მსხვილ აეროპორტზეც სადღაც 2,000. უამრავ კომპანიას ოფისი დაჭირდება, მერე კვალიფიციური კადრებიც. ყველა ვარიანტში ურბანული განვითარება ელის მაგ ადგილს. უბრალოდ 5-10 წლით გადაიდება.
 

·
Registered
Joined
·
12,030 Posts
Discussion Starter #16
აეროპორტზე კი არა ქალაქზე ვამბობ. აეროპორტი რო შენდება კი ვიცი.
ლაზიკაში დიდი სიამოვნებით გადავიდოდი საცხოვრებლად.
 

·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
ინფრასტრუქტურა მოეწყობა ქალაქისთვის მანდ, პორტთან ერთად. პარალელურად დაიწყება ფოთი ანაკლიის შემაერთებელი გზის აშენებაც. ჯერ კიდევ კომუნისტების დროს არსებობდა ეს პროექტი.
 

·
Registered
Joined
·
12,030 Posts
Discussion Starter #18
ფოთს ჩაყლაპავს ლაზიკა. ისე 2 პორტი ასე ახლოს ერთმანეთთან ძალიან დიდი კვანძია, პლიუს ამხელა აეროპორტი და მაგისტრალი. იქით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასაც უნდა შეუერთდეს აუცილებლად.
 

·
Registered
Joined
·
1,294 Posts
ბიუჯეტი საერთოდ არაფერ შუაშია :D

არ ჭირდება საქართველოს დიდი ბიუჯეტი... მაინც ჯიპებში და ეკლესიებში მიდის ეგ ფული.... თავისთავად ამხელა პროექტის წამოწყება.. შემდეგ კი პორტის მუშაობა.. ეკონომიკის განვითარებაში საკმაოდ დიდ წვლილს შეიტანს...

სულ რო კაპიკი არ შევიდეს მაგ პორტიდან ბიუჯეტში... დიდი არაფერი ზარალი...
 
1 - 20 of 188 Posts
Top