Skyscraper City Forum banner
1 - 11 of 11 Posts

·
Registered
Joined
·
1,087 Posts
Discussion Starter · #1 ·
შპს ბათმშენის მიერ მშენებარე მრავალფუნცქციური კომპლექსი სახელწოდებით - ინტურისტ რეზიდენსი მდებარეობს ქ. ბათუმში, ზღვის სანაპირო ზოლში, ზღვიდან 3 წუთის ფეხით სავალზე, პლიაჟიდან დაახლოებით 200 მეტრში.
მთავარი, რაც კომპლექსს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ადგილმდებარეობაა. უბანი სადაც აღნიშნული კომპლესი შენდება არის ქალაქის ყველაზე პერსპექტიული და საინვესტიო თვალსაზრისით მომხიბვლელი ტურისტული და საკურორტო ზონა.
კომპლექსის უშუალო სიახლოვეს მდებარებს მაკდონალდსი, დანკინ დონატსი (ვენდის სახლი, კარფური), გუდვილი (ბათუმი მოლი), იუსტიციის სახლი, არდაგანის ტბა (მოცეკვავე შადრევნები), რესტორნები - სანრემო, გრანდ გრილი, სანსეტი და სხვადასხვა. კომპლექსის უშუალო სიახლოვესაა ასევე ბათუმის ძველი და ახალი ბულვარი. კომპლექსიდან 1-2 საათის სავალზეა ასევე სათხილამურო კურორტები გომარდული და გოდერძი.
გარდა არსებულისა მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს ასევე რამდენიმე ათეული სხვადასხვა მრავალფუნქციური კომპლექსებისა და ცათამბრჯენების მშენებლობა, როგორიცაა საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები, სამორიონეები, რესტორნები, კაფე-ბარები, ღამის კლუბები, საბავშვო და სხვა გასართობი ცენტრები, სავაჭრო ცენტრები, ქალაქის დიდი საფეხბურთო მოედანი და სხვა უამრავი ინფრაქსტრუქტურული პროექტები.
თანამედროვე, ევროპული არქიტექტურის მქონე კომპლექსი ინტურისტ რეზიდენსი შედგება 37 სართულიანი ორი A და B ბლოკისაგან.
A ბლოკის 1-15 სართულებზე განთავსდება საერთაშორისო ბრენდის, 5 ვარსკვლავიანი, 180 ნომრიანი სასტუმრო
A ბლოკის 16-37 და B ბლოკის 4-37 სართულებზე განთავსდება ევროსტანდარტების მქონე, ბიზნეს კლასის 1, 2, 3 და 4 ოთახიანი პრაქტიკული საცხოვრებელი აპარტამენტები.
საცხოვრებელი აპარტამენტებიდან იშლება ზღვის, მთებისა და ქალაქის ულამაზესი ხედები.
საცხოვრებელი აპარტამენტების ყველა ოთახს აქვს ღია ტიპის აივნები
 
1 - 11 of 11 Posts
This is an older thread, you may not receive a response, and could be reviving an old thread. Please consider creating a new thread.
Top