Skyscraper City Forum banner
1 - 20 of 250 Posts

·
Registered
Joined
·
2,985 Posts
Discussion Starter · #1 · (Edited)
ესეც დიდი ხნის ნანატრი ისთ მოლის ფოტოები. მინდა გითხრათ, რომ გრანდიოზული მშენებლობაა უზარმაზარ ტერიტორიაზე. იმხელა ტერიტორიაზე, რომ ბოლომდე ვერც გადავიღე. უამრავი დიდი ობიექტები შენდება ამ ტერიტორიაზე. თავისი მოლებით, კინოთეატრებითა და ისეთი ფანტანებით მიშასაც რომ შეშურდება. ოხრანნიკმა მითხრა სექტემბერში აბარებენო, თუმცა შიგ არ შემიშვა. ვერც შევიდოდი, ისეთი ამბავია. მომავალში შევეცდები შევაღწიო.

სავაჭრო-გასართობი ცენტრი კახეთის გზატკეცილზე

დაწყების თარიღი: მაისი 2013
დასრულების თარიღი: სექტემბერი 2014
სამშენებლო ფართი: 48780 კვ.მ

დამკვეთი: "სი ბი დი დეველოპმენტი"
შემსრულებელი: კომპანია "ანაგი"

·
Registered
Joined
·
2,985 Posts
Discussion Starter · #2 ·
ესეც იქვე გვერდით მშენებარე კორპუსები სამხედროების ოჯახებისთვის

·
Registered
Joined
·
2,985 Posts
Discussion Starter · #3 ·
საინტერესოა ამდენ მოლს რა უნდა ვუყოთ? არადა ეს ისთ მოლი ჩაყლაპავს დიღმის თბილისის მოლს იმხელაა...
 
·
Registered
Joined
·
2,985 Posts
Discussion Starter · #5 ·
Gregor სად შენდება ეს? ძაან მასშტაბურია..
მასშტაბური ცოტა სიტყვაა, აი გრანდიოზულია. რამდენსაც აქ ხედავ, იმდენი უკანაცაა, შენობების მეორე რიგი...

კახეთის გზატკეცილზეა. ნაციონალური მოძრაობის სათავო ოფისის მოპირდაპირედ თითქმის. აი ახალი ვაენი გარადოკის გვერდით იქვე. აეროპორტისკენ. მახსოვს თინეიჯერი რომ ვიყავი და სამედიცინოზე ვსწავლობდი ბიჭები ხშირად დავდიოდით აქეთ, ერთ ერთი აქეთკენ ცხოვრობდა და მახსოვს ამ ისთ მოლის ადგილზე საზიზღარი მეჩხერი და ხრიოკი მიდამო იყო, აი ღორიც რომ არ იკადრებდა შესვლას ეგეთი...
 
·
Registered
Joined
·
1,207 Posts
თბილისის დასავლეთის კარიბჭესთან თბილისი მოლია, ხოლო აღმოსავლეთის კარიბჭესთან ისთ მოლი. ქალაქის შესასვლელ-გასასვლელია, ასე ვთქვათ სტრატეგიული ადგილი. გაამართლებს. რუსთავის გზატკეცილისკენაც გაამართლებს ასავე, თუ გადაწყვიტეს რამე. ეგეთ საკვანძო სატრასნპორტი არტერიებში ყველაფერი ამართლებს:)
 
·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
ხო ხო ვიცი ეგ ადგილი,ძალიან მაგრი რაღაც ჩანს ,ეტყობა ლილოს აღება უნდათ.....სამედიცინოზე თუ სწავლობდი კოლეგები ვყოფილვართ :)
 
·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
თბილისის დასავლეთის კარიბჭესთან თბილისი მოლია, ხოლო აღმოსავლეთის კარიბჭესთან ისთ მოლი. ქალაქის შესასვლელ-გასასვლელია, ასე ვთქვათ სტრატეგიული ადგილი. გაამართლებს. რუსთავის გზატკეცილისკენაც გაამართლებს ასავე, თუ გადაწყვიტეს რამე. ეგეთ საკვანძო სატრასნპორტი არტერიებში ყველაფერი ამართლებს:)
კი გაამართლებს,მარა ამდენი მყიდველი არ არის :) თბილისი მოლშიც არ შედის იმდენი რამენიც გათვილილი იყო.
 
·
Registered
Joined
·
2,985 Posts
Discussion Starter · #9 ·
მაგას ვამბობ, ძალიან ბევრი მოლებია თბილისში მსგავსი მასშტაბი არაა სავალდებულო. მე თუ მკითხავთ ერთი კარგად დატვირთული მოლი აჯობებდა. სინამდვილეში კი ისთ მოლი, თბილისი მოლი, ცენტრალი და ქარვასლა. ძალიან ბევრია და თან არცერთი არაა დატვირთული. თან 80% ნაგავი იყიდება.

ჰო, ექიმი ვარ, ქირურგი.
 
იდეაში ასეთი მაშტაბური მოლების მიზმიდველობა პროდუქცაიზე დაბალი ფასები(უზარმაზარი სასაქონლო მარაგების გამო) და მოსახერხებელი მომსახურეობაა. ასეთ მოლებში მე რაც შვამჩნიე ფასები დიდად არ განხსვავდება სხვა საცალო ვაჭრობის ობიექტებისგან რომლებიც წვრილ-წვრილად არის მიმობნეული მთელს ქალაქში. ერთი და იგივე მომწოდბელბი ყავთ პრინციპში და ფასებიც იგივე აქვთ ამი გამო. მოკლედ სანამ ფასები ერთნაირი იქნება ქალაქის ცენტრში არსებულ წვრილ საცალო სავაჭროს წერტილსა და ამხელა მოლს შორის არავინ წამოვა ქალაქის სიღრმიდან გარეუბანში საშოპინგოთ.
პ.ს. უბრალოდ ამ მოლებს ის უპირატესობა აქვთ რომ ქალაქის შესასვლელ-გასასვლელებშია.
 
·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
მაგას ვამბობ, ძალიან ბევრი მოლებია თბილისში მსგავსი მასშტაბი არაა სავალდებულო. მე თუ მკითხავთ ერთი კარგად დატვირთული მოლი აჯობებდა. სინამდვილეში კი ისთ მოლი, თბილისი მოლი, ცენტრალი და ქარვასლა. ძალიან ბევრია და თან არცერთი არაა დატვირთული. თან 80% ნაგავი იყიდება.

ჰო, ექიმი ვარ, ქირურგი.
კარგია ,ღმერთმა ხელი მოგიმართოს....
 
·
Registered
Joined
·
12,033 Posts
realurad dubaishic ki erti magram imdenad didi molia rom eas an tbilisi mallebi ro sheaerto maic imaze patara iqneba. chemi azrit mainc ajobebda yofiliyo erti tbilisi mall da erti didi malli aeshenebinat tbilisis centrshi, magalitad univermagi dzalian didi masshtabebit ganvitarebis sashualebas idzleva da tan imdenad magari adgilia rom tbilisi malls arc ki daesizmreba imdeni klienti sheva mand, ogond karfurebi da ragac egetebi ar aris sachiro
 
·
Registered
Joined
·
2,985 Posts
Discussion Starter · #14 · (Edited)
realurad dubaishic ki erti magram imdenad didi molia rom eas an tbilisi mallebi ro sheaerto maic imaze patara iqneba. chemi azrit mainc ajobebda yofiliyo erti tbilisi mall da erti didi malli aeshenebinat tbilisis centrshi, magalitad univermagi dzalian didi masshtabebit ganvitarebis sashualebas idzleva da tan imdenad magari adgilia rom tbilisi malls arc ki daesizmreba imdeni klienti sheva mand, ogond karfurebi da ragac egetebi ar aris sachiro
ჰო, უნივერმაგი სულ დამავიწყდა, მაგასაც ხომ გააკეთებენ დღეს -ხვალ და ეს უკვე მეხუთი მსხვილი მოლი და არ ვიცი ამდენი რად გვინდა...
 
·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
კიდევ ყველზე ნაღდია ელიავას ქალაქ გარეთ გატანა და ეგეთი სინაგვეების...პროსტა არც ერთ ჩარჩოში არ ჯდება ეგეთი ბაზრობები ქალაქის ცენტრში.არც პარკირება ყოფნის და არის ერთი ამბავი კაცი მანქანას ვერ გააჩერებ. მეორე ანტისანიტარია..
 
·
Registered
Joined
·
1,207 Posts
ბაზრები, ბაზრობები და გარე ვაჭრობა თბილისის უდიდესი "თავის ტკივილია". იმედია ყველა ხვდება რომ ტექნიკურად არნაირი პრობლემა არ არის გატანა თუ გადატანა, უბრალოდ ამდენ გაჭირვებულ ადამიანს სად წაიყვან მერე. თორე აქამდე 10 ჯერ გაიტანდნენ და გამოიტანდნენ ლილოსაც, ელიავასაც და დეზერტირებსაც.
 
·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
ბარემ ელიავაც თუ მიყვება ბევრი მძღოლი და მოსახლე დაისვენებს ... სამარცხვინო ადგილებია ქალაქში ეგენი..
 
1 - 20 of 250 Posts
Top