SkyscraperCity banner

21 - 40 of 188 Posts

·
Registered
Joined
·
12,030 Posts
Discussion Starter #22
ჯერ მარტო 6 მილიარდი პირდაპირი ინვესტიცია და მერე გადაზიდვებიდან შემოსული ფული ძალიან დიდი თანხაა.
 

·
Registered
Joined
·
12,030 Posts
Discussion Starter #26
თან ძალიან დიდი. აზერბაიჯანი ძალიან სწრაფად ვითარდება, მაგრამ ოკეანეზე და ევროპაზე გასასვლელი არ აქ. ჩვენს გარდა სხვა შანსი არ აქვს. სხვა ქვეყნებიც დაინტერესდებიან.
 

·
Registered
Joined
·
12,030 Posts
Discussion Starter #28
ბაქო თბილისი ყარსიც ძალიან დიდი მნიშვნელობის იქნება. ანაკლიის აეროპორტი ძირითადად სატვირთო დანიშნულების იქნება ალბათ, მაგრამ ქუთაისმა ცენტრალური ჰაბობა უნდა ითავოს.
 

·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
ქუთაისის ცენტრალური ჰაბობა ცოტა ზედმეტია. ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ბოლომდე გამოყენება რო შეიძლებოდეს..პორტი რო გაფართოვრეს და გადაიარაღდეს... უფრო ფოთი შეასრულებდა მაგ საქმეს. არ ვიცი ანაკლიაში რა და როგორ გამოვა.
 

·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
თუ ქუთაისსაც ისეთ პრიორიტეტად აქცევენ როგორც ბათუმი აქციეს შეიძლება. ქალაქი განვითარდება,გაფართოვდება. მისახლეობაც გაიზრდება. შესაბამისად წამსვლელ-წამომსვლელიც გაიზრდება.
 

·
Internet Addicted
Joined
·
378 Posts
ქუთაისის აეროპორტი როგორც ვიცი უკვე ყველაზე კარგად მუშაობს.

ანაკლიას ფოთთან შედარებით პორტის მხრივ რამე უპირატესობა აქვს?
 

·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
კი. დაჟე შავ ზღვაში არ იქნება ეგეთი. ყველაზე ღრმა ადგილია საპორტოდ. მეტი გემის მიღებას შეძლებს.
 

·
Registered
Joined
·
12,030 Posts
Discussion Starter #40
ანაკლიის პორტი პირველ გემს 2019 წელს მიიღებს

ანაკლიის პორტის მშენებლობაში საერთაშორისო კონსორციუმი Anaklia Port and Industrial Eco Park-ში შემავალი კომპანია Anaklia IEP and Port ერთვება. გენერალური დირექტორის თემურ ქარჩავას ინფორმაციით, კონსორციუმი სრულიად მზადაა, მიიღოს მონაწილეობა ანაკლიის პორტის მშენებლობისა და ოპერირების ნებართვის მისაღებად გამოცხადებული ტენდერის მეორე ეტაპზე.

ტენდერის მეორე ეტაპისთვის განაცხადების მიღების ვადა 16 აპრილს მთავრდება და მასში მონაწილეობას შვიდი პრეტენდენტი გეგმავს. თემურ ქარჩავამ განაცხადა, რომ კონსორციუმს, რომლის შემადგენლობაში შედიან ქართული, ჩინური, ინგლისური და ამერიკული მძლავრი კომპანიები, „ასპროცენტიანი მზადყოფნა აქვს“. მიღწეულია შეთანხმება საპორტო ბიზნესის მსოფლიო ლიდერების სამეულში შემავალ კომპანია DP World-თან, რომელიც მომავალში ოპერირებას გაუწევს პორტს. ასევე, უკვე შეთანხმებულია პორტის მშენებლობის დაფინანსების საკითხი.

კონსორციუმის წევრმა ჩინურმა კომპანია Power China-მ საქართველოს ხელისუფლების დელეგაციის პეკინში ვიზიტის დროს შეხვედრისას პროექტის დაფინანსების მზადყოფნა დაადასტურა.

„ჩვენი კონსორციუმი მზად არის სრულად დააფინანსოს და ააშენოს ეს პორტი. ამავე დროს გაუწიოს ოპერირება და 49 წლის შემდეგ კარგად მოწყობილი პორტი თავისი ინფრასტრუქტურით დაუბრუნოს ქართულ სახელმწიფოს“, – აღნიშნა ქარჩავამ.

როგორც ქარჩავა აცხადებს, კონსორციუმი გარანტიას იძლევა, რომ სახელმწიფოსთან ხელშეკრულების ხელმოწერიდან 6 თვეში დაიწყებს პორტის მშენებლობას და პირველი ეტაპის სამუშაოებს სამ წელიწადში დაასრულებს, ანაკლიის პორტში 2019 წელს უკვე შემოვა პირველი გემები. პირველი ეტაპის დასრულებისთანავე კონსორციუმი პროექტის მეორე და მესამე ეტაპების განხორციელებას დაიწყებს, რაც ინდუსტრიული ეკოპარკის მშენებლობას ითვალისწინებს, სადაც განთავსდება თავისუფალი ეკონომიკური ზონა. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში მთლიანობაში 30 ათასი ადამიანი დასაქმდება.


პრეტენდენტების წინადადებების განხილვის საფუძველზე სატენდერო კომისია გამოავლენს გამარჯვებულს, რომელიც ანაკლიის პორტის მშენელობისა და მისი ოპერირების ნებართვას მიიღებს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საპროექტო ღირებულება 6 მლრდ დოლარს შეადგენს
 
21 - 40 of 188 Posts
Top