SkyscraperCity banner

1 - 20 of 114 Posts

·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
Discussion Starter #1
The Trump Tower will be part of the Phase I. The design of the tower is driven by two ideas – to create an iconic profile on the Batumi skyline, and to maximize the views out of the building for every residential unit. A triangular floor plate has been chosen to accommodate these two ideas. By highlighting the special attributes of each corner, views are further enhanced; not only from each individual unit, but also from the public zones. Two northern corners with sea views get maximum exposure from having double corner window. The south corner opens up to the city view, providing southern exposure to the atrium.

















 

·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
Discussion Starter #5
საიდანაც გადმოვქაჩე ეს სურათები მანდ ეწერა.რამდენად სწორია არ ვიცი.
 

·
Registered
Joined
·
12,030 Posts
პროექტი შეიცვლებაო(თუ აშენდა) კი ამბობენ, მაგრამ ეს იყოს აქ. მე ძაან მომწონს ეს და იმედია ამაზე ნაკლებს არ გააკეთებენ.
 

·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
Discussion Starter #7
პროექტი არ დაეწუნება ნამდვილად..პროსტა ამხელა ადგილზე მარტო ერთი ჰაირაიზი..ცოტა ვერა რა. და საერთოდაც შეცდნენ ამხელა მიწა რო გადასცეს სილქ როუდს.დარწმუნებული ვარ ტრამპის მშენებლობა მთავრობის შეცვლის გამო შეჩერდა.და გაცოცხლება არც უწერია დღევანდელი მთავრობის ხელში.არ ვიცი მიშასთან რა ურთიერთობები ქონდა დონალდ ტრამპს..მაგრამ დარწმუნებული ვარ ასეთი სახელის ქმონე პიროვნება ეგეთი მასშაბის პროექტს ისე არ მიაგდებდა.სილქ როუდიც მთლიანად მიშას მეწილეებით იყო გატენილი და ლოგიკურიცაა რო დღეს მოყუჩებული ზიან. დამკვეთიც მთლიანად ეს კომპანია იყო.
 

·
Registered
Joined
·
12,030 Posts
ნუ კი, მაგრამ გარშემო ბევრი შენოა და გამწვანება გამოდიოდა. მარტო ცათამბჯენებს ვერ გაუძლებს ეგ ადგილი. ადრე თუ გვიან ამ ცათამბჯენებს შორის ოფისებიც გამოჩნდება და მაშინ უკვე სატრასპორტო სისტემას ვეღარაფერი უშველის. გზის გასაფართოვებლად 50 სართულიან შენობებს არავინ არ დაანგრევს.
 

·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
Discussion Starter #9
ისე საინტერესო იქნებოდა მშენებლობის ნახვა.. მეტალის კონსტრუქციით უნდა აშენებულიყო..არ ვიცი რკინაა თუ რაცაა მარა ხო ხვდები რაზეც ვამბობ.. სტანდარტული ბეტონის სვეტები...არ ააქ კონსტრუქციას.
 

·
Registered
Joined
·
12,030 Posts
ბათუმში „ტრამპ–თაუერის“ აშენება გაურკვეველი ვადით გადაიდო. პროექტის განმახორციელებელ კომპანია „სილქ როუდ ჯგუფში“ აცხადებენ, რომ პროექტი არ ჩაშლილა, თუმცა, ამ ეტაპზე შეჩერებულია.

როგორც „ფრონტ ნიუსს“ კომპანიის უძრავი ქონების მმართველმა დირექტორმა გიორგი მარიმ განუცხადა, მიზეზი იმ ბაზრებზე არსებული ვითარებაა, სადაც პროდუქტი უნდა გაყიდულიყო.

„ხელშეკრულება ჯერ კიდევ ძალაშია. ტრამპთან კონტაქტზე ვიმყოფებით. უბრალოდ, იმ ბაზრებზე შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, სადაც რეალურად, ეს პროდუქტი უნდა გაიყიდოს, სხვა ალტერნატივების ძიების პროცესში ვართ. „ტრამპ თაუერის“ ბინების კლიენტაბად მოიაზრებიან ძირითადად იმ ეროვნების ადამიანები, რომლებიც აჭარას სტუმრობენ. აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა... სამწუხაროდ, ამ ქვეყნებში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას რომ გადავხედოთ, კარგი მდგომარეობა არ არის. შესაბამისად, ჩვენც შევანელეთ ეს პროექტი. ახლა ალტერნატივებს ვუყურებთ და ბაზრებს ვაკვირდებით“ – განუცხადა „ფრონტ ნიუსს“ გიორგი მარიმ.

მისივე განმარტებით, ტერიტორიაზე, სადაც „ტრამპ–თაუერი“ უნდა აშენდეს, ამ დროისთვის არავითარი სამუშაოები არ მიმდინარეობს. კომპანიის წარმომადგენლი ამბობს, რომ სამუშაოს დაწყება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება პროექტი.

„პროექტის პირველადი ვერისია არსებობს, თუმცა, ის შესაძლოა შეიცვალოს – გაიზარდოს, შემცირდეს ან აღარ განხორცილედეს. საბოლოო პროექტი ჯერ არ არის ჩამოყალიბებული და ამიტომ მშენებლობის დაწყებაზე საუბარი ძნელია“ – აღნიშნა გიორგი მარიმ.

მისივე თქმით, „სილქ როუდ ჯგუფი“ ამ პროქტის თაობაზე მთავრობასთანაც კონტაქტზეა, თუმცა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, სასურველი იქნებოდა ქვეყანაში საინვესტიციო გარემო გაუმჯობესდეს.

„პროექტის შეყოვნება არანაირად არ არის გამოწვეული მთავრობის უგულებელყოფით, არამედ ეს ბაზარზე არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული“ – აცხადებენ „სილქ როუდ ჯგუფში“.

ეკონომიკის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ბათუმში „ტრამპ თაუერის“ პროექტის განხორციელებას ხელს უწყობენ.

„ჩვენ პროექტის განხორციელებას მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ. უბრალოდ კომპანიამ პროექტის განვითარების საკუთარ გეგმას გადახედა. „ტრამპ თაუერის“ პროექტი კვლავ ძალაშია და აქტუალური რჩება, თუმცა არსებობს განვითარების ფაზები, ხოლო პირველი ფაზა არ მოიცავს „ტრამპ თაუერს“. 6 ჰა მიწა თანმიმდევრულად უნდა განვითარდეს. პროექტი ჯერ კიდევ მუშავდება“ – განუცხადა „ფრონტ ნიუსს“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა.

47-სართულიანი „ტრამპ თაუერის" მშენებლობა 2013 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო. პროექტის ღირებულება 250 მილიონი დოლარია. მის პრეზენტაციას 2012 წლის აპრილში ბათუმში თავად დონალდ ტრამპი და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდნენ. „ტრამპ თაუერი“ ბათუმის შემდეგ, თბილისშიც უნდა აშენებულიყო.

ეკა გაზდელიანი
 

·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
Discussion Starter #12
ეეე აღარ გვინდა რა ეს ტრამპი. ტყუილად რამხელა მიწა მიიტაცა. აქამდე ვინმე თურქი ბიზნესმენი ჩადგავდა რამეს.
 

·
Registered
Joined
·
12,030 Posts
პორტას ნაირს :)
არა როგორ არ გვინდა ტრამპი. ძალიან მაგარი პროექტია. იმედია წელს ეშველება რამე. აი ხო ხედავ, აქსის თაუერსი 8 წელი იყო მიგდებული და დღეს ამწე არ ჩერდება.
 

·
Georgian Moderator
Joined
·
11,421 Posts
Discussion Starter #14
არამგონია. არც წელს და არც მომავალ წელს. რას გავს მანდაურობა ბათუმის სირცხვილია.
 

·
Registered
Joined
·
151 Posts
ბათუმში „ტრამპ თაუერის" პროექტის გაგრძელება იგეგმება
ბათუმში „ტრამპ თაუერის“ პროექტი გაგრძელდება. 6-წლიანი კონსერვაციის შემდეგ „სილქ როუდ ჯგუფი“, რომელიც მაღალი კლასის საცხოვრებელი სახლის - „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის ლიცენზიის მფლობელია, ამბიციური პროექტის გაგრძელების გეგმაზე ალაპარაკდა. რას უკავშირებს კომპანია მასშტაბური პროექტის განხორციელების შეჩერებას და რა გეგმები აქვს „ტრამპ თაუერთან“ მიმართებაში სამომავლოდ, „ინტერპრესნიუსი“ „სილქ როუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების ხელმძღვანელ გიორგი მარრის ესაუბრა...


- ბატონო გიორგი, საინტერესოა, ჰქონდა თუ არა „სილქ როუდ ჯგუფს“ კონტაქტი ტრამპის კორპორაციასთან მას შემდეგ, რაც აშშ-ში არჩევნები ჩატარდა ?

- კომპანია „სილქ როუდ ჯგუფს“ ჰქონდა პატივი მიელოცა ტრამპის ორგანიზაციისთვის და მთელი მისი ოჯახისთვის არჩევნებში გამარჯვება. ‘’სილქ როუდ ჯგუფი’’ დარწმუნებულია, რომ ბატონი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ და საქართველო კიდევ უფრო გააძლიერებენ ეკონომიკურ, საქმიან და კულტურულ ურთიერთობებს.

- როგორ გაჩნდა „ტრამპ თაუერის“ იდეა და რატომ შეფერხდა მისი განხორციელება ?

- პროექტის იდეა დაიბადა 2010 წელს, ნიუ იორკში ‘’სილქ როუდ ჯგუფის‘’ ნიუ იორკის ოფისის და ტრამპის ორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ, რომლის შედეგად მხარეებმა მოილაპარაკეს ტრამპის ბრენდით ერთობლივი პროექტების განვითარებაზე საქართველოში. „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის ლიცენზია „სილქ როუდ ჯგუფს“ 2011 წლის მარტში, ნიუ იორკში, სალიცენზიო ხელშეკრულების საზეიმო ხელმოწერის შემდეგ გადაეცა. სალიცენზიო ხელშეკრულებას ტრამპის ორგანიზაციის მხრიდან პირადად ბატონმა დონალდ ტრამპმა მოაწერა ხელი, „სილქ როუდ ჯგუფის“ მხრიდან კი კომპანისს დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.

„ტრამპ თაუერს“ ბათუმის მშენებლობის განხორციელება ე.წ. „ბათუმი-რივიერას“ ტერიტორიაზე გადაწყდა. „ბათუმი-რივიერას“ გენერალური განვითარების გეგმა 2011 წელს დასრულდა. გეგმა გულისხმობს ‘’სილქ როუდ ჯგუფის’’ კუთვნილი 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთისა და მისი მიმდებარე 1,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის განაშენიანებას, პლაჟების კეთილმოწყობას და მიმდებარე ნავსაყუდელის თანამედროვე სტანდარტების იახტ-კლუბად რეკონსტრუქციას. ბათუმი-რივიერას განვითარების გენერალური გეგმის ცენტრალური ნაწილია მაღალი კლასის საცხოვრებელი სახლის - „ტრამპ თაუერის“ აშენება.

2012 წლის აპრილში, ‘’სილქ როუდ ჯგუფის’’ ოფიციალური მოწვევით ბატონი ტრამპი იმყოფებოდა საქართველოში. ეს იყო უპრეცედენტო მხარდაჭერა „ტრამპ თაუერ ბათუმის“ პროექტისადმი დონალდ ტრამპის მხრიდან. სამწუხაროდ, შემდეგ ეტაპზე „ტრამპ თაუერის“ პროექტის განხორციელება შეჩერდა, ერთის მხრივ იმიტომ, რომ ფასების ზრდა უძრავ ქონებაზე რეგიონში არ მიდიოდა სასურველი ტემპით და მეორეს მხრივ იმიტომ, რომ ‘’სილქ როუდ ჯგუფი’’ წააწყდა მოულოდნელ წინააღმდეგობებს აჭარის იმდროინდელი მთავრობის მხრიდან - არ მოხდა პროექტით გათვალისწინებული პირობების შესრულება, მიუხედავად იმისა, რომ ეს დეტალები მთავრობის მიერ მოწონებული გენერალური გეგმის ნაწილი იყო და ამ კონფიგურაციით იყო წარდგენილი ინვესტორებთან როგორც ნიუ იორკში, ასევე ბათუმში. სწორედ ამ გაურკვევლობის გამო გადაიდო პროექტი.

- რა მომავალი აქვს ამ პროექტს და იგეგმება თუ არა მისი განხორციელება და რა სახით ?

- როგორც ხედავთ, 6 წლიანი სტაბილური ურთიერთობები გვაქვს ტრამპის ორგანიზაციასთან. ჩვენ ერთად ვაკვირდებოდით სიტუაციას . უძრავი ქონების ბაზრის გაუმჯობესების ფონზე და ბოლო წლებში საქართველოში შექმნილი ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოდან გამომდინარე გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი და ამიტომ ახლო მომავალში ვგეგმავთ ამ ამბიციური პროექტის გაგრძელებას.

სწორედ ეს განწყობა გვაძლევს საფუძველს, რომ თავდაპირველი ჩანაფიქრი განვახორციელოთ და „ტრამპ თაუერი“ ბათუმში ავაშენოთ. რასაკვირველია, წარმატებული თანამშრომლობა არის საწინდარი იმისა, რომ ვიმუშაოთ არა ერთ სხვა იდეასა თუ პროექტზე ისეთ მნიშვნელოვან პარტნიორთან ერთად, როგორიც ტრამპ ორგანიზაციაა.

მინდა აღვნიშნო, რომ „სილქ როუდ ჯგუფი“ და სილქ როუდ ტრანსათლანთიქ ალიანსი“ აგრძელებენ აქტიურ მუშაობას საქართველოს და ამერიკას შორის ეკონომიკური, საქმიანი და კულტურული ურთიერთობების განვითარებისთვის.
 

·
Registered
Joined
·
12,030 Posts
ყოველ წელს გვპირდებიან მარა არაფერი არ იცვლება ამდენი წელია. იმედია ეხლა მაინც გააგრძელებენ მარა დამაჯერებლად არ ლაპარაკობდა ეს ტიპი ოპტიმიზმზე. თვითონაც არ ჯერა რო გაგრძელდება მგონი :დ
 

·
Registered
Joined
·
1,045 Posts
ბათუმში „ტრამპ თაუერის“ პროექტი გაგრძელდება


  • 16 ნოემბერი 14:30
  • 180

ბათუმში „ტრამპ თაუერის“ პროექტი გაგრძელდება - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში „სილქ როუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების ხელმძღვანელმა გიორგი მარრმა განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება უძრავი ქონების ბაზრის გაუმჯობესების ფონზე და ბოლო წლებში საქართველოში შექმნილი ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოდან გამომდინარე მიიღეს.
გიორგი მარრმა განაცხადა, რომ თავის დროზე პროექტის შეჩერება გამოწვეული იყო ერთი მხრივ რეგიონში უძრავი ქონების არასახარბიელო ფასით, მეორე მხრივ კი იმით, რომ წააწყდა მოულოდნელ წინააღმდეგობას აჭარის იმდროინდელი მთავრობის მხრიდან. მისი თქმით, „არ მოხდა პროექტით გათვალისწინებული პირობების შესრულება, მიუხედავად იმისა, რომ ეს დეტალები მთავრობის მიერ მოწონებული გენერალური გეგმის ნაწილი იყო“.
RAtqmaunda asec vicodi :d yvelaze magari proeqti saqarTveloSi^^







 

·
Registered
Joined
·
721 Posts
boooooooooooooooom. მაგრა გაასწორებს თუ მართლა გამოვიდა და არ გაბაბილონდა. ძალიან მაგარი იქნება : ))))
 

·
Registered
Joined
·
2,847 Posts
ბაზრის კვლევა, ბაზრის კვლევა... მომავალში აშენდება რა თქმა უნდა. უბრალოდ ამდენი ხანი რატომ არ შემოღობეს მაინც ამხელა ტერიტორია?

ეგ ადგილი აქამდე 10ჯერ გაიყიდებოდა და აშენებულიც კი იქნებოდა რამე
 
1 - 20 of 114 Posts
Top