Skyscraper City Forum banner
1 - 20 of 53 Posts

·
Registered
Joined
·
12,035 Posts
Discussion Starter · #1 ·
სითი პარკი |city park |15fl


ORBI GROUP-ის ახალი პროექტი

ახალ, რიგით მე-14 პროექტს კომპანია „ ORBI GROUP“ ზღვასთან ახლოს, ბათუმის პრესტიჟულ უბანში ახორციელებს. „CITY PARK „ გორგილაძის, ყოფილი გორკის ქუჩაზე არსებული პარკინგის ტერიტორიაზე შენდება.
15 სართულიანი შენობა მრავალფუნქციური დანიშნულებისაა- პირველი 4 სართული კომერციულ ობიექტებს დაეთმობა, ხოლო დანარჩენი 11 სართული საცხოვრებელია. კორპუსში სულ 77 ბინაა.
გათვალისწინებულია ერთი სადარბაზო და ორი ლიფტი. „ CITY PARK“-ში ცნობილი ბრენდების ლიფტები დამონტაჟდება, სადარბაზო მოპირკეთდება და კეთილმოეწყობა თანამდეროვე ტექნოლოგიებისა და მაღალხარისხიანი მასალების გამოყენებით. იგი აღიჭურვება ვიდეომეთვალყურეობის კამერებითა და ხანძარსაწინააღმდეგო ქსელით.
„CITY PARK“ შენდება ძვირადღირებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით., გათვალისწინებულია ე.წ. ვენტილირებადი ფასადი, რაც უზრუნველყოფს :
შენობის კედლების მუდმივი დაცვას კლიმატური და ფიზიკური ზემოქმედებისაგან, ზღვისპირა ქალაქისთვის დამხასიათებელი უხვი ატმოსფერული ნალექებისა და ტენისგან;
თბო, ჰიდრო, ხმის და ხმაურის მაღალ საიზოლაციო თვისებებს;
თბოდანაკარგების 40 პროცენტით შემცირებას და, შესაბამისად, ეკონომიას შენობის გათბობასა და კონდიცირებაზე;
კედლების თერმული დეფორმაციის თავიდან აცილებას;
ფასადის ხანგრძლივ საექსპლუატაციო ვადას -50 წელი .
შენობის შეფუთვის ასეთი თანამედროვე ტექნოლოგია ბათუმში არცერთი სახლის მშენებლობისას არ გამოყენებულა.
„ ORBI GROUP“ მეპატრონეებს დამატებით სთავაზობს ბინის შიდა ტიხრების მოწყობას კლიენტის მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით. გარდა ამისა შესრულებული იქნება იატიკის მჭიმი სამუშაოები-ე.წ. სტიაჟკა.

„ CITY PARK „-ის კიდევ ერთი უპირატესობა პარკინგის კომპლექსია-მობინდარეები უზრუნველყოფილი იქნებიან პარკირების მუდმივი ადგილითა და ავტომობილების დაცვით.
შენობის კარკასი მონოლითურია და გათვლილია 9 ბალიან მიწისძვრაზე.

შეძენის პირობები


„ CITY PARK“-ში საცხოვრებელი ბინის შეძენა და გაფორმება ერთ დღეშია შესაძლებელი.
შეძენის მსურველებს შესაძებლობა აქვთ ისარგებლონ იპოთეკური დაკრედიტების მოქნილი სისტემით „თიბისი ბანკის“ საშუალებით.
საქართველოს მოქალაქეებისათვის - 30% თანამონაწილება, მაქიმალური ვადა 10 წელი. საბაზო წლიური პროცენტი - 13,შემოსავლების დადასტურების გარეშე;
უცხო ქვეყნის მოქალქეებისათვის - 30%-ანი თანამონაწილება. მაქიმალური ვადა 36 თვე. საბაზო წლიური პროცენტი - 13. შემოსავლების დადასტურების გარეშე;
კრედიტების გაცემა შესაძებელელი იქნება სექტემბრის ბოლოსთვის. თიბისი ბანკთან მიმდინარეობს ხელშეკრულებების გაფორმების პროცედურა.






 

·
Registered
Joined
·
12,035 Posts
Discussion Starter · #3 ·
აუ ეს ნახეთ მაკდონალდსის მიმდებარედ უკვე რა სქაილაინია და კიდე ეს დაემატება, აი ნამდვილად კარგი პროექტია იმ დანარჩენებთან შედარებით


 

·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
კარგია რო ორბი აკეთებს მანდ...დანარჩენი რაც აშენებულია კაპიკად არ ვარგა.სუბ ტრიპიკ სითის უკვე საღებავი ცვივა.მაგნოლია უკვე გაიცრიცა...კიდევ ერთი შენობა დგას რაღაცა..სკაი ბარი აქ ზემოთ...მაგას ეზო ვაბშე არ ააქ.ტყეს მიაქ არე მარე. და ეგეთი უბანი რო საუკეთესო იქნება ბათუმში . გზიდან ჩანს ვითომ კარგად,..თორე ახლოს ეგრევე ნახავთ რა ნაგვობები დგას.
 

·
Registered
Joined
·
12,035 Posts
Discussion Starter · #8 ·
ნამდვილად წარმოუდგენელი შედარებაა მაგრამ ამ სითი პარკის ლობი უან ვორლდ თრეიდ ცენტრის ლობის გავს მინები რო აქ თავიდან, ძაან კარგი შენობაა და იმედია არ შეცვლიან, არ შეეძოთ ეხლა ასეთი რო აეშენებინათ 35 სართულიანი და არა ის რაღაც რეზიდენსი
 

·
Registered
Joined
·
124 Posts
ეს პროექტი ეხლა ვნახე, მგონი მართალი თქვით ყველამ ეს ორბის ყველაზე კარგი პროექტია დიზაინითაც და პარკინგის მხრივაც, ეს შენობა ალბათ მხოლოდ მცხოვრებლებს არ მოემსახურება პარკინგით რაც ძალიან კარგია
 
1 - 20 of 53 Posts
Top