SkyscraperCity banner

1 - 20 of 120 Posts

·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
Discussion Starter #1 (Edited)
ბათუმში გმირთა ხეივნის ტერიტორიაზე მაღალი დონის სასტუმრო აშენდება. კომპანია DAR BUILDING-მა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პირობებიან აუქციონში გაიმარჯვა, რომელზედაც ბათუმში, ტბ.აბუსერიძის ქ.N15/ფიროსმანის ქ.N5-ში მდებარე 3718 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდებოდა. ობიექტის საწყისი ღირებულება 551 ათას დოლარს შეადგენდა, თუმცა DAR BUILDING-მა ის 563 ათას დოლარად იყიდა.

პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია მრავალფუნქციური ტურისტული ინფრასტრუქტურა განავითაროს, რომელიც მინიმუმ 80 ნომერზე გათვლილი სასტუმროს, საცხოვრებელი აპარტამენტებისა და მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობას ითვალისწინებს.

ინვესტორი ვალდებულია, რომ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობა დასრულოს და ექსპლუატაციაში შეყვანოს.

ასევე, მრავალფუნქციური შენობა-ნაგებების ექსპლუატაციაში შეყვანიდან 6 თვის განმავლობაში შენობა-ნაგებობის ნაწილში, არანაკლებ 2 000 კვ.მ ფართზე საზოგადოებრივი კვების ობიექტ(ებ)ის (სამინისტროსთან შეთანხმებით მოეწყოს ერთ-ერთი მაინც შემდეგიდან - რესტორანი, ბარი, კაფე) და გასართობი ცენტრ(ებ)ი (“კარაოკე“-ბარი) მოწყოს.

აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა პროექტის განხორციელებისათვის მინიმუმ 15 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

შეგახსენებთ, რომ გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ იმუშავა. ტერიტორიის ფართობია 3 ჰა. დაგეგმარების მიხედვით ხეივანი 14 საინვესტიციო მიწის ნაკვეთად დაიყო, რომლის ათვისება 3 ეტაპად განხორციელდება.

კონცეფციის მიხედვით შენობის მაქსიმალური სიმაღლე 140, ხოლო მინიმალური 30 მეტრი განისაზღვრა. ტერიტორიაზე სასტუმროების, აპარტამენტების, რესტორნების, სხვადასხვა გასართობი ობიექტებისა და სპორტული ცენტრების განთავსება იქნება შესაძლებელი. გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციის მიზანი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ბიზნესის/ტურიზმის ხელშეწყობა,სამუშაო ადგილების შექმნა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა.




Current Render

 

·
Registered
Joined
·
626 Posts
ის მეორე სახლიც რო დაემრგვალებიათ..... და + 10 სართული ყოველ კორპუსს.
 

·
Registered
Joined
·
626 Posts
რას შვრებიან? საძირკველს თხრიან?
Xo.
Momcons ro saxlebs roca angreven da roca funtamentistvis txran micas mteli grunti-kvebi -sila-nandrevebi midis sofel adlias didi dabali mindoris ამაღლებაზე.
იმიტომ რო დიდი შტორმის დროს სანამ ნაპირი არ გაამაგრეს აეროპორტის და ადლიას წინ ზღვა გადმოდიოდა და ძირავდა სოფლის ირგვლივ ველს.
 

·
Registered
Joined
·
1,045 Posts
Xo.
Momcons ro saxlebs roca angreven da roca funtamentistvis txran micas mteli grunti-kvebi -sila-nandrevebi midis sofel adlias didi dabali mindoris ამაღლებაზე.
იმიტომ რო დიდი შტორმის დროს სანამ ნაპირი არ გაამაგრეს აეროპორტის და ადლიას წინ ზღვა გადმოდიოდა და ძირავდა სოფლის ირგვლივ ველს.
Rame axali araferia ? Stadions ro txridnen raqnes? An ialchinma
 

·
Registered
Joined
·
626 Posts
Rame axali araferia ? Stadions ro txridnen raqnes? An ialchinma
დღეს სამუშაოდან რო მოვდიოდი არაფერი ახალი არ იყო ავტობუსის ფანჯრიდან.:)
 

·
Registered
Joined
·
626 Posts
[Orbis tanamshromlebs aricnob
მე არავის არ ვიცნობ-მხოლოდ იმ სამშენებლო ფირმის რომელთან ვტანამშრომლობ.
http://houses.ge/properties/real-mesheni-tbel-abuseridze/?lang=ka#jp-carousel-2831
http://houses.ge/properties/real-mesheni-tbel-abuseridze/?lang=ka#jp-carousel-2827
http://houses.ge/properties/real-mesheni-tbel-abuseridze/?lang=ka#jp-carousel-2833
 

·
Registered
Joined
·
1,045 Posts
გემოვნების ამბავია, მაგრამ მგონია, რომ ორბის პროექტებს არაფრით ჯობს
gemovneba arafer shuashia ai naxav rom damtavrdeba orbis yvela proeqts ajobebs rac ashenebuli aqvs orbis )))
 

·
Registered
Joined
·
1,045 Posts
Magram atasjel jobs orbis yvela proeqts vizualurad amashi ro ashendeba darwmundebit. Dabali donis ravi batumshi titqmis yvela amis donisa 2 stuar chavtvlit
 
1 - 20 of 120 Posts
Top