SkyscraperCity banner

1 - 20 of 116 Posts

·
Registered
Joined
·
1,294 Posts
Discussion Starter #1
აქსისი იპოდრომთან არის ინოვაციური შენობა თავისი უნიკალური ადგილმდებარეობით, თანამედროვე არქიტექტურით, მაღალი ტექნოლოგიებით, სადაც ყველაფერი გათვლილია მაცხოვრებლის კომფორტისთვის. ყოფილ იპოდრომთან სიახლოვე კი ბუნებრივად ქმნის უზარმაზარ დასასვენებელ ზონას.

სახლის მისამართია: თამარაშვილის 13. ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალ მაგისტრალთან სიახლოვე სამ უბანთან მარტივ და სწრაფ წვდომას განაპირობებს. ეს სახლი უნიკალურია საბურთალოს მჭიდროდ დასახლებული უბნისთვის არადამახასიათებელი სივრცით და ხედით გარშემო.




 

·
Registered
Joined
·
12,030 Posts
სიმაღლეები სად ნახე? ზუსტია? თუ ზუსტია საირმისაც ნახე რა და გახსენი, ამაზე გაცილებით მაღალი უნდა იყოს.
 

·
Registered
Joined
·
1,294 Posts
Discussion Starter #4
აგერ აქ ვნახე: http://docs.tbilisi.gov.ge/DownloadServlet?downloadCase=2&attachedFileId=577894

მე კი მეხალისება.. მარა დასაწერი მაქ რაღაც... და გავხსნი დანარჩენ თემებს ხვალ :D

PS სართულებსა და სიმაღლეში არ მაქ ჩათვლილი გარაჟი... და ჩასათვლელია?
 

·
Registered
Joined
·
1,294 Posts
Discussion Starter #7
შეხვალ Tas.ge-ზე :D

შემდეგ "ინტერაქტიული რუკა"

იპოვე რუკაზე ის ადგილი, სადაც შენობა მდებარეობს..

შემდეგ მარჯვენა ქვედა კუთხეში არის "რუკის შემადგენლობა" მანდ დააჭერ "+"-ს.

მერე გამოაგდებს ბევრ რაღაცას... და პირველივე რაც წერია "არქიტექტორული ობიექტები - განცახედებები.." მაგას მონიშნავ (მოინიშნება ყველა ქვეპუნქტი)..

ამის შემდეგ რუკა შეიცვლება... უნდა გქონდეს დამახსოვრებული ის ადგილი..

შემდეგ ზევითა მარჯვენა კუთხეში რომ არის კვადრატები... მონიშნავ პირველივეს ( i ).

ამის შემდეგ დააჭერ იმ ადგილს, სადაც შენობა დგას... გამოაგდებს სხვადასხვა განცხადებებს... იპოვე შენთვის სასურველი.. მერე კი მთელი ინფორმაცია არის მოცემული :D
 

·
Registered
Joined
·
1,294 Posts
Discussion Starter #9
რო დავამუღამე მეც მთელი დღე მაგ საიტზე ვიჯექი... ახლაც დიდ დროს ვატარებ :D
 

·
Registered
Joined
·
1,115 Posts
ანუ თუ სწორედ გავიგე:
იპოდრომთან (ასათიანის მხარეს) იქნება აქსისი სამი შენობა.
-10 სართულიანი, რომელიც უკვე რამდენიმე წლის დამთავრებულია (მ2 დაწყებული არ იყო ჯერ)
-21 სართულიანი, ახლა რომ შენდება თითქმის კარკასის რომ ამოყვანილია.
- და ეს ახალი 23 სართულიანი

სწორია?

ამ თემაში მეორე სურათში რომ დევს, ეგ რომელია, რომ შენდება, თუ ახლა რომ ითხოვენ ნებართვას?
 

·
Registered
Joined
·
1,294 Posts
Discussion Starter #13
ეს არის ერთი პროექტი... 10 და 21 სართულიანები.. და მაგათი სურათები დევს..

უფლებას კი ამ პროექტზე ითხოვენ.
პირველ რენდერზე, მარჯვნივ რომ არის მშენებარე შენობა სწორედ ეს 21 სართულიანია



 

·
Registered
Joined
·
1,115 Posts
ორივე ძალიან მომწონს. მშენებარეც და ახალიც.
ტაუერსის გარდა ყველა აქსისის პროექტს მირჩევნია
 

·
Registered
Joined
·
12,030 Posts
ხო, მაგრამ აქ იმაზე მეტი უცხოელი შემოდის ვიდრე ქართული და ლოგიკურად იგივე სახელწოდება ინგლისურად უნდა დავწეროთ. ხო და კიდე სიმაღლეში მეტრები M-თი კი არა m-თი უნდა ეწეროს. არაუშავს, ნოდარა გვყავს. მეც მეშლება ხოლმე.
 

·
Registered
Joined
·
1,294 Posts
Discussion Starter #18
ანუ.. ინგლისურად ეწერა IPODROMI (ENG-ზე რო გადაიყვან საიტს)

მეტრებს არ დავკვირვებივარ :D
 

·
Registered
Joined
·
1,115 Posts
ამ თემაშიც გავაგრძელოთ ხო ახალზეც?
მემგონი არ უნდა ახალი თემა, სამივე შენობაზე აქ ვილაპარაკოთ.
ნუ პირველზე რაღაა სალაპარაკო, ცხოვრობენ უკვე კაი ხანია
 

·
Registered
Joined
·
1,294 Posts
Discussion Starter #20
პირველის 10 სართულიანში ცხოვრობენ, თორე 21იანი ახლა შენდება. 15 სართული აქვთ სადღაც აშენებული.

რავიცი.. ეს ხომ სხვა პროექტია კიდე..
 
1 - 20 of 116 Posts
Top