SkyscraperCity banner

1 - 20 of 41 Posts

·
Registered
Joined
·
2,847 Posts
Discussion Starter #1
Construction is set to begin on Batumi Riviera, a new residential-led, mixed-use development in Batumi, Georgia.
Consisting of six residential and hotel towers, the largest of which will be 42 storeys and 130m high, the seafront project includes a yacht club and new marina, a shopping centre, a casino, outdoor pools and restaurants, a multifunctional hall, a congress centre and a landscaped recreational zone.
Phase one will provide 38,000m² of space in a residential tower, along with 4,500m² of podium-level retail/F&B and an 11,000m² car park holding 315 parking spaces. The green podium will incorporate design references to vine leaves, reflecting the ancient Georgian wine making tradition. The overall development will also include marina facilities for 50 boats and a 19,000m² municipal park for use by all residents of the city.


The project sits in a six-hectare plot of land which will accommodate the buildings and two hectares of landscaped public land. The development will serve as an attractive seaside link between the historical town centre and the port and railway station. The site benefits from its proximity to the popular tourist destinations at the seafront boulevard and the old town.

Batumi Riviera is an important step in establishing the city as a major tourist destination and sailing base on the Black Sea, as part of the wider Silk Road development strategy. Initial investment in phase one of the project is US$65m. The first phase will complete in 2021.
Chapman Taylor's Madrid studio has masterplanned and designed this sustainable scheme on behalf of The Silk Road Group.



 

·
Registered
Joined
·
1,708 Posts
რამდენად რეალურია და რამდენად განხორციელდება, სილქ როუდს ახასიათებს ბაქიბუქობა.

სილქ თაუერი საერთოდ გამოირიცხა?
 

·
Registered
Joined
·
2,847 Posts
Discussion Starter #4
მთლიანად კომპლექსს რაც ქვია ეგ მივაწერე. სხვა კოშკების სიმაღლეები სართულიანად რო გვეცოდინება ჩავამატებ სათაურში.
 

·
Registered
Joined
·
375 Posts
უსახურია, შანხაის გარეუბანი (

ამ ადგილას ამის აშენება რა უფანტაზიობაა?!
ტეხავს ზარალა (
 

·
Registered
Joined
·
12,030 Posts
ძალიან ცუდია. ფაქტობრივად 6 ერთნაირი, უგემოვნო შენობა. თან სავარაუდოდ ეს გამწვანება ფასადზე მხოლოდ რენდერებში დარჩება. მივიღებთ 6 კუბს ასეთ კარგ ადგილას.

თუმცა, ორბის და მსგავსი კომპანიების პროექტებს კი სჯობს.
 

·
Registered
Joined
·
626 Posts
cariel mindiords es mirchevnuia/ didi araferi ar aris-tipiur korpusenbs gavs.ubralod ufro didi.
stili ar akvs batums.
da namdvilad orbis twin towers-ze uketesia.
 

·
Registered
Joined
·
482 Posts
რა საჭიროა 6 ცათამბრჯენის აშენება, ააშენონ ერთი დიდი და დაბლები გარშემო, როგორც ტრამპ თაუერის პროექტი იყო.
 

·
Registered
Joined
·
215 Posts
„სილქ როუდ ჯგუფი“ 6 კოშკს სავარაუდოდ ვერ ააშენებს – ტერიტორია ისტორიულ ზონაში რჩება http://batumelebi.netgazeti.ge/news/187437/

„სილქ როუდ ჯგუფი“ ბათუმში ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ექვსი თაუერის მშენებლობის ნებართვას სავარაუდოდ ვერ მიიღებს. მერია გეგმავს ბათუმის ისტორიული ზონის საზღვრები იმ შენიშვნების გათვალისწინებით წარადგინოს დასამტკიცებლად, რომელიც ცოტა ხნის წინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან მიიღო. ამ შენიშვნების თანახმად ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორია, სადაც კომპანია მშენებლობას გეგმავდა, ისტორიული დაცვის ზონაში დარჩება. დაცვის ზონაში კი დაუშვებელია იმ შენობებზე მასშტაბური მშენებლობები, რომელთა იქ არსებობაც ისტორიულად დადასტურებულია.

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინფორმაციით, მერია აქტიურად თანამშრომლობს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან, იმ შენიშვნებთან მიმართებაში, რაც სააგენტომ მერიას ისტორიული ზონის საზღვრებთან დაკავშირებით გამოუგზავნა.

მერმა სააგენტო გარკვეულწილად პროცესის გაჭიანურებაშიც დაადანაშაულა და განმარტა, რომ ამ პროცესს არ მოჰყვებოდა დიდი ვნებათაღელვა საზოგადოების მხრიდან, სააგენტოს თავისი რეკომენდაციები დროულად რომ გამოეგზავნა.

„სამწუხაროდ, ამ პროცესს არ სჭირდებოდა ათი თვე, შარშან აპრილის თვეში გადავაგზავნეთ ეს დოკუმენტაცია და ვითხოვეთ რეკომენდაცია სამუშაო რეჟიმში. სამწუხაროდ, ეს მოხდა მხოლოდ ათი თვის შემდეგ, გაფართოებული სხდომით და ძალიან დიდი ვნებათაღელვით. შესაძლებელი იყო ერთ ან ორ თვეში იმავე რეკომენდაციის გამოგზავნა და ამ პროცესების დაჩქარება“, – თქვა დღეს გამართულ ბრიფინგზე ლაშა კომახიძემ, ბათუმის მერმა.

მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქალაქის მერია სააგენტოსთან ერთად რამდენიმე საკითხის დაზუსტების პროცესშია. მისივე განმარტებით, ამ პერიოდის განმავლობაში ისტორიული დაცვის ზონის საზღვრებში მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაცემულა, გარდა იმისა, როცა მერიას პროექტის შეთანხმება სასამართლომ დაავალდებულა.

„მე შემიძლია დავამშვიდო ის ხალხი, ვინც ამაზე ღელავს – ჩვენ მსგავს პოლიტიკას გავაგრძელებთ“, – განაცხადა დღეს ლაშა კომახიძემ.

რა ბედი ელის „სილქ როუდ ჯგუფის“ პროექტს თუ კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული ტერიტორია ისტორიული ზონის საზღვრებში დარჩება? – მერმა ამ კითხვაზე პასუხის დროს ისევ ხაზი იმას გაუსვა, რომ მერიაში გადაწყვეტილების მიღებისას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს შენიშვნებს გაითვალისწინებენ.

კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ ბათუმში, ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიასთან 6 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობს, სადაც 6 თაუერის მშენებლობას აპირებდა. ეს პროექტის ფინანსური მხარდამჭერი იყო „თანაინვესტირების ფონდი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია.

ამ პროექტს ბათუმის საზოგადოება ეწინააღმდეგებოდა და საპროტესტო აქციებს მართავდა.

„სილქ როუდ ჯგუფმა“ ამ პროექტის გრგ მოამზადა და პირველ მარტს წარუდგინა ბათუმის მერიას.

პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან 59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის [ჭაჭის თაუერი] საკუთრებაა.
 

·
Registered
Joined
·
2,847 Posts
Discussion Starter #15
ზარალას და ივანიშვილის პროექტს ასე მარტივად ვინ გაყინავს. ამის ისე არ მჯერა, როგორც მარსზე მობიბინე ბალახის არსებობის.
 

·
Registered
Joined
·
1,708 Posts
ერთფეროვანია ნამდვილად მაგრამ მაგ სიცარიელეს ეს მირჩევნია, ოღონდ თუ ზუსტად კოპირება იქნება ამ რენდერის.
 

·
Registered
Joined
·
375 Posts
არადა სიცარიელე ჯობია ამ უსახურ კომპლექსს.

უარი უნდა ეთქვას და სხვა პროექტი მოიტანონ, არქიტექტურაში წესიერი ფული გადაიხადონ.
 

·
Registered
Joined
·
2,847 Posts
Discussion Starter #18
ასეთი ადგილის ცარიელი დატოვება გაუმართლებელია. ეს პროცესი თუ უბიძგებს დეველოპერს უფრო დახვეწოს პროექტი ნამდივილად მისასალმებელია.
 

·
Registered
Joined
·
2,847 Posts
Discussion Starter #20
350 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მულტიფუნქციური პროექტი „ბათუმი რივიერას“ მშენებლობა, სავარაუდოდ, ზაფხულში დაიწყება (ფოტო)

ბათუმში, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე „სილქ როუ ჯგუფი“ 350 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მულტიფუნქციური პროექტ „ბათუმი რივიერას“ მშენებლობას სავარაუდოდ ზაფხულში დაიწყებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „ბათუმი რივიერას“ დირექტორმა გოგა კაპანაძემ განუცხადა. მისი ინფორმაცით, ამჟამად კომპანია ბათუმის მერიისგან მშენებლობის ნებართვის მიღებას ელოდება.


„ველოდებით პასუხს, ან საქმისწარმოების ვადა უნდა გაზარდოს თავისი არგუმენტების მოყვანით, ან უკვე გადააგზავნოს ბათუმის საკრებულოში. ჩვენ მზად ვართ მშენებლობის დასაწყებად, მნიშვნელოვანი ინვესტიციები უკვე მოზიდული გვაქვს. ყველაფერი გვაქვს კანონის შესაბამისად,რა დროსაც მივიღებთ ნებართვას, მშენებლობას მაშინვე დავიწყებთ. უკვე დასრულებულია პროექტის ესკიზი, “-აცხადებს კაპანაძე.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია მერიაში გრგ-ს შეთანხმების ეტაპს გადის.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია „სილქ როუდ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული 6 ჰექტარი ფართობზე მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. ასევე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 ჰექტარ პარკს, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშივე დარჩება. ტერიტორია გახდება ბულვარის შემადგენელი ნაწილი და შეუნარჩუნდება რეკრეაციული ზონის სტატუსი. „სილქ როუდ ჯგუფი“ მხოლოდ მის ლანშაფტურ დიზაინს შექმნის. ასევე, პროექტის ნაწილად მოიაზრება 20-წლიანი იჯარით აღებული იახტკლუბის ტერიტორია.


„მაცხოვრებლების და მათი სტუმრების ყურადღებას ზღვის ბუნებრივი წყლით შევსებული, ხელოვნური ლაგუნა მიიპყრობს, სადაც მათ მცირე ზომის იახტები მოემსახურება და გარშემო მდებარე კაფეები და რესტორნები მიიზიდავთ. მიგვაჩნია, რომ ბათუმში, მაღალ და საშუალო შემოსავლიანი ტურისტული სეგმენტის გაზრდაზე და ოთხივე სეზონის განვითარებაზე უნდა დავიწყოთ ზრუნვა. „ბათუმი რივიერა“ გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებების მიზიდულობის ცენტრი გახდება. ქალაქის პირველი კონვენციის ცენტრი, რომელიც თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მრავალფუნქციური სივრცე იქნება, წლის განმავლობაში დიდ აუდიტორიაზე გათვლილ სხვადასხვა კონფერენციებს, გამოფენებს და კონცერტებს უმასპინძლებს და შესაბამისად, აქტიური სეზონის ხანგრძლივობას გაზრდის, რაც დამატებით შემოსავალს გულისხმობს როგორც აჭარის ბიუჯეტისთვის, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. გაზაფხულ-ზაფხულში „ბათუმი რივიერა“ იახტების მოყვარულებით დაიტვირთება და მაღალი შემოსავლის მქონე ტურისტებს მოიზიდავს, რომელთა რაოდენობა, სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, საქართველოში, ჯერჯერობით მცირეა.


იახტკლუბი 30 მეტრის სიგრძის იახტების მიღებას შეძლებს. აქ იქნება რესტორნები, გასართობი ცენტრი და ზღვის წყლით ავსებული ღია აუზი. რაც შეეხება ზამთარს, ამ პერიოდის აჭარაში გატარება კიდევ უფრო საინტერესო გახდება. „სილქ თაუერის” სახურავზე ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი მოეწყობა და „ბათუმი რივიერა“ მის მაცხოვრებლებს გოდერძისა და მესტიის სამთო-სათხილამურო კურორტების მიმართულებით ფრენებს შესთავაზებს,“-აცხადებენ კომპანიაში.


პროექტის თანახმად, ასევე დაგეგმილია საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა, კეთილმოწყობილი პარკის, განსხვავებული კონცეფციის კაზინოს, 2000 სტუმარზე გათვლილი მულტიფუნქციური კონგრეს ცენტრის მშენებლობა, სადაც შესაძლებელი იქნება სპორტული შეჯიბრებების, კონცერტების, გამოფენების და სხვა ღონისძიებების მოწყობა.

როგორც კაპანაძე განმარტავს, პროექტი რამდენიმეეტაპიანი იქნება და მისი სრულად დასრულება 5 წელიწადში იგეგმება. პირველი ეტაპი 3 წელიწადში დასრულდება. მისი სრული ღირებულება კი დაახლოებით 74 მილიონი აშშ დოლარი იქნება.


კითხვაზე, რომელი საერთაშორისო ბრენდი იქნება პროექტში არსებულ სასტუმროების ოპერატორი და მიმდინარეობს თუ არა მათთან მოლაპარაკებები, კაპანაძე აღნიშნავს, რომ შესაძლოა ეს „რედისონიც“ იყო, თუმცა, მას შემდეგ რაც ბათუმის მერია მშენებლობის ნებართვას გასცემს, სხვადასსხვა საერთაშორისო ოპერატორტან მოლაპარაკებები დაიწყება.


„ჩვენ გამოცდილება გვაქვს საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობაში, მესამე რედისონი გავხსენით წინანდალში, ერთი -ბათუმში, ერთი- თბილისშია. გვაქვს სხვადასხვა კონტაქტები სხვა საერთაშორისო ოპერატორებთან. ასე რომ ეს არ გვიჭირს, ამის გამოცდილება გვაქვს და თავისუფლად შეგვიძლია. შეიძლება „რედისონიც“ იყოს და სხვა არანაკლები ბრენდიც. ჯერ მივიღოთ ნებართვა. გრგ-ს შეთახმების გარეშე ინვესტორებთან ლაპარაკი არასერიოზულია. ჩვენ თვითონაც დარწმუნებულები უნდა ვიყოთ რისი მშენებლობის საშუალება გვაქვს“-აცხადებს კაპანაძე.

როგორც ცნობილია, „სილქ როუდ ჯგუფმა“ „ბათუმი რივიერის“ პროექტის არქიტექტურულ დიზაინსა და ურბანულ დაგეგმარებაზე ისეთ წამყვან კომპანიასთან იმუშავა, როგორიც არის “Chapman Taylor”.



პროექტის კონცეფცია და იერსახე „სილქ როუდ ჯგუფისთვის“ თავიდანვე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. სწორედ ამიტომ ჩატარდა ტენდერი, რომელშიც 25-მა საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. შედეგად, სამუშაოს შესრულება Chapman Taylor-ს დაევალა. კომპანიას გააჩნია 60-წლიანი გამოცდილება და დაჯილდოებულია 250-ზე მეტი საერთაშორისო პრიზით, როგორიც არის MIPIM Awards, International Property Awards, The Global RLI Awards, ICSC European Shopping Center Awards და კიდევ სხვა მრავალი.



აღსანიშნავია, რომ პროექტი „სილქ როუდ ჯგუფის“ მიერ და „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ მხარდაჭერით ხორციელდება.
 
1 - 20 of 41 Posts
Top