Skyscraper City Forum banner
1 - 20 of 960 Posts

·
Registered
Joined
·
721 Posts
Discussion Starter · #1 · (Edited)

რატომ არწივი, რომელსაც ბევრი გეშტაპოს ადარებს? იმედია წაიკითხავთ. 100% ქართველია ეს არწივი. რა გამომეტყველებაში არ ეტყობა? :)

·
Registered
Joined
·
12,035 Posts
გამარჯობათ,

მე ვარ ირაკლი ჯოხთაბერიძე. გადავწყვიტე გავწევრიანებულიყავი თქვენს ბლოგზე, რომ მოგაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია და ფოტოები ქართული სახვითი ხელოვნების მშენებლობის თაობაზე.

პირველ რიგში მინდა მოგიყვეთ რატომ დაისახა მიზნად გია ჯოხთაბერიძემ ამ მუზეუმის აშენება. ამ ეტაპზე ჩვენს კოლექციაში 3000-ზე მეტი ქართული შედევრია. მუზეუმი არის 100%-ით ქართული პროექტი, საქართველოსა და ქართველთა ამაღლებისთვის ჩაფიქრებული. ქართული შედევრები სომხეთსა და სხვა ქვეყნებში კაპიკებად იყიდებოდა. ამით უმნიშვნელოვანესი ქართული მემკვიდრეობა იფლანგებოდა. გია ჯოხთაბერიძემ ამ ქართული საგანძურის გადარჩენა და დაცვა გადაწყვიტა. 20 წლიანი სერიოზული მუშაობის პროდუქტი არის ეს სახვითი ხელოვნების მუზეუმი. გარწმუნებთ, რომ მუზეუმი დათქმულ დროს გაიხსენბა!

რატომ არწივი, რომელსაც ბევრი გეშტაპოს ადარებს? იმედია წაიკითხვავთ. 100% ქართველია ეს არწივი. რა გამომეტყველებაში არ ეტყობა? :)

იმედია ვინც გულშემატკივრობს ამ პროექტს ასე გააგრძელებთ, ვისაც არ მოგწონთ, იმედია გული შემოგიბრუნდებათ. ეს არის ქართული სიამაყე, რომელიც საუკუბეების მანძილძე დარჩება ჩვენ შვილებს.
გასაგებია, იდეა და შერულება არაჩუეულებრივია, მაგრამ არქიტექტურული თვალსაზრისით ამ შენობას სარკოფაგის გარდა ვერაფერს შევადარებ, პროექტი კიდევ არ იყო იმდენად საშინელი თუმცა როდესაც კარკასის მშენებლობა დაიწყო და ეს ყრუ კედლები დავინახეთ მაშინვე ყველა პოზიტიური ნაპერწკალი ჩაქრა ამ პროექტის მიმართ, და იმის მიუხედავად ჯოხთაბერიძე ხართ თუ ბაკურაძე სიმართლე სიმართლეა ეს პროექტი სრულიად ამოვარდნილია რუსთაველის კონტექსტიდან
 
·
Registered
Joined
·
721 Posts
Discussion Starter · #5 ·
ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება. ამ ადგილას ოცი წელია არაფერი არ იდგა და კარგა ხანს არ აშენდებოდა არაფერი. თვალი სიცარიელეს მიეჩვია და რა თქმა უნდა ნებისმიერი მშენებლობა შეცვლიდა იერსახეს. ჩემი აზრით არასწორი და ზედმეტად სუბიექტური არის შავი კარკასით პროექტის შეფასება. ყრუ კედლები აუცილებელია იმ რაოდენობის და ზომის ნამუშევრებისთვის რომელიც გამოიფინება სახვით მუზეუმში. თორემ ბეტონში უფრო მეტს რატომ დახარჯავდნენ, ან ასეთ ხედს რატომ გააფუჭებდნენ ძალით? მე არ ვარ არქიტექტორი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თქვენს შიშს და ეჭვს არ გაამართლებენ.
 
და შენ გგონია რომ პრობლემა ყრუ კედლების შემთხვევაში ექსპონატების განთავსება-შენახვაა? აქ პრობლემა ისაა რომ რუსთაველის იერსახეს სასტიკად ამახინჯებს ეს შენობა, ასე თუ ვუყურეთ მილენიუმ ჰოტელი 40 სართულიანი შენობა რუსთაველის უკან მიყრუებული იმელის მიმდებარედ საერთოდ უნდა გაგვეპროტესტებინა თუმცა მის არქიტექტორს ეყო ჭკუა წესიერი შენობის დასაპროექტებლად, იმის მიუხედავად რომ არც ისე კარგი პროექტია და საერთოდ არ აქვს ამ სახვითი ხელოვნების მუზეუმთან რაიმე კავშირი, მაგრამ ის ამ რაღაცას ნამდვილად ჯობს. და კიდევ მე არქიტექტორი ვარ და დაახლოებით 20 ხერხს ჩამოგითვლი თუ როგორ შეიძლება ყრუ კედლის შენარჩუნება, ისე რომ ის ქალაქის ისტორიულ-ფინანსური ცენტრში არ იყოს გამოფენილი
 
·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
თქვენი არ ვიცი ძმებო და მე დამთავრებას დაველოდები. ისეთი ცუდიც არ უნდა გამოვიდეს როგორიც გგონიათ. იდეა ძალიან კარგია. მშენებლობის ხარისხი და ტემპებიც მშვენიერი. ჯერ აუშენებელია და სარკოფაგია თუ პირამიდა ბოლომდე დაველოდოთ.
 
უკანა მხრიდან მეც მომწონს, მაგრამ დამერწმუნე რომ რუსთაველის მხარე მართლა არ გამოვა კარგი, მანდ სავარაუდოდ პენოპლასტის ფილებს გააკრავენ ვითომ "მინის" ეფექტისთვის რაც საბოლოოდ სასირცხვილო კრახით დასრულდება
 
·
Registered
Joined
·
721 Posts
Discussion Starter · #9 ·
იმ ადგილას ნებისმიერი შენობა შეცვლიდა იერსახეს. თვალი სიცარიელეს მიეჩვია. ეს პროექტი დაპროექტებულია არჩილ და გიორგი ქურდიანების მიერ. მე მჯერა, რომ მათ ოპტიმალური პროექტი გამოიმუშავეს და მგონი მათ გააკეთეს კომენტარი თქვენ მოსაზრებასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით თქვენი მოსაზრება არის სუბიექტური და მხოლოდ გემოვნების ამბავია.

სათითაო შენობის გაპროტესტება და კრიტიკა ძალიან ძნელი იქნება. ჩემი აზრით ჯობს, რომ დაინტერესებული პირები გაერთიანდეთ და მერიაში შეიტანოთ მოთხოვნა რომ შეიქმნას ქალაქის არქიტექტორთა ჯგუფი, რომელიც მკაცრად გააკონტროლებს ქალაქის განვითარებას.
 
ეს იდეა მხოლოდ თქვენ არ გაწუხებთ, თუმცა რაც შეეხება ქურდიანებს, ისინი თუ არქიტექტორები არიან მე ზაჰაჰ ჰადიდი ან ნორმან ფოსტერი ვყოფილვარ
 
·
Registered
Joined
·
721 Posts
Discussion Starter · #11 ·
კარგით რა ბატონო :) შეიძლება პროექტი არ მოგწონდეთ, მაგრამ პენოპლასტი და გაუმართლებელი ეჭვები არ შეიძლება. შუშა იქნება გამოყენებული :) არ შეიძლება თქვენი ვარაუდის გამო, სხვა შეცდომაში შეიყვანოთ.
 
·
Registered
Joined
·
12,035 Posts
კარგით რა ბატონო :) შეიძლება პროექტი არ მოგწონდეთ, მაგრამ პენოპლასტი და გაუმართლებელი ეჭვები არ შეიძლება. შუშა იქნება გამოყენებული :) არ შეიძლება თქვენი ვარაუდის გამო, სხვა შეცდომაში შეიყვანოთ.
ბატონო, თქვენ გინდათ დამაჯეროთ რომ ყრუ კედელზე მინას მიატყეპებთ?
 
·
Registered
Joined
·
721 Posts
Discussion Starter · #13 ·
ტექნოლოგია არ ვიცი, მაგრამ რაც პროექტშია ასახული ყველგან მინა იქნება გამოყენებული. შავ კარკასს ხომ დაემატება გარედან მოპირკეთება, ალბათ მაგ დროს "მივატყეპებთ."
 
·
Registered
Joined
·
12,035 Posts
ტექნოლოგია არ ვიცი, მაგრამ რაც პროექტშია ასახული ყველგან მინა იქნება გამოყენებული. შავ კარკასს ხომ დაემატება გარედან მოპირკეთება, ალბათ მაგ დროს "მივატყეპებთ."
არ ვიცი, გინდ სუბიექტური აზრი ეძახეთ და გინდ სიმართლე მაგრამ ამ შენობის ადგილი ჩემი აზრით რუსთაველზე კი არა რომელიმე დაბის ცენტრშია
 
·
Registered
Joined
·
721 Posts
Discussion Starter · #15 ·
იმედია მეც მივაღწევ წარმატებას ჩემს სფეროში და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, დაბაში ავაშენებ მუზეუმს. მაგრამ ისე მგონია, რომ იქაც არ მოგეწონებათ. ესეც ჩემი სუბიექტური აზრია.
 
·
Registered
Joined
·
12,035 Posts
როგორც ჩანს ამ სფეროში ნამდვილად ვერ ერკვევით, თუმცა თუ გადახედავთ ლონდონის პარიზის ან მადრიდის არქიტექტურას მიხვდებით თუ რაზე ვსაუბრობ
 
·
Registered
Joined
·
721 Posts
Discussion Starter · #17 ·
ნამდვილად ვერ ვერკვევი. მე სტარტაპებზე ვმუშაობ და ვქმნი აპლიკაციებს აიფონისთვის. ასე რომ მართლა ჩემი სფერო არ არის. მაგრამ მე მჯერა გ.ჯ.-სი, ქურდიანების, გერმანული კომპანია Plan Forward-ის და ქართული კომპანია იმკ+ -ის. მე მჯერა, რომ უმეტესობა საქართველოში დადებითად შეაფასებს ამ პროექტს, როდესაც გაიხსნება. აქ კი გავწევრიანდი, რომ ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მოგაწოდოთ ინფორმაცია და ფოტოები.
 
მეც მჯერა რომ თქვენს სფეროში ძალიან წარამტებული ადამიანი ხართ და იმდეი მაქვს რომ დაგვეხმარებით ქართული საქმის ერთად გაკეთებაში.
 
·
Registered
Joined
·
1,207 Posts
ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება. ამ ადგილას ოცი წელია არაფერი არ იდგა და კარგა ხანს არ აშენდებოდა არაფერი. თვალი სიცარიელეს მიეჩვია და რა თქმა უნდა ნებისმიერი მშენებლობა შეცვლიდა იერსახეს. ჩემი აზრით არასწორი და ზედმეტად სუბიექტური არის შავი კარკასით პროექტის შეფასება. ყრუ კედლები აუცილებელია იმ რაოდენობის და ზომის ნამუშევრებისთვის რომელიც გამოიფინება სახვით მუზეუმში. თორემ ბეტონში უფრო მეტს რატომ დახარჯავდნენ, ან ასეთ ხედს რატომ გააფუჭებდნენ ძალით? მე არ ვარ არქიტექტორი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თქვენს შიშს და ეჭვს არ გაამართლებენ.
ფაქტი ერთია რომ ამ შენობის წინა ფასადს არც შეეხედება, მითუმეტეს როცა ერთ ერთ მთავარ გამზირზე გამოდის ძირითადი ფასადი.
 
·
Registered
Joined
·
721 Posts
Discussion Starter · #20 ·
არ ვიცი რა გითხრათ ან რითი გაგამხნევოთ. იმედია მალე აშენდება და მერე ვიმსჯელოთ. არა მგონია მისი შეჩერება იყოს გამართლებული ან განხორციელებადი. როგორც თქვენ, მოუთმენლად ველი და იმედი მაქვს თვენი ეჭვები არ გამართლდება.

წავედი, საქმეებს უნდა მივხედო :)

პატივისცემით,

ი.ჯ.
 
1 - 20 of 960 Posts
This is an older thread, you may not receive a response, and could be reviving an old thread. Please consider creating a new thread.
Top