SkyscraperCity banner

1 - 20 of 218 Posts

·
Registered
Joined
·
12,030 Posts
Discussion Starter #1








საკუთარ თემას იმსახურებს და თან როგორც არქი თაუერის მესვეურები ამბობენ რასაც გუშინდელი პოსკრიპტუმის რეპორტაჟიც ადასტურებს არქი თაუერი იქნება თბილისში ყველაზე მაღალი შენობაო და ვნახოთ აბა

შესახებ
23-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი არქი თაუერი ჭავჭავაძის 39–ში, სამების ეკლესიასთან მდებარეობს. მისი საერთო ფართი 35 000 კვ.მ.–სშეადგენს. აქედან სამი მიწისქვეშა სართული პარკინგს დაეთმო, პირველ და მეორე სართულზე სავაჭრო ცენტრი მოეწყო, მესამე სართულიდან კი საცხოვრებელი ბინები განთავსდება.

არქი თაუერი შენდება მაღალი ხარისხის, თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული Ytong-ის ბლოკით. Ytong არის გერმანული ბრენდი, რომლის სამშენებლო მასალაც იმდენად ფართოდ გამოიყენება ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, რომ ის გერმანიის საუკუნის ბრენდად დაასახელეს 2013 წელს.

ჩვეულებრივი ბეტონის სამშენებლო ბლოკთან შედარებით Ytong-ის ბლოკს 7- ჯერნაკლები თბო-გამტარობა აქვს (თბოიზოლაციის კოეფიციენტი 0,012ვტ/მ2) ანუ, ამ ბლოკით აშენებული კედელი უფრო დიდ ხანს ინარჩუნებს ოთახის ტემპერატურას, შესაბამისად 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება შენობის გასათბობად ან გასაგრილებლად.

აღნიშნულ ბლოკზე და მის მახასიათებელ კოეფიციენტებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: www.xella.com, www.ytong.bg.

დღეისათვის უკვედ ასრულებულია პარკინგისთვის გათვალისწინებული სამ იმიწისქვეშა სართულისა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა. ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართების მშენებლობა მიმდინარეობს.

არქი თაუერის სავაჭრო ცენტრში, რომელიც 7000 კვ.მ.–სმოიცავს, განთავსდა სუპერმრკეტი სმარტი, სწრაფი კვების ობიექტი ვენდისი და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მაღაზიები. კომპლექსში ასევე განთავსებული იქნება სპა და ფიტნეს ცენტრი, საცურაო აუზი, რომელიც გათვალისწინებულია არქი თაუერის მაცხოვრებელთათვის.

არქი თაუერში განთავსებული სავაჭრო ცენტრი ექსპლუატაციაში 2014 წლის აპრილიდან შევიდა. საცხოვრებელი ბინების დასრულება 2016 წლის ზაფხულში იგეგმება.

პროექტის ღირებულება 30 მილიონ დოლარს შეადგენს. კომპლექსი შენდება უმაღლესი ხარისხის მასალებით და აკმაყოფილებს საცხოვრებელი და კომერციული ფართებისთვის დაწესებულ ევროპულ სტანდარტებს.


შენობის სპეციფიკაციები

სართულიანობა: 23 სართული
ბინების რაოდენობა: 158 ბინა
სადარბაზო: 2 სადარბაზო
ლიფტები: 4 ლიფტი (Otis ან Axel)
მშენებლობაში გამოიყენება გერმანული ბრენდი Ytong-​ის ენერგოეფექტური ბლოკები, რომელიც 40%-ით ამცირებს შენობის გასათბობად ან გასაგრილებლად დახარჯულ ენერგიას.
ენერგოეფექტური მინები
ბინის სპეციფიკაციები

უმაღლესი ხარისხის სრული რემონტი
იტალიური ბრენდის ფილები
იტალიური ბრენდის სანტექნიკა
იტალიური ბრენდის აბაზანსი აქსესუარები
უმაღლესი ხარისხის სამზარეულო — გაზქურითა და გამწოვით
ევროპული ხარისხის საღებავით შეღებილი კედლები
ევროპული ხარისხის ლამინირებული იატაკი ან პარკეტი
Akpa-​ს მაღალი ხარისხის ალუმინის კარ-​ფანჯარა
რკინის შესასვლელი კარი
იტალიური გათბობის სისტემა და ქვაბი
დამონტაჟებული კონდიციონერი
დამატებითი უპირატესობები

სავაჭრო ცენტრი
რესტორანი
სუპერმარკეტი
ფიტნეს კლუბი და სპა ცენტრი
საცურაო აუზი
სამ დონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი
 

·
Registered
Joined
·
12,030 Posts
Discussion Starter #5
გუშინ პოსკრიპტუმშ თქვეს ყველაზე მაღალი შენობა იქნება თბილისშიო და რა ვიცი, ისე თუ დააკვირდებით რენდერს და მშენებლობის სურათს ჯერ ნახევარიც არ აქვთ ამოყვანილი სადღაც 14-15 სართული კიდე დარჩათ ამას პლიუს ის რაღაც სამკუთხედი ზევიდან და ლიბერთი ტაუერზე ბევრად მაღალიც გამოდის. ისე მე მომწონს ეს პროექტი საკმაოდ თანამედროვე და ხარისხიანია
 

·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
გუშინ პოსკრიპტუმშ თქვეს ყველაზე მაღალი შენობა იქნება თბილისშიო
:lol: მაგათ მილენიუმის და რეზიდის შესახებ არ სმენიათ ალბათ
 

·
Registered
Joined
·
2,980 Posts
:lol: მაგათ მილენიუმის და რეზიდის შესახებ არ სმენიათ ალბათ
არა, მანდ სხვა პონტია, უბრალოდ ვერა, საბურთალო, ვაკე, ბაგები და ა.შ. სხვადასხვა სახელმწიფოდ მიაჩნიათ.
 

·
Registered
Joined
·
12,030 Posts
Discussion Starter #14
აქ მაგარი ტემპები აქვთ აღებული, სართულს სართულზე აშენებენ და ჭავჭავაძესაც ძალიან მოუხდა ასეთი მაღალი შენობა




















 

·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
თვითონ ცალკე აღებული კარგი კორპუსი გამოვა მარა მიმდებარედ ძალიან ცუდი ხედებია.....
 

·
Registered
Joined
·
1,707 Posts
ძალიან მომწონს, თუ დავკერე მამაჩემი მანდ უნდა ვაყიდინო ორ ოთახიანი გასაქირავებლად.
ეგ არქი თაუერი და იმედია როდესმე დასრულებული აქსის თაუერი ისეთ კოხტა და ვიდიან სიტუაციას შექმნიან რო რავი, უი + ჰილტონი
იფიფ რა იქნება.
 

·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
ძალიან მომწონს, თუ დავკერე მამაჩემი მანდ უნდა ვაყიდინო ორ ოთახიანი გასაქირავებლად.
ეგ არქი თაუერი და იმედია როდესმე დასრულებული აქსის თაუერი ისეთ კოხტა და ვიდიან სიტუაციას შექმნიან რო რავი, უი + ჰილტონი
იფიფ რა იქნება.

კარგი ადგილია ნამდვილად
 

·
Explore Georgia
Joined
·
76 Posts
ძალიან მომწონს, თუ დავკერე მამაჩემი მანდ უნდა ვაყიდინო ორ ოთახიანი გასაქირავებლად.
ეგ არქი თაუერი და იმედია როდესმე დასრულებული აქსის თაუერი ისეთ კოხტა და ვიდიან სიტუაციას შექმნიან რო რავი, უი + ჰილტონი
იფიფ რა იქნება.
მეც ვფიქობ მანდ ბინის ყიდვაზე..ძალიან მომწონს ეგ ადგილი და კორპუსიც კარგია
 

·
Registered
Joined
·
12,030 Posts
Discussion Starter #20
1650 დოლარიდან იწყებაო ჩვეულებრივი ბინებიო და მგონი სადღაც 2000-2500 დოლარიდან პენთჰაუსები, ისე კარგია რომ ცოტა წესიერი, ყველაფრით უზრუნველყოფილი საცხოვრებელი შენობა გამოვა პირველად თბილისის კორპუსების ისტორიაში
 
1 - 20 of 218 Posts
Top